ხვალინდელი დღის ანონსი:ხვალ დღის 1 საათზე ყველანი ვიკრიბებით Art Pub Bar-ში (
გრიბოედოვის14) და ვაგროვებთ 15-15 ლარს.
ანუ ხვალე ბარმა გაგვანთავისუფლა ბილეთებისგან... მაგრამ თამაშის დასრულების თანავე გაიშლება სუფრა და თქვენი 15 ლარი ამჯერად მოხმარდება არა ბარს ან პრიზებს არამედ საზეიმო ბანკეტს!
გთხოვთ ყველანი მოხვიდეთ პირველ საათზე და თან იქონიოთ ფულიც. იმიტომ რომ ბარმა საღამომდე შემოსული ფულით უნდა გაგვიკეთოს სუფრა
ვინც არ აპირებს ბანკეტზე დასწრებას მათთვის თამაშზე დასწრება იქნება უფასო მაგრამ ვერანაერად ვერ დავსვავ სუფრაზე იმიტომ რომ ბარის ხელმძღვანელობა სტროგად გააკონტროლებს რომ სუფრა იმდენ კაცზე გაიშალოს რამდენის ფულიც იქნება დადებული...
თამაშის დამთავრებისთანავე 5 წუთში გაიშლება სუფრა (არააქვს მნიშვნელობა მოვიგებთ თუ წავაგებთ)
ძალიან გთხოვთ უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩამაყენებთ და ნუ მეტყვით რო აი მე დიდი ხანია დავდივარ და ვიღაცამ დამპატიჟა და ასე შემდეგ ... აბსოლიტურად ყველა! ორგანიზატორიდან დაწყებული შემთხვევით შემოსწრებულით დამთავრებული იხდის ამ ფულს.
(ეს იმიტომ დავწერე რო ბევრი შენიშვნა მივიღე ბარის მენეჯერისგან უკვე

ბარში საშუალოდ 50 კაცამდე ყოველთვის მოდიოდა და ამდროს 20 ბილეთზე მეტი არ გაყიდულა და წინაზე საერთოდ 11 გაიყიდა. მაშინ დავუშვი გამონაკლისი და შემოვაშვებინე ყველა ვისაც ფული არ ქონდა მაგრამ ეხლა ჩემზე აღარ არის დამოკიდებული. დღეს ბარმენეჯერმა მითხრა რომ იმდენი თეფში დაიდება მაგიდასთან რამდენის ფულიც იქნება გადახდილი )
ასე რომ მოემზადეთ ხვალე ბეზპაშადნი ლოთაობა აიწევა