კიდე ახალი რაც არის არის ის რომ ოლეგერზე გაუკეთებიათ შეთავაზება აიაქსს. გუდის და ესკეროს შეძენის სურვილი არავის არ გამოუხატავს

.
პეპმა გაატარა ძალიან მაგარი რეფორმები და შეცვალა ის წესები რომელიც რაიკაარდს აქამდე ქონდა.
1) ვარჯიშამდე 1 საათით ადრე ყველა ფეხბურთელი უნდა იყოს გასახდელში.
2)ყველა ფეხბურთელმა უნდა ისაუზმოს ერთად და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვარჯიშამდე მაღაზიაში ნაყიდი არაჯანსაღი საკვებით კვება. დილის საუზმეში შედიზ ხილი და ბოსტნეული.
3) რაიკაარდის დროს ვარჯიშები ტარდებოდა კამპ ნოუს გვერდზე მდებარე სტადიონზე. პეპმა კი მოითხოვა მინიესტადი რადგან იმ სტადიონის ზომა რომელზეც რაიკაარდი ავარჯიშებდა გუნდს არ შეესაბამებოდა სტანდარტებს.
4) როდესაც რაი ფეხბურთელებს მინიესტადიზე ავარჯიშებდა ყველა იქამდე მანქანით მიდიოდა პეპმა კი ეს აკრძალა და მოითხოვა რომ ყველა ფეხბურთელმა მანქანა კამპ ნოუს შესასვლელთან უნდა დააყენოს და რომ იქიდან უკვე ფეხით უნდა გაიაროს მანძილი კამპ ნოუდან მინიესტადიმდე.
5) პირველი ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელები ისევ უკან ბრუნდებიან და როგორც დილით ერთად სადილობენ. სადილი კი შედგება მაკარონისგან, ბრინჯისგან, სალათებისგან, ბოსტნეულის და ასევე ხილისგან (ძირითადი ინგრედიენტები.)
6) საღამოს ვარჯიში დახურულია ანუ ჟურნალისტები არ დაიშვებიან. (მხოლოდ პირველი 15 წუთი სანამ ფეხბურთელები ხურდებიან.)
7) კიდევ ერთი წესი რომელიც პეპმა დააწესა არის ის რომ ყველა ფეხბურთელი სახლში უნდა იყოს 12 საათამდე. ასეთი წესი რაის დროს არ არსებობდა.