ეს რას ნიშნავს?

ეგრე მე სიტყვაზე რივალდოს მარტო ვალენსიასთან 2 გოლი მახსოვს მახსოვს და 60 მეტრიანი პასი უკან, ეგ ნიშნავს რომ მაგის მეტი არაფერი უკეთებია? სხვა ადამიანს კიდე სხვა რამე ახსოვს

მე და შენში რომ არ უნდა იზომებოდეს მაგაზე მაქვს ლაპარაკი.
ვინ როგორ შეხედავს მაგ საკითხს, საკამათოა ის განძრახ აიღო თუ არა, მეორეც, მე პირადად არ ვისურვებდი კარიდორის გაკეთებას რეალისთვის და საერთოდ პირდაპირ უარს ვიტყოდი გასვლაზე და თუნდაც მერე მოღალატედ დამსახონ, ანუ გააჩნია ვინ როგორ უყურებს, მაგით ვერაფერს დაადგენ.
გავა 10 წელიწადი, 15 წლის ბიჭი ჩახედავს სტატისტიკას და ნახავს - სამარცხვინო თამაშში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელები არ თამაშობდნენ, ამით აუმაღლდება იმ გუნდზე წარმოდგენა ვინც იმ წლებში ბევრს მიაღწია, მაგ ფეხბურთელების მოსვლამდე ჩვენს ბარსას ისტორიაში უცუდესი უტიტულო ხანა გვედგა, გაანალიზეთ ეს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგ წელი მაგან თუ ვერ ითამაშა, მაშინ საერთოდ წარუმატებელი ტრანსფერი იყო და ამდენს რას ვლაპარაკობთ?
ბარემ ,,ტარიელის და ავთანდილის შედარებით დახასიათებაზე" ვიტყვი ორ სიტყვას და მერე განაგრძეთ
ვხედავთ აშკარად დეკოს გადაფასებას (და არა დაუფასებლობას), პრაქტიკულად კიდე რამდენიმე წელი ყველა დეკოს უნდა შეადარონ (და არა პირიქით).
ადამიანებს ჩვევიათ ერთის დამცირების ხარჯზე მეორის განდიდების სურვილი, თუმცა თუ ჩავუფიქრდებით ლოგიკურ შეცდომებს ვიპოვნით აზროვნებაშI

. ჯერ ერთი და მარტივი, თუ ვინმეს სიძლიერის დამტკიცება გინდა სხვას არ უნდა შეადარო და ისე უნდა დაამტკიცო, მეორე, რა სისულელა ფეხბურთელების ერტმანეთთან შედარება? ოცნების გუნდში საუკეთესო ვინ იყო? რომარიო სტოიჩკოვს ჯობდა? ჰაჯი პროსინეჩკის? ნადალი ამორს ჯობდა? და ა.შ. კარგით რა ბავშვებო

.
მესამე და მთავარი, თუ მე (როგორც ადამიანი) ვცდილობ დავამტკიცო ასე ვინმეს სიძლიერე, მე ქვეცნობიერ დონეზე ვადარებ იმას ვინც რამედ ითვლება, ხომ ასეა? მაგალითისთვის, მე ხომ არ დავიწყებ დეკოს შედარებას სელადესთან ან ვთქვათ ზეედორფთან? მე რომც დავამტკიცო (ეგ არ ნიშნავს რომ დეკო ზეედორფს ჯობია) ამით მე ვერაფერს ვერ მივაღწევ - მე დეკო უნდა შევადარო იმას ვინც..აი აქ სირთულეა
მე დეკო უნდა შევადარო ვთქვათ ფიგუს ხო? ხომ იყო უამრავი ლაპარაკი და დავა მაშინ როცა დეკო გამოჩნდა რომ დეკო უკეთესია ვიდრე ფიგუ და ის უნდა იყოს ლიდერი პორტუგალიაში? მიმიხვდით აზრს ახლა, დეკოს არ ადარებდნენ სხვას, ადარებდნენ ფიგუს, და დეკოს ადარებდნენ ფიგუს, პირიქით არავინ მოიყვანს შედარებას; განვაგრძოთ ეს სანახევროდ ფილოსოფიური

აზრი, მე თუ მინდა ფიგუს დავსახო ,,მამად" მე არ შევადარებ მას დეკოს, უნდა მოვძებნო ის ვინც...
მე (ანუ ადამიანი) შევადარებ ფიგუს ვთქვათ ეუსებიოს, რომ ამითი ვაჩვენო ხალხს რომ ფიგუ მაგარია, მე აზრადაც არ მომივა ფიგუ შევადარო რუი კოშტას ან დეკოს (ეს არ ნიშნავს რომ ფიგუ უკეთესია ვიდრე რუი კოშტა, ეს უბრალოდ სიტყვა ვერ მოვძებნე და ,,ყოფიერებაა"

)
არ ვიცი რამდენად გასაგებია აზრი, იმედია გაიგო ვინმემ მაინც

. რონალდოს მე არ შევადარებ ბებეტოს ჯობია ხო? აზრადაც არ მომივა, მე ვიტყვი რონალდო ზიკოს ჯობია-თქო, ზიდანს ჯობია-თქო, რომ რონალდო გამოვაჩინო. ორი მხარე აქვს ამ თვალსაზრისს. თუ ვამტკიცებ სერხის სიძლიერეს მე ვადარებ მას მალდინის, რომ მე სერხი მირჩევნია მალდინის, მე (როგორც ერთ-ერთ ადამიანს მასიდან) არ მომივა აზრად სერხი შევადარო სილვინიოს, იმიტომ რომ რომც დამტკიცდეს ის რომ სერხი სილვინიოს ჯობია (და ეს ყოველთვის საკამათოა ვინ ვის ჯობია) "მე" ამით ვერაფერს მივაღწევ.
შეგიძლიათ მოარგოთ ეს აზრი ნებისმიერ ფეხბურთელს, როცა ადარებთ, და მიხვდეთ ქვეცნობიერად ქარის წისქვილებს ებრძვით დონ კიხოტივით

და უპირველეს ყოვილსა თქვენს თავს უმტკიცებ რომ ,,როგორც არის" ,,ისე არაა".
ფაქტიურად შედარებას ყოველთვის იწყებს ის მხარე რომელიც ასე ვთქვათ მინუსშია.
ეეჰ

, თუ ვერ გაიგეთ გიჟის ბოდვად ჩათვალეთ პკკკ ოლლ
This post has been edited by C Agent on 12 Jul 2008, 15:56