#10763030 · 6 Sep 2008, 18:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ საქმე არ მაქვს და მეც დავწერ ბარემ xD
| QUOTE | | Manchester United FC |
ლიგის მიმდინარე გამარჯვებული, ახლაც ფავორიტი, შემადგენლობაც საკმაოდ ძლიერი და გამოცდილი. თუმცა ზედიზედ ლიგაზე ჯერ არავის გაუმარჯვია, არის მიზეზები რის გამოც ვეღარ ახერხებენ მეორე წელს იგივეს გამეორებას, ამიტომაც მე თითქმის გამოვრიცხავ მანჩოს კვლავ გაჩემპიონებას.
ისევ ისე ტრადიციულად როგორც ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი ფავორიტი, თუმცა კი თვით რეალის ქომაგებმაც უნდა აღიარონ რომ გუნდის შემადგენლობა აშკარად არაა ის რაც იყო თუნდაც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, ალბათ ყველაზე სუსტია ბოლო წლების განმავლობაში. საბოლოო ჯამში საშუალო დონის ფავორიტი. თუ ისევე გაუმართლა ფლეიოფების კენჭისყრაში როგორც შარშან ბარსას შეიძლება ნახევარფინალამდეც მიაღწიონ. თუმცა ეგ მაქსიმუმი მგონია მაგ ფორმაციის გუნდისთვის.
| QUOTE | | FC Internazionale Milano |
როგორც ყოველთვის ფავორიტები, საკაიფო შემადგენლობა მარა ხზ რა სჭირთ გადამწყვეტ მომენტში როცა მომდევნო ეტაპზე გასვლა და გამარჯვებაა საჭირო. ენივეი წელს ინტერის შანსები უფრო მაღალია ვიდრე წინა წლებში, მწვრთნელის ფაქტორიდან გამომდინარე. არ გამოვრიცხავ ფინალსაც, ოდესმე ხომ უნდა გაუვარდეთ.
მგონი აქ საუბარიც ზედმეტია უკვე. ლივერი ბოლო წლების მანძილზე ყველაზე უფრო "სათასო" გუნდია, რომლის ყველა ფეხბურთელმა და მწვრთნელმაც იცის თუ რა არის საჭირო მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. ყველაზე არასასურველი და უხერხული მეტოქე ნებისმიერი ფავორიტისათვის.
ფიორეს მოგებული ლიგა არ გაიშვას არსად xD არა, პრინციპში სადაც მონაკო-პორტუ მოხდა... კარგი, საშუალო დონის კლუბი, შესალოა რომელიმე ფავორიტს პრობლემაც შეუქმნას.
არსენ ვენგერი და მისი ბიჭები ცალკე სასაუბრო თემაა. ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი თანამედროვე ფეხბურთში, რომელმაც იცის როგორ ააწყოს გუნდი და ტალანტების აღმოჩენის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. გუნდიც საკმაოდ ძლიერი. ვნახოთ რა იქნება, არაფერია გამორიცხული. თუმცა მე პირადად მაინც მეეჭვება.
პენსიონერთა დელეგაცია. სხვა შეფასებას ამ ეტაპზე ჯერ აზრი არ აქვს.
ოო, ასევე ერთ-ერთი ტოპ ფავორიტი. კარგი შემადგენლობა + მწვრთნელის ფაქტორი. ძალიან საინტერესო იქნება ამ გუნდის გამოსვლა. რა თქმა უნდა შემადგენლობა ჩამოუვარდება იმას რაც იყო დიდი მათეუსის და შტეფანის დროს მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გუნდებს თუ შევადარებთ საკმაოდ ბრძოლისუნარიანი იქნება.
ფეხბურთელები ძალიან ძლიერი და გამოცდილი, მწვრთნელად სკოლარი რომელსაც ბარსაშიც სიამოვნებით ვიხილავდი. + რომანას შეუზღუდავი ფინანსური შესაძლებლობები. შანსი საკმაოდ კარგი აქვთ, რა თქმა უნდა გააჩნია წილისყრას და გამართლებასაც.
| QUOTE | | Club Atlético de Madrid |
როგორც ესპანური ფეხბურთის ქომაგი უბრალოდ ინტერესით ველი ამ კლუბის გამოსვლას ლიგაზე. ფავორიტად ნამდვილად ვერ ჩავთვლი[ბოდიში მადრიდელებთან].
არა მგონია ამ კლუბს ლიგის აღების შანსი ჰქონდეს. ითამაშებენ, იბრძოლებენ მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც მეტოქე გავა.
| QUOTE | | FC Zenit St. Petersburg |
no comment
იგივე რაც ლიონზე დავწერე. ბრძოლისუნარიანი გუნდია თუმცა ლიგის თასი მხოლოდ ფერად ოცნებებში თუ მოელანდებათ ბრემენელ მუსიკოსებს.
ბატე[ბელორუსია]
--------------------
H o l o c a u s t
|