მწვრთნელის სიდიადის შეფასებაზე პასუხს თითქოს ერთი შეხედვით მის მიერ მოპოვებული ჯილდოები მეტყველებს, თუმცა ეს მაინც ერთი შეხედვით.
ამ კითხვაზე რა თქმა უნდა პასუხი ყველას სხვადასხვა აქვს და ეს ნორმალურიცაა.
ასევე შეფასებასაც ყველა თავისებური არგუმენტებით ცდილობს.
მე პირადად ჩემი მოსაზრება მაქვს და თავზე მოხვევას არავისთვის არ ვცდილობ,
უბრალოდ მოგახსენებთ.
ყველაზე დიდი მწვრთნელი იქნება ის რომელიც თავისი განსაკუთრებული სათამაშო
სქემის და სტილის თუ ხედვის ხარჯზე შესძლებს და წარმატებასთან მიიყვან ისეთ კლუბებს რომელთაც არც მსოფლიოს ნაკრების(პირობითად აღებული) შემადგენლობა ეყოლებათ და არც მილიარდოფით ფუნტის მხარდაჭერა.
ჩემთვის ამ მხრივ არის ეტალონი და ეს რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ბევრისთვის გამომდინარე იქედან რომ მე დიდი ლივერპულის ქომაგი ვარ არ გახლავთ ლივერპულის რომელიმე მწვრთნელთაგანი.მიუხედავად იმისა რომ ამ დიდ გუნდს მართლაც არაერთი დიდი მწვრთნელი ჰყოლია თავისი ლამაზი ისტორიის მანძილზე.
ჩემი ეტალონი ამ მხრივ არის ავსტრიელი მწვრთნელი ერნსტ ჰაპელი.
უბრალოდ დაუკვირდით რა კლუბებთან ერთად შესძლო მან წარმატებასთან მისვლა.
ფეინოორდი, ჰამბურგი, ბრიუგე.
მერმწუნეთ ეს უფრო სწორედ ასეთ კლუბებით წარმატების მიღწევა გაცილებით მეტია ვიდრე რეალთან, მილანთან და თავად ლივერპულთან ერთადაც კი.
მას არც ფერგუსონივით რამოდენიმე მილიარდი ფუნტი უმაგრებდა ზურგს და არც დელბოსკესავით მსოფლიოს ნაკრების დარი შემადგენლობა.
კი ფერგი დიდი მწვრთნელია მაგრამ არა იმხელა რომ მას ამ სიაში უპირატესობა ჰქონდეს ლიპისთან, კაპელოსთან ან თუნდაც ჰიტცფელდთან.
მოკლედ ამ სიაში არ გახლავთ ის, გამორჩეული რომელიც იქნებოდა იმის ღირსი რომ განსაკუთრებული პირველობა მიენიჭოს. ეს ჩემი გადასახედიდან და სრული ობიექტურობით