ბელა გუტმანის წყევლა!
აწ გარდაცვლილმა უნგრელმა მწვრთნელმა მას შემდეგ რაც ბენფიკას ზედიზედ მე2ედ მოაგებინა ჩემპიონთა თასი, ხელმძღვანელობისგან მოითხოვა მეთი თანხა (არ ეკუთვნოდა თუ რა?), რაზეც უარი მიიღო, არ გვაქვენო
განაწყენებული მადიარი წავიდა გუნდიდან და თან გურულივით მოაწყევლა უკან : კიდევ 100 წელი ბენფიკა ვეღ ეღირსება ევროთასსო

მას შემდეგ გუნდი 6ჯერ იყო ფინალში გასული და ყველა წააგო
ხვალ სავარაუდოდ მე7ეჯერ აღსრულდება გუტმანის დანაბარები

როცა გარდაიცვალა ვენაში, მისი სასაფლაოს მონგრევაც კი სცადეს ფანებმა , იმ იმედით რომ წყევლა მოეხსნათ გუნდისათვის

ეუსებიოს ამ დროს "ვენოკით" შეუმკია საფლავი , პატივისცემის ნიშნად
მოკლედ ასეთი ლეგენდა ახლავს თან ბენფიკას წარუმატებლობებს ევროპაში
ესეც წაგებული ფინალები :
1963 ბენფიკა - მილანი 1:2
1965 ბენფიკა - ინტერი 0:1
1968 ბენფიკა - იუნაიტედი 1:4
1983 ბენფიკა - ანდერლეხტი 1:3
1988 ბენფიკა - ეინდჰოვენი 0:0 (5:6)
1990 ბენფიკა - მილანი 0:1
2013 ბენფიკა - ჩელსი ? : ?