ადრე საქართველოში ასეთი სახელწოდების ჟურნალი გამოდიოდა :ფეხბურთი"..ბევრს ეცოდინება..2005 წლის ოქტომბერში დაიბეჭდა სტატია "დიადი კაპიტანი და ბარსელონას გული"...სამწუხაროდ ავტორი არ წერია..
"რომ ჩაწვდე ლიდერის აზრს,არ არის საჭირო მოიშველიო ტერმინი ქარიზმა და მისთანები.ლიდერი ხარისხია,პირველ რიგში კი კოსმიური ამავდროულად ოკულტური.აქედან გამომდინარე,როცა იკარგება ლიდერი,ნებისმიერ კოლექტივში შეუქცევადი პროცესები იწყება."
რენე გენონი
პეპ გუარდიოლა
დაიბადა:18.01.1971
ქალაქი:სანტპედორე(კატალონია)
ტიტულები:ესპანეთის 6გზის ჩემპიონი,სამეფო თასის ორგზის მფლობელი,ესპანეთის სუპერთასის ოთხგზის მფლობელი,ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული,თასების მფლობელლთა თასის მფლობელი,ევროპის სუპერთასის ორგზის გამარჯვებული..
შედის "ბარსელონას" ყველა დროის ნაკრებში..
2002 წელს დაასახელეს კატალონიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად..
-----------------------------------კატალონიის სიამაყე------------------------------------
2000-01 წლების ეზონი "ბარსელონასათვის" კოშმარული გამოდგა.მწვრთნელ სერა ფერერას ხელში გუნდი აშკარად ვერ აჩვენებდა ისეთი ხარისხის თამაშს,როგორსაც მისგან კატალონიელი ინჩასები ითხოვდნენ.პრიმერას მორიგ ტურში "ასულგრანა" "ვალიადოლიდს" მასპინძლობდა.მძიმე მატჩი იყო,ძალიან მძიმე.უკვე 45-ე წუთისთვის ბარსას მცველი აბელარდო გაუგდეს და კაცნაკლული დარჩა.მიუხედავად ამისა,კლუივერტმა თავისიანების დაწინაურება მაინც მოახერხა,თუმცა სამიოდ წუთში სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს."კამპ ნოუზე" თავმოყრილ ინჩადას ნერვები დაწყვეტაზე ჰქონდა,რადგან მათი საყვარელი გუნდი ცუდად თამაშობდა.82-ე წუთზე ბარსელონას კაპიტანმა,პეპ გუარდიოლამ შეხვედრაში შექმნილი პაუზით ისარგებლა და თანაგუნდელებს მოედნის ცენტრში უხმო.პეპეს გამძვინვარებული სახე,რომლითაც იგი ფეხბურთელებს ესაუბრებოდა,ყველა ესპანურმა ტელეარხმა დააფიქსირა.საუბარი დასრულდა თუ არა ბარსელონა მთლიანად გამოცვალა.
დაღლილობის და ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად,კატალონიელები მეტოქეს მტელი ძალით ეკვეთნენ.შეხვედრის გარდამტეხი მომენტი მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე მოხდა,როცა ვალიადოლიდის კარის მიმართულებით,33 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა დაინიშნა.ბურთთან რივალდო მივიდა,თუმცა მოგვიანებით მას გურადიოლა მიუახლოვდა და რაღაც უთხრა.რივალდო მაშინვე წინ გაქანდა და გადამწყვეტ მომენტში ბურთთან კაპიტანი დატოვა.გუარდიოლა დაძაბული სახით დიდხანს ასწორებდა ბურთს და გარინდული კამპ ნოუ მონუსხულივითა დევნებდა თვალყურს უსაყვარლესი ფეხბურთელის თითოეულ მოძრაობას.ინჩასები დუმდნენ და მუჭებშეკრული იცდიდნენ.მეორე დღეს ბარსელონური სპორტული გამოცემა "სპორტი" შემდეგი სათაურით გამოვიდა--"დიდი კაპიტნისთვის 33 მეტრიც არაფერია".
პეპეს ექიმები ხშირად აფრთხილებდნენ,რომ ბურთისთვის მთელი ძალით არ დაერტყა.მან მედიკოსთა რჩევა ყურად არ იღო და ბარსას გამარჯვება საკუთარ ჯანმრთელობაზე მაღლა დააყენა.შედეგად,ძველი ტრამვის,საზარდულის მყესების რეციდივი მიიღო და შემდგომი 6 დღე საავადმყოფოში გაატარა.იმ წუთას ღრიანცელისგან "კამპ ნოუ" ლამის დაინგრა.გაგიჟებული ინჩასები ვერც კი წარმოიდგენდნენ,რომ დიადი კაპიტანის უკანასკნელი გოლი იხილეს.
გასული საუკუნის 90-იან წლებში ბარსელონას ოქროს ხანა ჰქონდა.კატალონიელებმა იმ ათწლეულში 17 ოფიციალური ტიტული მოიპოვეს და ევროპის საუკეთესო გუნდთა შორის თვალსაჩინო ადგილი დაიკავეს.მაშინ ასულგრანაში ისეთი ოსტატები ირჯებოდნენ,როგორებიც იყვნენ-სუბისარეტა,კუმანი,რომარიო,სტოიჩკოვი,ჰაჯი,რონალდო,რივალდო..2003 წელს მტელი ესპანეთის მასშტაბით მოეწყო გამოკითხვა,რომლის მიზანიც 90იანი წლების ბარსელონას საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა იყო.შედეგი არავის გაკვირვებია-გრანდიოზული უპირატესობით გუარდიოლამ გაიმარჯვა..
-------------------------------------------პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში----------------------------------------------
პეპე ფეხბურთს პირველად 6 წლის ასაკში ეზიარა.მისი მშობლიური სანტპედორე იმდენად მიყრუებული დაბა იყო,რომ იქ ბავშვთა საფეხბურთო სკოლაც კი არ არსებობდა.ამიტომაც გუარდიოლამ ვარჯიში ასევე პროვინციულ ქალაქ მანრესაში დაიწყო.1983 წლს ბარსელონას სკაუტებმა პირველად სწორედ იქ შენიშნეს ნიჭიერი ყმაწვილი და 28 ივნისს მას(მის მშობლებს) პროფესიონალური კონტრაქტი შესტავაზეს.მაშინდელი ბარსას სკაუტები ვერც კი წარმოიდგენდნენ,რომ ეს გამხდარი და შავგრემანი ბიჭუნა კატალონიელთა სათაყვანებელი ფეხბურთელი გახდებოდა და ბარსელონას 17 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა.
მტავარ გუნდში გადასვლამდე გუარდიოლა ბარსა ბ-ში თამაშობდა ,სადაც დღემდე დაუმხობელი საგოლე გადაცემების რეკორდი დაამყარა.ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია იოჰან კრუიფს,რომელმაც პეპე უმალ მტავარ გუნდში გადაიყვანა.გუარდიოლას დებიუტი 1990 წლის 16 იანვარს "კადისის" წინააღმდეგ შედგა.
მოხდა ისე,რომ ორ წელიწადში გუარდიოლას გარეშე ბარსელონას წარმოდგენა შეუძლებელი იყო.კრუიფი დიდხანს ფიქრობდა,თუ რომელ პოზიციაზე დაეყენებინა პეპე.ჰოლანდიელმა რამდენიმე ვარიანტი მოსინჯა-ცენტრალური შემტევი ნახევარმცველი და ცენტრალური მცველი.ბოლოს და ბოლოს კრუიფმა გუარდიოლა საყრდენად გაამწესა,რითაც მანამდე პრაქტიკაში არსებული საფეხბურთო კანონზომიერება საერთოდ თავდაყირა დააყენა.საყრდენი ნახევარმცველი, რომელსაც ამავდროულად ფლეიმეიქერის ფუნქციაც უნდა გაეწია,ნონსენსი იყო.მიუხედავად ამისა,დორმ ჰოლანდიელის სამწვრთნელო გენია კიდევ ერთხელ დაამტკიცა,თუმცაღა გუარდიოლას ნიჭი რომ არა,კრუიფის ეს ექსპერიმენტი კრახს განიცდიდა.პეპეს უმთავრესი კოზირი მოედნის ბრწყინვალე ხედვა და იუველურად ზუსტი გადაცემების გაკეთება იყო,თანაც მანძილს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
-------------------------------------------პეპე დიდების ზენიტში--------------------------------------------
გუარდიოლას კარიერაში 1992 წლის სეზონი გარდამტეხი არმოჩნდა.ბარსელონა მიჯრით მეორედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ზედ ჩემპიონთა ლიგაც დაურთო.გარდა ამისა,ოლიმპიური ნაკრების რიგებში პეპე ბარსელონას ოლიმპიადის გამარჯვებულიც გახდა.ახალგაზრდა და პერსპექტიული ნახევარმცველი სწორედ ამის შემდეგ იქცა ევროპის ვარსკვლავად.ბარსას კაპიტნის სამკლავური გუარდიოლამ პირველად 22 წლის ასაკში მოირგო,თუმცა უკვე იმ დროისთვის ის გუნდის არაფორმალურ კაპიტნად ითვლებოდა.გასახდელში მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
--------------------------------------პირველი და უკანასკნელი ფინალი კამპ ნოუზე--------------------------------------------
ზემოთ ბარსელონას ოლიმპიადა ვახსენეთ,რომელიც ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელტა ტრიუმფით დასრულდა.მასპინძლები ყველა მატჩს ვალენსიაში მართავდნენ,თუმცა ოლიმპიადის მასპინძელი ბარსელონა გახლდათ.მიზეზი მარტივია-ორგანიზატორებს კატალონიური ნაციონალიზმის გამოვლინების ეშინოდათ,მაგრამ ფინალური მატჩის სხვა ქალაქში ჩატარება მაინც ვერ გაბედეს.
ლეგენდარული კამპ ნოუ მისი დაარსებიდან კატალონიური "სეპარატიზმის" ერთ-ერთ უმტავრეს კერად ითვლებოდა.ამ არენისთვის მხოლოდ ერთი ეროვნული გუნდი არსებობდა-ბარსელონა.ამიტომ მის ბრწყვინვალე მინდორზე,არც მანამდე და არც მერე ესპანეთის ნაკრებს(ნებისმიერი ასაკისას) ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.აქედან გამომდინარე,ბარსელონას ოლიმპიადის ფინალი გამონაკლისი და შესაბამისად უნიკალური შემთხვევა გახლდათ.ფინალის წინა დღეს ესპანურ პრესაში ნაკრების მოთამაშე კატალონიელი ფეხბურთელების(გუარდიოლა,ტონი,სერხი,ფერერი) მოწოდება დაიბეჭდა,სადაც მო თამაშეები გულშემატკივრებს სტადიონზე მისვლას და ნაკრების გამხნევებას თხოვდნენ.საქმე ისაა,რომ ორგანიზატორები კატალონიელი მაყურებლის მხრიდან თამაშის ბოიკოტირებას უფრთხოდნენ..გადაჭედილი კამპ ნოუს თვალწინ,ესპანეთის ნაკრებმა 3-2 გაიმარჯვა.ორი საგოლე პასი გუარდიოლამ გააკეთა.
-------------------------------------------------პეპე და რომარიო-----------------------------------------------------
1993 წელს ბარსელონამ ჰოლანდიური პსვ-დან ბრაზილიელი ვარსკვლავი რომარიო გადაიბირა.ახალი სეზონის პირველსავე ტურში სამხრეთამერიკელმა დიდოსტატმა სოსიედადს ერთბაშად სამ გოლი შეუგდო,სამივე გუარდიოლას გადაცემების შემდეგ.საფეხბურთო ესთეტიკის მწვერვალი რომარიოს რიგით მეორე გოლი იყო.პეპემ სამართებელივით ბასრი გადაცემით ,რომარიო კარის წინ ეულად მდგომ მცველს შეატოვა.ბრაზილიელმა კაპიტანს ქუსლით დაუბრუნა,ამ უკანასკნელმა კი "პარაშუტიტ" ფორვარდი მეკარესთან პირისპირ დატოვა.რომარიომაც ერთი შეხებით,მეკარეს ბურთი ტავზე გადაუგდო.რომარიომ ის სეზონში 30 გოლი გაიტანა,აქედან 13 გუარდიოლას პასით.
პეპეს ავტორიტეტი განუზომლად გაიზარდა.ახალგაზრდა ვარსკვალვს,არა მარტო კატალონიის,არამედ მთელი ესპანეთის მაშტაბიტ უდიდეს პატივს სცემდნენ.ამავდროულად ინტერვიუებში გუარდიოლა არ მალავს თავის ნაციონალისტურ შეხედულებებს და თამამად აცხადებს,რომ ადრე თუ გვიან კატალონია ესპანეთს უნდა გამოეყოს,რითაც მას აღტაცებაში მოყავდა კატალონიელთა აბსოლიტური უმრავლესობა.ბუნებრივია განუზომელია პეპეს ავტორიტეტი უშუალოდ გუნდში.ამ მხრივ საგულისხმოა ერთი ამბავი,რომელიც რომარიოსთან არის კავშირში.1994-95 წლების სეზონის დაწყებისას ბრაზილიელმა კლუბში ჩამოსვლა დააგვიანა.მან ოჯახური პრობლემები მოიმიზეზა..ამავდროულად ესპანურ პრესაში დაიბეჭდა ფოტოები,სსადაც ფორვარდიო რიოს ღამის კლუბებში საეჭვო რეპუტაციის მქონე მანდილოსნების შორის იყო დაფიქსირებული.ამან,კრუიფის გულისწყრომა გამოიწვია.მან ბრაზილიელს ბარსელონაში ჩასვლისთვის ზუსტად სამი დღის ვადა მისცა.ერთადერთი ფეხბურთელი,რომელიც მწვრთნელის მხარეს დადგა გუარდიოლა იყო."ჩვენ პროფესიონალი ფეხბურთელები ვართ და უფლება არ გვაქვს გუნდს აგდებულად მოვეპყროთ.თუ ვინმე ამას მაინც გაბედავს,ესეიგი მისი ადგილი ბარსელონაში არ არის"-განუცხადა პეპემ კატალონიურ რადიოს.კაპიტნის სიტყვები რომარიოსთვის განაჩენივით გამოდგა.ბრაზილიელი მწვრთნელის მიერ დათქმულ ვადაში ვერ "ჩაეტია".რამაც მასსა და კრუიფს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გააფუჭა.შედეგად კრუფმა რომარიო ტრანსფერზე დააყენა და კლუბი დაატოვებინა კიდეც.სხვათა შორის დღემდე,რომარიო ბარსელონიდან წასვლას ყველაზე უაზრო ნაბიჯად მიიჩნევს.
თითქმის ანალოგიურ ვითარებში ჩავარდა ბარსას ბულგარელი ლეგიონერი სტოიჩკოვი,რომელსაც მწვრთნელთან კონფლიქტი ნელ-ნელა მთელ გუნდთან უთანხმოებაში გადაეზარდა.ბოლოს ისე მოხდა,რომ ტანაგუნდელები ხრისტოს მოედანზე თითქოს ვერც კი ამჩნედნენ,გადაცემას არავინ უკეთებდა.კომიკური სიტუაცია შეიქმნა "ვალიადოლიდთან" მატჩის დროს,როცა შეცვლაზე შესულმა სტოიჩკოვმა,მიგელ ანხელ ნადალის გადაცემის შემდეგ ულამაზესი გოლი შეაგდო.ნამატჩევს ნადალი იფიცებოდა,პასის გაკეთება აზრადაც არ მომსვლია,უბრალოდ ბურთი ამეჭრაო.გუარდიოლა მხარში ედგა ბულგარელს,მაგრამ მისი მორჯულება მაინც ვერ შეძლო და პარმაში გადავიდა სტოიჩკოვი.
-----------------------------------------პეპეს ტრავმები და მწვრთნელთა როტაცია------------------------------------------
1993 წელს გუარდიოლამ ორი უმძიმესი ტრავმა მიიღო,რომლის რეციდივების კარიერის დასრულებამდე მოსვენებას არ აძლევდა.მათ გადამკიდე,პეპეს მთლიანობაში 3,5 წელი გაუცდა.
1995 წელს ბარსელონაში თაობათა ცვლის გრადნიოზული პროცესი მიმდინარეობდა.იოჰან კრუიფმა ახალი გუნდის მშენებლობა გუარდიოლას ირგვლივ დაიწყო,თუმცა საზარდულის მორიგი ტრამვის წყლობით უამრავი თამაშის გამოტოვება მოუწია.შედეგად ბარსამ პრიმერაში მეოთხე ადგილი დაიკავა.ამის გამო ნუნიესმა კრუიფი გუნდიდან გაუშვა.გუარდიოლასთვის ეს შოკისმომგვრელი ამბავი იყო.მფრინავი ჰოლანდიელი მის თვალში უზარმაზარი ავტორიტეტით სარგებლობდა.24 წლის ფეხბურთელმა პრეზიდენტთან შეხვედრა მოითხოვა.პრეზიდენტი სამი საათის განმავლობაში უხსნიდა პეპეს რომ კრუიფის გაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო,თუმცა მისმა არგუმენტებმა გუარდიოლა ვერ დაარწმუნა.მოგვიანებით თავის წიგნში,კაპიტანმა დაწერა,კრუიფი ნებისმიერი ფეხბურტელისთვის იდეალური მწვრთნელი იყოო.
1996 წელს ნუნიესი ბარსას რეანიმაციას ახერხებს.მან ახალი ფეხბურთელების გარდა,გუნდში გამოცდილი ბობი რობსონი მოიყვანა.იმავე წელს ხოსე მარია ბაკერომ გუნდი დატოვა და გუარდიოლამაც კაპიტნის სამკლავური მოირგო.
ის სეზონი პეპემ ბრწყინვალეთ ჩაატარა და ტრავმებს გადაურჩა.ბარსამ კი ესპანეთის ჩემპიონატი მაინც ვერ მოიგო.ბობი რობსონი გუნდიდან გაუშვეს და მის მაგივრად ლუის ვან გაალი მოიწვიეს.ბარსელონაში ჰოლანდიელმა ფეხბურთელებმა არითმეტიკული პროგრესით იწყო ზრდა,გუარდიოლამ კი სეზონის დასაწყისშივე უმძიმესი ტრავმა მიიღო და ჩემპიონატის ბოლომდე უქმად ყოფნა მოუხდა.
-------------------------------------------------გაუგებრობა ვან გაალტან-----------------------------------
პეპე სრული დატვირთვით ვარჯიშს 1998 წლის ივნისში შეუდგა და საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მოუხდა.დიადი კაპიტაი ბარსელონას რიგებს ტრიუმფალურად დაუბრუნდა,ლუის ვან გაალის გუნდში ლიდერის სტატუსი მალევე დაიბრუნა და კვლავინდებურად შეუცვლელი წევრი გახდა.კატალონიელებმა პრიმერა მოიგეს,გუარდიოლა კი ჩემპიონატის ასისტენტი გახდა.
მომდევნო სეზონის მთავარ მოვლენად ვან გაალსა და გუარდიოლას შორის მომხდარი უთანხმოება იქცა.უფრო სწორად ჰოლანდიელი სპეციალისტის კაპრიზი,რომელმაც სრულიად კატალონია აღაშფოთა.ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ლუმ შემდეგი განაცხადა:გუნდში ერთდროულად ორი კაპიტანი არ უნდა იყოს.ისეთი შთაბეჭდილება მექმნება რომ ფეხბურთელები მოედანზე კაპიტანს უფრო უჯერებენ,ვიდრე მწვრტნელს".გუარდიოლამ ჰოლანდიელის გამოხდომას მშვიდად უპასუხა:"ის მწვრთნელია და უკეთ იცის".
რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა სასწაული..ვან გაალმა გუარდიოლას საჯაროდ მოუბოდიშა და ხელიც ჩამოართვა.ბარსელონაში გუარდიოლას ავტორიტეტმა კოსმიურ მასშტაბს მიაღწია.ისე ერთადერთი იყო გუნდში,ვისაც სახელგანთქმული თანაგუნდელებისთვის შენიშვნის მიცემა შეეძლო."შენ ჩვენი გული ხარ,შენ გულზე მეტი ხარ"-უმრეროდნენ კამპ ნოუს ტრიბუნებიდან..
------------------------------------------კარიერის ბოლომდე ერთი კონტრაქტი----------------------------------------------
ყოველივე ზემოთქმულის მერე საოცარია ის ფაქტი,რომ გუარდიოლას ტავისი მდგომარეობის გამოყენება და კლუბის მესვეურთათვის უფრო სარფიანი კონტრაკტის მოტხოვნა აზრადაც არ მოსვლია,პეპეს ასეთი ფეხბურთელების არ ესმოდა..კაპიტანმა ვერ გაუგო კლუივერტსაც,რომელმაც 2000-01 სეზონში დაიმუქრა,ხელფასს თუ არ მომიმატებთ რეალში გადავალო.მთელი კატალონია,რომელიც ჯერ კიდევ ფიგუს ღალატით იყო გაგიჟებული,კაპიტანის რეაქციას ელოდა და მანაც არ დაახანა.დილის ვარჯიშზე,კაპიტანმა კლუივერტს სრული იგნორი გაუკეთა,რაც საკმარისი გახდა იმისთვის რომ ბარსელონურ გაზეთებს კლუვერტი "დაეფლითათ"..ჰოლანდიელმაც წნეხს ვერ გაუძლო და პრესკონფერენციაზე განაცხადა,სხვა რამეს ვგულისხმობდი სწორად ვერ გამიგეთო.
2000 წლის ზაფხული გუარდიოლასთვის და მთლიანად გუნდისთვის უმძიმესი გამოდგა.პეპე ფიგუსთან მეგობრობდა და რეალში მისმა გადასვლამ უზომოდ დამთრგუნველად იმოქმედა.სწორედ იმ პერიოდს დაემტხვა ნუნიესის წასვლაც,თუმცა გუარდიოლა ტავის ინტერვიუებში არცერთ საკითხზე არ საუბრობს.ის ხალს მხოლოდ ხვალინდელი დღის რწმენისკენ და ბარსას ქომაგობიისკენ მოუწოდებს.
როგორც მოგვიანებით აღიარა,2000 წელს ტავად სურდა გუნდიდან წასვლა მაგრამ შექმნილმა ვითარებამ განზრახვაზე ხელი ააღებინა.იმ პერიოდისთვის ტრავმებისგან გაწამებული პეპე უკვე ძალიან დაღლილი იყო.სარეკლამო რგოლებში ხშირად დამჯდარს იღებდნენ,რადგან ფეხზე დგომა უჭირდა.გარდა ამისა პეპეს კარგად ესმოდა ისიც,რომ სანამ ის გუნდში იყო,ახალგაზრდა და პერსპექტიულ ხავის გუნდში გამოჩენის არანაირი შანსი არ ქჰონდა..
--------------------------------------------ცრემლების საღამო-----------------------------------------
ამასობაში გუარდიოლას პირადმა აგენტმა დაიწყო "ჩალიჩი" რათა პეპეს ბარსასტან კონტრაქტი გაეგრძელებინა უკეტესი პირობებით.1996 წელს გაფორმებულ შეტანხმებას,რომელიც ამ დროის განმავლობაში არცერთხელ გადახედილა,ყავლი 2001 წელს გადიოდა.ამიტომაც აგენტმა გასპარს ახალი პირობები შესთავაზა.
გასპარი ახალი ფეხბურთელების შესაძენად ფულს არ იშურებდა.ამბობდნენ იმ დროის,ოუენის გადასაბირებლად 70 მილიონიც კი ჰქონია გამზადებულიო,თუმცა გუარდიოლას შესანარჩუნებლად პრაქტიკულად არაფერი მოიმოქმედა.მეტიც,მან აგენტს განუცხადა რომ პეპეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიტოვებთ,თუ ძველ პირობებს დათანხმდებაო.
ყველაფერი ერთ დღეში დაინგრა.გუარდიოლამ გაიგო თუ არა პრეზიდენტის შემონათვალი,მაშინვე პრესკონფერენცია მოიწვია და ბარსადან წასვლის შესახებ ამცნო.მან ბევრი ისაუბრა ნუნიესის ღვაწლზე,ბარსელონას მომავალზე,მაგრამ გასპარზე ერთი სიტყვაც არ წამოცდენია.მოგვიანებით იმ დღეს კატალონიაში "ცრემლების საღამო" უწოდეს.განრისხებული ბრბო ასულგრანას ოფისს მიაწყდა.მათი მოთხოვნა გასპარის გადადგომა და გუარდიოლასთან დაუყოვნებლივ კონტრაქტის გაფორმება იყო.
დამფრთხალმა გასპარმა პეპე უმალ თავისთან მიიწვია და სამი საათის განმავლობაში გუნდში დარჩენას ემუდარებოდა,მაგრამ ნამდვილი ლიდერი ერთხელ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ცვლის.მოკლედ "ბარსას გული" ბრეშაში გადავიდა,სადაც ლეგენდალურ რობერტო ბაჯოსთან ერთად ერთი სეზონი ჩაატარა,თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა...