დღევანდელ "ლელოში" გამოქვეყნდა ვასილი უტკინის სტატია...უმრავლესობას გეცოდინებათ..ნტვ ფუტბოლის წამყვანია..მიუხედავად იმისა რომ რუსია,

ქართველების მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვს და შოთას გაცილებაც დააფასა..გარდა ამისა არ ის ბარსელონას გულშემატკივარი,და როგორც ერთ ერთ წინა ნომერში ლევან ბერძენიშვილმა თქვა,10 საათის განმავლობაში ლაპარაკობდნენ ბარსაზე და ფეხბურთზე..მოკლედ მაგარი კომენტატორია ..
ამის წაყვანილ ბარსა-რეალს არაფერი ჯობია,მაგრამ რაც ქარტულ არხებზე დაიწყეს ჩვენება,თიშავენ ხოლმე და წელს ვახო გეგელიას კომ ენტარით მოგვიწევს ყურება
-----------------------------------------დეტექტივი გუარდიოლას შესახებ-----------------------------
ბ ოლოს და ბოლოს ვნახე ბარსას თამაში.სამშაბათს სპორტინგთან მატჩი წავიყვანე,ლიგის სასტარტო ტურში,შაბათს კალენდარული შეხვედრა რასინგთან.პირველი კითხვა რაც ამ თამაშების შემდეგ დამებადა და რასაც ბარსასთან შეხება სულაც არ აქვს,არის შემდეგი:შეიძლება თუ არა,კომენტატორი იყოს გულშემატკივარი?უფრო ზუსტად ,შეიძლება კი ჟურნალისტი იყოს ასეთი?
ხაზს ვუსვამ,სიმპათიების გამოხატვა არავის ეკრძალება,შეიძლება შენი შეხედულება აშკარადაც დააფიქსირო,თუმცა სპორტი და ზოგადად თამაში ემოციებთანაა დაკავშირებული...საერთოდაც ჩვენ ტავისუფალი ადამიანები ვართ(ისემც შენ რა გითხარი,გეგონება ამერიკელი ხარ რა..reckoner-one) და თუ ამას გ ავითვალისწინებთ,უნდა შეგვეძლოს.მაგრამ მეორე მხრივ ეს არ შეიძლება.
ბოლო ორი თვის განმავლობაში უამრავი ფანი შემოდიოდა კონფერენციებზე და პრაქტიკულად ერთსა და იმავე კითხვას სვამდა:რას იზამს ხოსეპ გუარდიოლა?უცბად აჩვენებს შედეგს თუ დრო დასჭირდება?გენიოსია თუ "ცარიელი ადგილი"?როგორც წესი,გულშემატკივრებს ასეთ კითხვებზე ობიექტური პასუხი მომენტალურად უნდათ,და თუ ამ წუთას არა,ჰა-ჰ-ჰა 15 წუთის შემდეგ აუცილებლად უნდა უთხრა შენი აზრი.მათ გამარჯვებაც უნდათ და ტიტულებიც.
ბარსელონა ფლობდა უპირატესობას,მაგრამ მთელი თამაში აკლდა ბოლო პასი თავდამსხმელის ან უბრალოდ საჯარიმოში შეჭრილი ფეხბურთელის მისამართით გაკეთებული.სათამაშო პრობლემები კი ზუსტად მაშინ იღებს სათავეს,როცა ბოლო პასი არ ვარგა.ამ დროს,ნახევარდაცვა არსებობს თავისთვის,თავდასხმისგან დამოუკიდებლად.ბარსელონასა და სპორტინგის შეხვედრაში(რომელმაც იმედი გამიცრუა) კატალონიელებს ჰქონდათ აშკარა უპირატესობა ყველა კომპონენტში გარდა თამაშგარისა.სპორტინგს,რომელიც თითქმის ვერ უტევდა ოფსაიდი ბევრად მეტი ჰქონდა.მაშ რაშია საქმე?პასუხი ძალიან მარტივია,ბარსელონას მეტოქის საჯარიმოს ძალიან ხშირად და დიდი ხნით უტევდა ხოლმე,მაგრამ აკლდა სწორედ ბოლო პასი,"თავდამსხმელის ან უბრალოდ საჯარიმოში შეჭრილი ფეხბურთელის მისამართით გაკეთებული" და როცა ეს უსაშველოდ გაკლია,საიდან მოხვდები თამაშგარეში?(ბატონ ვასილის ის არ უნდა დავიწყნოდა,რომ სპორტინგის მცველებმა ბარსას მცველებისგან განსხვავებით ხელოვნური თამაშგარის შექმნა არ იციან reckoner_one).
ბარსელონა მხოლოდ გზის დასაწყისშია.გუნდის თამაში ჯერ დაუბალანსებელია.მარჯვენა ფლანგზე დანი ალვეშისა და ლეო მესის ურთუერტგაგება მხოლოდ სიტუაციურია და არა კანონზომიერი.როცა ისინი ერთმანეთთან ახლოს ხვდებიან,თავისუფლად შეუძლიათ იმპროვიზაცია,რადგან დიდი მოთამაშეები არიან,ხოლო სქემატურ დონეზე მათი მოქმედების შეჯერება ჯერ კიდევ ვერ მოესწრო.( საიდან მოესწრებოდა ლეო პეკინში დარბოდა და reckoner_one).თანაც მარჯვენა ფლანგი ხშირად გადატვირთულია,მარცხენა კი ხანდახან სულ შიშვლდება ხოლმე.ეს არ ნიშნავს გაუაზრებელ შეცდომას,ხშირად ხდება,როცა სათამაშო სქემაში ასეთი ასიმეტრია არის დაშვებული.მარჯვნინვ განსაზღვრული ძალები მოქმედებენ,მეორე მხარეს კი ფეხბურთელები ერთმანეთს ენაცვლებიან.ხან ერთი მუშაობს.ხან მეორე.ერთი რამ აშკარაა,რომ ეს სქემა ბოლომდე დამუშავებული ჯერ არ არის.
ყველაფრის მიუხედავად,არ ვიცი ვინ როგორ,მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.წინ შესანიშნავი თვეები გველის,რადგან,გუარდიოლას პროგრესისთვის თვალის დევნება სასიამოვნოც იქნება და შემეცნებითიც,ეს ყველაფერი კი იქნება,რადგან ის ეძებს.მწვრთნელს ასიმეტრიული სქემის არ ეშინია,რადგან ბარსელონას შემადგენლობიდან გამომდინარე ეს გუნდის ბუნებრივ სათამაშო სისტემად უნდა იქცეს.მაგალითად როდესაც გუნდი უბურთოდაა,დაცვაში ოთხი მოტამაშე მოქმედებს,ხოლო კატალონიელების შეტევისას-სამით.გუარდიოლას არც ახალგაზრდების დაყენების ეშინია და ამას ფაქტის დასაფიქსირებლად არ აკეთებს,რომ მესო და ანრი სკამზე სხედან ,ხოლო საყრდენად სერხიო ბუსკეტსი თამაშობს.ვფიქრობ,რომ ახალგაზრდის ბრძოლაში გამოსაწრთობად იდეალური დრო იყო შერჩეული.:ცხენის დოზის სამუშაოს შესრულება საყრდენს არ მოუწია,რადგან სტუმრები საკუთარ მოედანზე იყვნენ გამოკეტილნი,ხოლო შეტევის წამოწყება და პასის გაკეთება ამ ბიჭმა უკვე იცის,უბრალოდ სასურველია სწორი მიმართუელბა შეარჩიოს ხოლმე.გუარდიოლა სწორედ ასეთი სტილის ფეხბურთელი იყო და დებიუტი მასაც ყმაწვილურ ასაკში ჰქონდა.ეს მშვენივრად ჯდება ბარსელონურ სტილში,არის ფეხბურთელი,არის შანსი.ბუსკეტსის გვარს დღემდე ვერ ნახავთ კლუბის ოფიციალურ საიტზე,ლაპარაკი ზედმეტია ესპანური ლიგისა და გაზეთების ვერბგვერდებზე.სხვათა შორის,ეს ბიჭი მართლა მომეწონა.
რასინგთან მესიც სრულიად ლოგიკურად იჯდა სათადარიგოთა სკამზე,რადგან ლეო ნაკრებიდან და ცხრა მთის იქიდან ახალი დაბრუნებული იყო,სამაგიეროდ,ლიგისთვის დაისვენა.ნებისმიერი მწვრთნელი მის ადგილას ასე უნდა მოქცეულიყო,მაგრამ ამის გაკეთებას ყველა ვერ გაბედავდა.
გუარდიოლა ყოველ ნაბიჯს მხოლოდ საკუთარი სპორტული ინტერესებიდან დგამს და ჩვენ არ ვართ უფლებამოსილნი ბრალი წავუყენოთ,რომ კოსტუმი მზად არ არის,ჯერ კერვის პროცესი მიდის.პრობლემა ისაა რომ მახათი ზოგან ისეა გაყრილი,რომ ერთ ადგილას საჭიროა მაღლა,მეორეგან დაბლა.თუკი ამ პროცესისას შეფასების გაკეთება გვინდა,მაშინ უნდა შევაფასოთ ნიჭიერი მასალა,ხოლო ამისთვის მიკროსპეციალიზაციაა საჭირო.
მწვრთნელი პუიოლსაც ნაკლებად ეფერება,აბა ბოლოს როდის ნახეთ კაპიტანი დაცვის მარცხენა ფლანგზე?მარჯვენა ფლანგზე უთამაშია,უფრო ცენტრში გვახსოვს,მაგრამ მარცხნივ?ახლა კი ითამაშა,დაცვაში ღრიჭოები ამოავსო.ის თუ გახსოვთ პუიოლი ბოლოს როდის შეცვალეს?თანაც იმ დროს როცა თამაშის ძალა კიდევ ჰქონდა.დავალებას კიდევ უფრო გავართულებ?გახსოვთ კარლესი ზედიზედ ორ შეხვედრაში როდის გამოცვალეს?გუარდიოლა ამას აკეთებს იმიტომ,რომ ერთი მხრივ კაპიტანი დამსახურებული ვეტერანი,დიდი ფეხბურთელი და კლუბის სიმბოლოა,მეორე მხრივ კი ხელუხლებელ მცველად ითვლებოდა გუნდში და ახლა როცა ბარსას შეტევა გაძლიერებას ითხოვს,სხვა რა გზაა?გთხოვთ სატადარიგოთა სკამისკენ...აპლოდისმენტების თანხლებით..
გუნდის შენების ისტორიას,როგორც დეტექტივს ისე მიუდექით.კინოთეატრებში მარტო იმის გასაგებად ხომ არ დადიხართ,თუ ვინ არის მკვლელი,თავად კინოს ყურების პროცესია სასიამოვნო.ასეა ბარსას შემთხვევაშიც.კლუბის გულშემატკივარისთვის ეს პროცესი დაძაბული იქნება,ხოლო ჩვენთვის უბრალო დამსწრეებისთვის,მთელი სიამოვნება.