ბარსამანიაზე დაიდო სტატია რონალდინიოზე. პრინციპში ახალი არაფერია, მარა მაინც საინტერესოა.
განსაცვიფრებელმა ტელევიზიის გამოძიებამ ნათელი მოჰფინა დაფარულ სიმართლეს, რაც შეეხება რონალდინიოს უკანსვლას, რომელიც წინ უძღვოდა რონალდინიოს გადასვლას “მილანში”.
მაიკლ რობინსონმა, ფეხბურთის ერთ–ერთმა სწავლულმა, კანალ პლიუს–ისთვის მოხსენება გააკეთა. მან ინტერვიუ ჩამოართვა “ბარსელონას” წევრებს და ახლა იგი გვთავაზობს რამდენიმე საინტერესო კომენტარს.
ხუან ლაპორტა”2007 წლის გაზაფხულში, რეალ სარაგოსასთან თამაშის შემდეგ, ჩვენ შევამჩნიეთ ცვლილებები მის ურთიერთობაში სხვა ფეხბურთელებთან”–თქვა კლუბის პრეზიდენტმა. ახსანიშნავია ისიც, რომ ამ მატჩის შემდეგ რონალდინიო და დეკო არ წავიდნენ კლუბის ავტობუსით და არჩიეს საკუთარი მანქანით წასვლა და გზაზე რამდენჯერმე შეჩერდნენ.
”ბოლოს ჩვენ გადავწყვიტეთ გველაპარაკა და მან გვითხრა, რომ მას უნდოდა დარჩენა და ისევ საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვება.”
”ჩვენ დავუჯერეთ მას იმის გამო, რაც მან გააკეთა კლუბისთვის და მიუხედავად იმისა, რომ მას ყავდა უამრავი გულშემატკივარი, ის თავს მაინც მარტო გრძნობდა”–განაცხადა ლაპორტამ.
ჩიკი ბეგირისტიანი”ყველაფერი ცუდად წავიდა, იმის შემდეგ რაც ის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნდა. ჩვენ შევნიშნეთ ცვლილებები დეტალებში: ის ვერ ამარცხებდა ფეხბურთელებს ერთი ერთზე, ადვილად იღებდა ტრამვებს, ყველაფერი რაც მის გარშემო ხდებადა, მაშინვე ისახებოდა მასზე და ის იბრძოდა, რომ დაბრუნებულიყო ეროვნულ ნაკრებში.”
სანდრო როსელი”რონალდინიო პასუხისმგებელი ყველა თავისი მოქმედების. შეიძლება მარტო ის არ არის პასუხისმგებელი, მაგრამ ის არის დამნაშავე, იმიტომ რომ ის ერთადერთია ვინც დარბის, ურტყავს, დახტის…. და სხვა არავინ.”
ხუან ხოსე კასტილო”მის ცხოვრებაში ის დროც მოვიდა, როცა იგი მიხვდა, რომ გუნდს აგარ ეკუთვნოდა. როცა შენს ცხოვრებას მართავს 50 კაცი მთელი მსოფლიოდან, ეს არ არის გასაკვირი, რაც შენ მოგდის”–განაცხადა კასტილომ, რომელიც რონალდინიოს ახლო მეგობარი იყო და იგი ეხმარებოდა მას ჩამოსვლის პირველ დღეებში.
”ის კიდევ უფრო გარიყული აღმოჩნა მას შემდეგ, რაც მან მეგობრებში ყოფნას და კრიტიკისა და შექების მოსმენას ამჯობინა იმ ხალხში ყოფნა, რომლებიც მას მხოლოდ კარგ რაგაცებს ეტყოდნენ.”
”ის ხშირად გადიოდასახლიდან ღამით, თავიდან ეს სტრესის ბრალი იყო, მაგრამ შემდეგ ეს უკვე ჩვევაში გადაიზარდა.”
ედმილსონი”ალბათ კლუბის წევრებს, დაწყებული ექიმებიდან დამთავრებული ხელმძღვანელობით, შეეძლოთ მეტი გაეკეთებინათ, რათა მას დახმარებოდნენ”–განაცხადა ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა.
”ბარსელონაში ბევრი ცუდი ზემოქმედება, რამაც შეიძლება დააზიანოს ფეხბურთელი და ალბათ რონალდინიოს არ სურდა შორს ყოფილიყო ამისგან”.
ეს კიდე ხომ ბარსას შალვა ნათელაშვილი იყო ყოველთვის
ეუსებიო”ჩვენ ბევრი ველაპარაკეთ რონალდინიოს. ჩვენ ვცდილობდით მის დახმარებას იმის თქმით,რომ ყველა მასთან ვიყავით, მაგრამ ჩვენ არ ვიყავით დარწმუნებული ის რას ფიქრობდა, იმიტომ რომ ის არასდროს გამოხატავდა თავის გრძნობებს.”–განაცხადა რაიკაარდის ასისტანტმა.
©
http://barcamania.ge/