ე.ი. პირველად ვუყურე თამაშს ინეტში გაჭედვების გარეშე

ბურთი ზოგჯერ არ ჩანდა : D მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ თამაშს ვუყურე და ძალიან ნასიამოვნები დავრჩი
ეს იყო თამაში საიდანაც შეგვეძლო ჩვენი გუნდზე რაღაც დასკვნების გაკეთება, თამაში ეგეთი არ გამოდგა : D მაგრამ მაინც გავაკეთებ რაღაც დასკვნებს
მეკარე:
პინტო - ჩვეულებრივი თამაში ნებისმიერი მეკარისთვის, არაფერი განსაკუთრებული
დაცვა:
ალვეში - ჩვენი კაცი, მარჯვენა ფლანგი ყოველთვის აქტიურია, თვითონ ყოველთვის ჩანს მოედანზე, აგრესიულია და ენერგიით სავსე, უშვებს შEცდომებს (გოლიც მოჰყვა, ჩივასის თავდამსხმელი ერთი-ერთზე დატოვა) მაგრამ ეგეთი ფეხბურთელი უნდა უშვებდეს, ნესტა არ ჭირდება ბარსას : D
პუიოლი - მეორე ტაიმი ითამაშა კაპიტანმა, ვერაფერს იტყვი ბარსასთვის აუცილებელი ფეხბურთელია და მნიშვნელობა არ აქვს როგორ ფორმაშია
კასერესი - გამოირჩევა, საკმაოდ წააგავს გარეგნობითაც და თამაშის სტილითაც სერხიო რამოსს

, პოზიციურად ძლიერია, თავით თამაშში ასევე, უშვებს შეცდომებს (გოლიც მოჰყვა) მაგრამ მთავარია იქ იყო სადაც საჭირო
მარკესი - ,,ვოჟდ"

როგორც ეძახიან - ნორმალურ ფორმაშია, იმედია უფრო დამაჯერებელი გახდება
პიკე - ცოტა ითამაშა, ძალიან ახალგაზრდა და უკვე დიდი გამოცდილება, შეუძლია აბიდალის ადგილზეც ითამაშოს აშკარად კარგი ტრანსფერი.
აბიდალი - გვარდიოლა ბევრს მავარჯიშებს და კმაყოფილია : D იმედია საჯარიმოში ჩაკიდებას ისწავლის, ერთი-ერთზე თამაშში ბადალი არ ჰყავს, ალვეში წინ რომ ირბენს გარდაიქმნება მესამე ცენტრ. მცველად ასე რომ საჭიროა ძირითადში.
კეიტა - ტურეს ადგილზე გამოსცადეს, უფრო წინ სათამაშოდ არის ნაყიფი, მაგრამ თამაშსმა დაადასტურა რომ რიგ შემთხვევებში საყრდენზე ტურეს უნდა ვამჯობინოთ, უფრო სწრაფია, მოქნილი და საერთოდ მშვენიერ ფორმაშია
გლები - ძალიან სასარგებლო მოთამაშე და ასეთივეა ბარსაშიც, დიდად განაპირობებს ნახევარდაცვის თამაშს ამ სეზონში, თავისი თამაშით ძირითადის კაცია და გვარდიოლას ფიქრი მოუწევს ვინ ათამაშოს კეიტა თუ გლები
გუდიონსენი - ნორმალური ფეხბურთელია, მხოლოდ არა 3 კაციან ნახევარდაცვაში, უბრალოდ ძალიან სუსტად გამოიყრება 10-იდან 8 თამაშში.
ხავი - HEAVYWEIGHTER

, თავის პიკზეა, მოქმედებს თამაშის ტემპზე, ცვლის შეტევების მიმართულებას, მთელი კატალონიისგან

დავალებული აქვს ხშირად ურტყას კარში და გაიტანოს იმდენი ბურთი რამდენიც უნდა გაჰქონდეს ეგეთი დონის ნახევარმცველებს. ერთ-ერთი ლიდერი მომავალ სეზონში.
სერხიო ბუსკეტსი - მგონი და არ მეშლება კარლოს ბუსკეტსის შვილი თუ შვილიშვლია : D 2 წლის წინ იანგებშI

რომ გამოჩნდა ვიფიქრე აი პროტექცია ბარსაშიც არისო მაგრამ ჩანს რომ აშკარად კარგი ნახევარმცველია, ეხერხება ჩაშლაც და შეტევაც.
პედრო - ყოფილი პედრიტო : D ძალიან სწრაფი პროგრესი ჰქონდა, იმედია ამ დონეს მაინც შეინარჩუნებს და მორიგი ნანო/პაბლო არ გახდება. ამ მომენტისთვის კი უბრალოდ აკლებული ჰყავს ის ფლანგი სადაც აყენებენ.
ხეფრენი - პეპი მასზე უარს აცხადებდა (და კიდე ბევრზე, რაც პეპის ნაკლია) ამ ვენესუელური ფესვების მქონე ფეხბურთელს დიდი მომავალი აქვს

, ძალიან აგრესიულია, თავდაჯერებული, რაღაცინ ჯოვანის ჰგავს რაღაცით კვარეშმას მაგრამ უფრო უჭრის გონება ვიდრე იმათ

ინიესტა - ლა მანჩელი rules, ბევრის მწრთნელის და ფეხბურთელის მიერ მსოფლიოს უძლიერეს ნახევარმცველად აღიარებული კვლავ თავის დონეზე თამაშობს, მუდამ გამწვავებაზე თამაშობს, რატომღაც ვერც ესპანეთი ვერც ბარსა ვერ იყენებს მის შესაძლებლობს და პოზოციურად ზღუდავენ, არადა აშკარად არგებს გუნდს მეტი თავისუფლების მიცემა. თავის თავზე მეტი უნდა აიღოს და არ იფიქროს რომ ვიღაცას უნდა შეუწყოს ხელი, პირიქით მას უნდა შეუწყონ, ეს თუ მოახერხა ბარსას პრობლემები ნახევარდაცვაში არ ექნება.
კრკიჩი - პროგრესირებს, ყალიბდება

და ა.შ. არ უნდა აგრძნობინო რომ სათადარიგოა, ქაჩავს ძირითადს.
ეტოო - ზედმეტი კაცი - პეპი გადაწყვეტილებას არ ცვლის, იმედია გუნდზე არ იმოქმედებს. ერთი სიტყვა ,,კილერი". რაც არ უნდა გასაკვირი იყოს პეპის გუნდისთვის ზედგამოჭრილი (წინასასეზონო თამაშების მიხედვით), მასთან ერთად სულ სხვა გუნდია, მის გარეშე სხვა, კომბინაციურ თამაშში ძლიერი, თამაშის რიტმიდან ამოვარდნილი მაგრამ თანაგუნდელებისთვის ხელ-ფეხის გამხსენლი : D, ფიზიკურად ძველი ეტოო ვერაა მაგრამ კვლავ პირველი მცველია და მუდმივ პრესინგს ანხორციელებს. იმედია შემცვლელს იყიდიან რაც შეიძლება მალე. თუ დატოვებენ გვარდიოლას შეიწირავს (ხალხი ეტოოს მხარეზეა და არა პეპის).
ანრი - სულ ოდნავ უკეთესია ვიდრე გასულ წელს, თუმცა ძალიან ინერტული, ეპიზოდური გაბრწყინებებით და მოედანზე ყოფნისას ღრუბლებში ფრენით : D. პეპმა ისევ მარცხნივ გადასწია და კარგადაც აწვალა ლოლ : D, გაურკვეველია რომელ პოზიციაზე გამოადგება გუნდს.
მესი - მესია მეტი რა უნდა თქვა დაიწყება სეზონი გამოჩნდება შესწევს უნარი უკვე გუნდს მოაგებინოს თუ ჯერ არა.
ვალდესი - ძირითადი მეკარე, იმედია ნაკლები შეცდომა იქნება
ტურე - ძირითადიდან ამოგდება არარეალური მგონია, მაგრამ აშკარად ესაჭიროება ვინმე ვინც შეავსებას, კეიტასთან დუეტში უფრო სასარგებლოა, გვარდიოლამ იმტვრიოს თAვი.
გვარდიოლა - ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, ტაქტიკა შეცვალა, სტრატეგია არა. როგორც ამბობენ და დავეთანხმები რაიკარდის სისტემას მოდერნიზება გაუკეთა. ცდილობს თამაში ააწყოს მესიზე ამიტომ ეტოო არ სჭირდება. დატვირთვების გაზრდა, ესაა ის ფაქტორი რითაც შეეცდება წარმატებას მიაღწიოს.
პ.ს. დ. სილვაზე არ უნდა იძუნწონ, ჩიკის 18+4 დაცინვაა უბრალოდ. ეტოოს შემცვლელად ზუსტად სილვა მიმაჩნია, არა პოზიციურად არამედ დაბალანსების და პრიორიტეტების სხვა მოთამაშეებზე გადატანის თვალსაზრისით, სილვა თუ იქნა ფორვარდს ისღა დარჩება კარის ხაზზიდან შეაგდოს ბურთი მესი, სილვა, გლები, ხავი, ინიესტა, ალვეში კი მანამდე მიიტანენ.
This post has been edited by C Agent on 4 Aug 2008, 19:42