Culer10კი გეტყვი..ეს არის 2007 წლის დეკემბერი..ნომერი 22..თუ ძალიან გაინტერესებს,გავჩითავ აკრეფილს და გამოგიშვებ არაა.პრობლემა..თუ მაინცდამაინც იმენა ჟურნალი გინდა სხვა საქმეა
* * *
Culer10-----------------------------------ქალაქი,რომელიც,ქართველებს უყვართ--------------------------------
გაუდის ბარსელონა
ანტონიო გაუდის მართლა ყველაფერი გაუვიდა,რაც,სხვებისთვის უბრალოდ ,აკრძალული იყო და შეიძლება ამიტომაც გამოუვიდა ყველაფერი,რისი გაკეთებაც სურდა.
ის იყო ჯიუტი კატალუნიელი და პრინციპულად არ საუბრობდა ესპანურად მაშინაც კი,როცა დანარჩენ კატალუნიელებს კატალონიურად ლაპარაკი,უბრალოდ ეკრძალებოდათ.
კატალუნიელენი თავის ენას კატალანს უწოდებენ და თვლიან ,რომ ეს სხვა ენაა და არა ესპანურის დეალექტი,როგორც ეს დანარჩენი ესპანელებისთვის ცხადზე ცხადია.დანარჩენი ესპანელებისთვის ცხადია ისიც,რომ კატალონიური სეპარატიზმის საფუძველი ეკონომიკაა და არა ლინგვისტური ან ეთნიკური ფაქტორი და ზემოთქმული ბარსელონაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.კატალუნიელები გამუდმებით ითვლიან ფულს,გამუდმებით ანგარიშობენ და ბრაზობენ,რომ სამხრეთ ესპანელები მათ ხარჯზე ცხოვრობენ. კატალუნია,ესპანეთის სხვა მიწებს შორის,მართლაც ყველაზე განვითარებულია,მაგრამ დანარჩენ ესპანელებს ზემოთქმული ნაკლებად აღელვებთ და (თავის გასამართლებლად) კატალუნიელებს ებრაელებს ეძახიან.
სხვათა შორის,კატალუნია და მთლიანად ესპანეთი,მგონი ერთადერთი ქვეყანაა,სადაც ებრაელებმა ებრაელობაზე უარი თქვეს და მიზეზიც სრულიად გასაგებია--ესპანური ინკვიზიცია(სინამდვილეში)ებრაელების დევნით დაიწყო და მხოლოდ ამის შემდეგ გაახსენეს ესპანელებმა ერეტიკოსი თანამოძმეები.მეცხრამეტე საუკუნეში,როცა ანტონიო გაუდი დაიბადა,რასაკვირველია,ინკვიზიცია უკვე წარსული იყო,მაგრამ კატალუნიელმა გენიოსმა ესპანელებს სამარცხვინო წარსული მაინც არ აპატია და მთელი ცხოვრება სწორედ იმის ახსნას ცდილობდა,თუ როგორ ესმოდა თვითონ ანტონიო გაუდის ქრისტიანული მისტერიები.სახარებისეულ ეპიზოდებსაც ის ყვებოდა,როგორც წმინდა ოჯახზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი და ვისაც მისი კოსმიური ტაძარი უნახავს ბარსელონაში,ადვილად დაიჟერებს,რომ ამ საოცრების შესაქმნელად,მხოლოდ ნიჭი არ არის საკმარისი.ამიტომაც,როცა კატალუნიელი გენიოსის,ანტონიო გაუდის შესახებ საუბრობენ,წარმოუდგენელი ნიჭის გარდა,ყოველთვის ახსენებენ საიდუმლო ცოდნას,რომელიც მას ჰქონდა.შეიძლება,გაუდის საიდუმლო,როგორც ხდება ხოლმე,ძალიან მარტივი და,იმავდროულად გენიალური იყო--ის იყო ისეთი ტავისუფალი ადამიანი,როგორც ამას სინამდვილეში ქადაგებდა იესო ქრისტე და ამიტომაც აგდებს შოკში მნახველების უმრავლესობას "საგრადა ფამილია".დოგმატური აზროვნებით დამძიმებული ჩვენი დამახინჯებული გულისა და გონებისთვის,უბრალოდ,ძნელი დასაჯერებელია,რომ სინამდვილეში ქრისტიანობა არის კიდეც უსაზღვრო თავისუფლება,რომელიც ხშირად გვაშინებდა და ახლაც გვაშინებს.ანტონიო გაუდი კი სრულიად უშიშარი ადამიანი იყო(ან სულაც არ იყო ადამიანი,ამ სიტყვის ჩვენებური გაგებით) და ყველაზე შთამბეჭდავიც გაუდის ბარსელონაში სწორედ ამის აღმოჩენაა.ანტონიო გაუდი არის ყველგან,სადაც ბარსელონაა,მაგრამ მაინც ვერ იჯერებ,რომ ის არსებობს და მისი სიკვდილიც(ყველაზე პროზაული დასასრული ყველაზე პოეტური სიცოცხლისა) სულაც არ არის შემთხვევითი.
ანტონიო გაუდის სიკვდილი(ჩვენი აზრით) სწორედ იმის მინიშნებაა,რომ ის ნამდვილად (თუნდაც დროებით) მიწიერი არსება იყო და ნამდვილად ცხოვრობდა კატალუნიის დედაქალაქში,სადაც იგი ნებისმიერ ქუჩაზე შეიძლება შეგხვდეს.ბარსელონა მართ ლა მისი ქალაქია და ის შეიძლება შეგხვდეს იმ ქუჩაზეც კი,სადაც არაფერი აუშენებია,თუმცა ასეთი ქუჩა ბარსელონაშI იშვიათობაა.მისი ფასადების ცნობაც ძალიან ადვილია,თუ ერთ-ერთი შენობა მაინც ნანახი გაქვს და გაუდი იმდენია,რომ ბოლოს შეიძლება დაიღალო კიდეც.ალბათ დაიღლები,მაგრამ გაუდის საიდუმლოც სწორედ ის არის,რამდენჯერაც ერთსა და იმავე შენობას ნახავ,იმდენჯერ გგონია ,რომ პირველად ხედავ და ისევე გაოგნებული უყურებ,როგორც პირველად.
დარწმუნებული ვარ,რომ 1926 წლის 12 აპრილს,თვითონ ანტონიო გაუდიც,მის მიერვე აშენებულ ტაძარს გაოგნებული უყურებდა,როცა მას ტრამვაი დაეჯახა და ყველაზე თავისუფალი კატალუნიელი რამდენიმე საათში გარაიცვალა კიდეც....
-------------------------------------------------სვანური ბარსელონა-------------------------------------------------------
საქართველოში ამბობენ,ბარსელონაში იმდენი სვანი ცხოვრობს,რომ ბარსელონას ქუჩებში ძირითადად სვანური ისმის,რაც სიმართლეს,რა თქმა უნდა,არ შეესაბამება,მაგრამ რომელიმე სვანი რომ შემოგხვდეს ბარსელონას რომელიმე ქუჩაზე,სავსებით რეალურია.რასაკვირველია,არავინ იცის ზუსტად, რამდენი სვანი ცხოვრობს კატალუნიის დედაქალაქსა და მის შემოგარენში,მაგრამ ცოტანი ნამდვილად არ არიან და არც ისე ცუდი სახელი აქვთ თბილისში რომ ჰგონიათ.მეტიც--პირადად გვინახავს კატალონიური გაზეთი,სადაც ბარსელონას მერია მადლობას უხდის სვანებს სარესტავრაციო სამუშაოებისთვის,რაც საამაყოა და პრესტიჟული,რადგან ბარსელონაშI შენობებისა და ფასადების მოპირკეთებას მხოლოდ პროფესიონალებს ანდობენ.ჩვენში მოარული აზრიც,რომ უცხოეთში ქართველები მხოლოდ კრიმინალური საქმიანობით არიან დაკავებულები,რა თქმა უნდა ტყუილი და პირიქით--საზღვარგარეთ უამრავი ქართველი გაცილებით მონდომებით შრომობს,ვიდრე სამშობლოში.სვანებსაც თავიანთი შრომისმოყვარეობა,მგონი ყველაზე მეტად კატალუნიაში გამოადგათ და სულაც არ გამიკვირდება,რომ ბარსელონაში სვანური კოშკიც ააგონ.მშენებლობაში უკვე წარმატებით გაწაფულ სვანებს კოშკის აშენება იმდენად არ გაუჭირდებათ,რამდენადაც ნებართვის მიღება,თუმცა შეუძლებელი არაფერია--სულ ცოტახნის წინ,ბარსელონაში ქართული ეკლესიის გახსნის ნებართვაც მხოლოდ ოცნება ეგონათ,მაგრამ წელს უკვე ნებართვაც მიიღეს და შუაგულ ბარსელონაში ქართული ეკლესიაც უკვე გახსნეს.სწორედ აქ,კვირაობით,ყველაზე მეტი სვანის ნახვა შეიძლება,თუ,რასაკვირველია,ჩვენსავით გაინტერესებთ სვანურის მოსმენა...
თუ სვანური ქართველებს შორის ყველაზე არქაულია,შესაბამისად ყველაზე ახლოს უნდა იყოს საერთო წინაპარ იბერიულთან და სვანურ ენაში შეიძლება იბერიული პრობლემის მთავარი გასაღებიც იმალებოდეს.რასაკვირველია,ზემოთთქმულში, ძალიან ღრმა ლინგვისტური შრეები იგულისხმება,მაგრამ ზედაპირული მსგავსებებიც არსებობს,რომელთა შემჩნევაც ძალიან ადვილია..მაგალითად ესპანეთშI მეორდება სვანური ტოპონიმიკა: მესტია და ლენტეხა,მეორდება სვანური გვ არები:ნავერიანი და სუბელიანი,მეორდება ლაგურკა და ლამარიაც კი და ესპანეთის სოფლებში ახლაც ნახავთ სვანურ მარხილს,რომელსაც არა მსგავსი,არამედ ზუსტად ქართული ბორჯღალი ამშვენებს..მაგალითები ბევრია და საკმაოდ ადვილი აღმოსაჩენიც,თუკუი ეძებ,და როგორც წესი,ვინც ეძებს-პოულობს კიდეც...
თუმცა ჩვენ სვანურ ბარსელონაზე ვლაპარაკობდით,რომელიც ერთადერთი არ არის,რადგან ბარსელონა ჭრელი და ევროპული ქალაქია და ყველას და ყველაფერს იტევს...
----------------------------------------------------ბოკერიების ბარსელონა-----------------------------------------
კატალუნიაში,ისევე როგორც მთელს ესპანეთში,არამხოლოდ ქართულის მსგავსი,არამედ სრულიად იდენტური გვარებიც ბევრია და მათ შორის ერთი,ნებისმიერმა კატალუნიელმა კარგად იცის.მიზეზი მარტივია-ბარსელონაში ბოკერიას სახელობის ქუჩაც არის და მოედანიც,რომელსაც ხუან მიროს ულამაზესი მოაზაიკა ამშვენებს.გარდა ამისა,კატალუნიელ ბოკერიებს,შუაგულ ბარსელონაში,უკვე მესამე საუკუნეა,სავაჭრო ცენტრი აქვთ გახსნილი და ამ ცნობილ ადგილს დღემდე მისი ძველი სახელი ქვია და დღემდე ასე მოიხსენიებენ მას კიდეც ბარსელონელი მშრომელები--ბოკერიას ბაზარი.
გია ხაზარაძისგან ვიცი,რომ ბარსელონაში ჩასულმა ქეთი ბოკერიამ პირველივე დღეს ამ ბაზრის ნახვა მოინდომა დაჟინებით და მერე ფრიად კმაყოფილიც დარჩა ნანახით.თუ ასევე გაახარებთ სხვა ქართველებს თავიანთი გვარების აღმოჩენა ესპანეთში,უმრავლესობას ეს ბედნიერება განაღდებული აქვთ.შორს რომ არ წავიდე,აქვე,მაგალითად(ბარსელონასთან ძალიან ახლოს),შემიძლია ქართველ როდონაიებს სოფელი მივასწავლო,რომელსაც სახელიც იგივე ჰქვია და მართალია მეგრული არ იციან და სიმინდის ღომსაც კი ვერ შემოგთავაზებენ,მაგრამ მოგვარეების ნახვა ნამდვილად გაუხარდებათ.სხვათა შორის კატლონიური ესპანურისგან უფრო ნაკლებად დაშორებული ენაა,ვიდრე მეგრული--ქარტულისგან,მაგრამ კატალუნიელებმა უფრო მეტი მოინდომეს და ახლა კატალონიურ სკოლებსა და უნივერსიტეტებშიც სავალდებულოა ამ ენის ცოდნა.უცნაური ის არის,რომ ბარსელონა ყველაზე ევროპული ქალაქია მთელს ესპანეთში და კატალუნიელებიც გამუდმებით საუბრობენ ევროპულ ინტეგრაციაზე.მადრიდსა და ბარსელონას შედარებისას,ყველაზე თვალშისაცემი სწორედ ეს არის და მადრიდი ნამდვილი ესპანეთია( ჯერ კიდევ) და ამას ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობთ ესპანეთის დედაქალაქში.მადრიდში გამუდმებით გრძნობ,რომ ესპანეთში ხარ და ბარსელონა კი,უკვე ევროპული ქალაქია ამერიკული აქცენტით და ეს აქცენტი(არა მხოლოდ ლინგვისტური) კატალუნიის სანაპიროებზე განსაკუთრებით იგრძნობა და ამ სანაპიროებით კატალუნიელები ძალიან ამაყობენ.თუმცა ბარსელონა ამ მხრივ,ახლოსაც ვერ მივა ბასკეთისა და კანტაბრიის ნაპირებთან,და ყველაზე ცუდი სანახაობა ბარსელონაშI ის არის,რომ მზე ზღვაში არ ჩადის...
ჰოდა,თუ საღამოს ზღვაში მზის ჩასვლას ვერ ნახავ,რად გინდა ან ასეთი მზე, ან ასეთი ზღვა და ან ასეთი ბარსელონა...
---------------------------------------------გორელების ბარსელონა---------------------------------------------------------
1920 წელს გორში ისეთი მიწისძვრა მოხდა,რომ შუა ქუჩაში მიმავალ ადამიანზე ქართლში,დღემდე ამბობენ,გორელივით დადისო და როგორც ჩანს,იმ მიწისძვრის შემდეგ,შენობების ჩამონგრევის შიშით,გორელები შუა ქუჩაში კიდევ კარგა ხანს დადიოდნენ.ამიტომაც,პირადად,ბარსელონაში ჩასვლისთანავე გორი გამახსენდა,რადგან კატლუნიელები,გორელებივით,მართლა შუა ქუჩაში დადიან,მაგრამ არა მიწისძვრის შიშით,არამედ მტავარი ქუჩის უცნაურად დაგეგმარების გამო..ბარსელონას მტავარ ქუჩაზე,რომელსაც რამბლა ჰქვია,მანქანები ტროტუარებს მიუყვებიან,ხალხი კი შუა ქუჩაზე დააბიჯებს.ამ გრძელ ქუჩაზე ამაყად დასეირნობენ ბარსელონელები და ეჭვი არ ეპარებათ,რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში ცხოვრობენ.ბარსელონა მართლაც ლამაზი ქალაქია,თუმცა მადრიდელებს,ბარსელონას ხსენებაზე,ყველაზე კარგ შემთხვევაში,ეღიმებათ..ზემოთქმულის ახსნა მრავალნაირად შეიძლება,მაგრამ რაღაი სულ რუსეთის ხსენებაში ვართ,რაღა შორს წავიდეთ და მოსკოვისა და ლენინგრადის მაგალითს გავიხსენებ და შესადარებლადაც ადვილი იქნება.არცერთი მოსკოველისთვის საკამათოც კი არ არის პეტერბურგის უპირატესობა და ლენინგრადი,რათქმა უნდა,მოსკოვზე ლამაზია,მაგრამ მოსკოველებისთვის პეტერბურგი მაინც დიდი სოფელია და ისინი სწორედ ასე მოიხსენიებენ კიდეც მსოფლიოს ერთ-ერტ ულამაზეს ქალაქს.
ბარსელონას დიდება და პოპულარობა კი,როგორც თავად ბარსელონელები აღიარებენ,1992 წლის ოლიმპიადის შემდეგ დაიწყოდა მიუხედავად იმისა,რომ ცხონებულმა ფრედი მერკურიმ სხვაგანაც ბევრი იწვალა,მაინც ყველაზე კარგად სწორედ ბარსელონას უმღერა მონტსერატ კაბალიესთან ერთად.ქალბატონი მონსტერატი ძირძველი ბარსელონელია და მისი ოლიმპიური მონდომება კატალუნიელებისთვის სულაც არ იყო გასაკვირი და ამიტომაც ისინი განსაკუთრებული მადლიერებით ცხონებულ ფრედის მოიგონებენ ხოლმე.
როდის გაჩნდა თბილისში ბარსელონას მოდა ან რატო, უყვართ ქართველებს მაინდცდამაინც ეს ქალაქი ასეთი მონდომებით,არავინ იცის.დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება,რომ კატალუნიის დედაქალაქი განსაკუთრებით ქართველ ქალებს იზიდავს და ქართველმა ქალებმა კი ქალაქების უმიზეზოდ ამოჩემება,იშვიათად იციან...
------------------------------------------------------------ზვიგენების ბარსელონა-------------------------------------------
გაუდის გარდა,ბარსელონა პიკასოს და მიროს ქალაქია და სალვადორ დალის ულვაშებსაც ამ ქალაქში ვერსად დაემალებით.ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლსაც დღეში რამდენჯერმე ნახავთ,რადგან ისეთ ადგილზე დგას და ისეთი მაღალია,ვერაფრით აცდებით.თუმცა კოლუმბს კატალონიურად კოლონი ქკვია და ბარსელონაში იმ ადგილსაც გაჩვენებენ,სადაც დიდმა მოგზაურმა თავისი ექსპედიციისთვის სამეფო კარისთვის წერილობითი ნებართვა მიიღო.ის ზღვასთან ახლოს დგას,მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი ბარსელონის სანაპიროზე მაინც აკვარიუმია,სადაც იმდენ ზვიგენს ნახავთ,რომ უბრალოდ გაგიკვირდებათ,როგორ ვერ აღწევენ ისინი შავი ზღვის ნაპირებამდე,ალბათ სურვილი არა აქვთ,თორემ ამ ზვიგენებისთვის,შეუძლებელი არაფერია, და ამ უზარმაზარი ზვიგენებისთვის აგებული აკვარიუმიც,შესაბამისად,გრანდიოზულია.თუმცა,მტავარი მაინც აკვარიუმის ფორმაა და ისეთი დაგეგმარება აქვს,გგონია, რომ სპეცსკაფანდით ხარ მოსული და როცა თავზე თეთრი ზვიგენები გადაგივლიან,ცოტა შეშფოთდები კიდეც.მკაფიო და გამჭირვალე აკვარიუმის ქვემოთ,მინის გვირაბებში დადიხარ და მართლა გაქვს ეჭვი,რომ აი,ახლა შეგჭამს რომელიმე ზვიგენი და სტივენ სპილბერგიც მოისვენებს და გაიხარებს..
ბავშვებს კი მართლა უხარიათ და უფროსებისგან განსხვავებით,საერთოდ არ ეშინიათ ზვიგენების.ყოველ შემთხვევაში,პირადად მე სწორედ ბავშები მამხნევებდნენ ბარსელონას აკვარიუმში,როცა რომელიმე კბილებდაკრეჭილი ზვიგენი ისე მიახლოვდებოდა,რომ მხოლოდ გაქცევაზე ვფიქრობდი..
თუმცა ბარსელონელებს განსაკუთრებით უყვართ,არა აკვარიუმის არამედ "ბარსას" ფეხბურთელი ზვიგენები და მათ ასე იმიტომ უწოდებენ,რომ ტიბურონი,ანუ ზვიგენი,მათი საამაყო "ბარსას" კაპიტნის,პუიოლის მეტსახელია,რომელიც მართლა ჰგავს,დაღლილ,მაგრამ კეთილ ზვიგენს.ის ერთადერთი,განუმეორებელი სიყვარულით სარგებლობს მთელ ბარსელონაში,რადგან პუიოლი,სხვა ვარსკვლავებისგან,განსხვავებით,კატალონიელია და თანაც უნივერსიტეტი იმის გამო მიატოვა,რომ "ბარსასთვის" ძველი დიდება დაებრუნებინა."ბარსა" კი ბარსელონელებისთვის გაუდიც არის და მიროც,სალვადორ დალიც და მონსერატის შავი მადონაც.
ის მუდამ გაღიმებული შავი ზვიგენიც ისე ცხოვრობს ბარსელონაში,როგორც სტალინი კრემლში და რამდენ სიამოვნებას და სიხარულსაც ბარსას ფანებს ანიჭებს ხოლმე,განა მეტის ღირსი არ არის?..
ჰოდა,ბარსელონელები,ამბობენ რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავთ და მგონი,მართალიც არის. "რეალის" მტავარი პრობლემა კი სწორედ ისაა,რომ "ბარსასგან" განსხვავებით, მათ არ გააჩნიათ დუენდე,რაც ქართულ სლენგზე ჯიგარს ნიშნავს.მადრიდელებს ჰგონიათ,რომ მტავარი ფულია და რაც მეტ ვარსკვლავს იყიდიან,უკეტესი გუნდიც ეყოლებათ,მაგრამ ჯერ-ჯერობით ამ პრინციპს შედეგი არ მოაქვს. "ბარსა" კი ისევ ამტკიცებს,რომ ფეხბურთში,ისევე როგორც ცხოვრებაში, ფული არ არის ყველაზე მთავარი და ფულის გარდა,წარმატების მისაღწევად,კიდევ რაღაც არის საჭირო,თუნდაც დუენდე.
ეს დუენდე ანდალუზიური წარმოშობის სიტყვაა და კატალონიელებს კი სამხრეთ ესპანელები სულაც არ ეხატებათ გულზე და ამ სიტყვასაც იშვიათად იყენებენ.თუმცა არც სჭირდებათ,რადგან ახლა "ბარსა" მართლა საუკეთესო გუნდია მსოფლიოში და ასეთი ნაკრები ჩვენ რომ გვყავდეს ფეხბურთში,რუსები მართლა გაიყვანდნენ საქართველოდან ჯარებს და ქართველებსაც ბარსელონაში არ მოუწევდათ წასვლა საშოვარზე,სასწავლებლად და ზვიგენების სანახავად..
დატო ტურაშვილი
* * *
ესეც რამდენიმე ფოტო,გაუდის შემოქმედებიდან
* * *

ეს "ფამილია საგრადა" ..................................................