რადგან..რასინგამდე სალაპარაკო არაფერ გვაქვს,მაშინ კიდევ ერთი..უფრო ძველი სტატია..რომელიც ეძღვნება ლუიშ ფიგუს რეალში გადაბრძანებას და რომელიც ელ მუნდო დეპორტივოში 2003 წელს დაიბეჭდა..სტატიის ავტორია გონსალო ნევადო,თარგმანი მანუჩარ მაჩხანელის..
--------------------------------------ერთი ღალატის ანატომია------------------------------------------
"ფიგუს მიერ ჩადენილი ცოდვა იმდენად ამაზრზენია,რომ ღმერთი მის შენდობას ვერ შეძლებს. "
2003 წლის 23 ივლისს პორტუგალიელმა საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია.კამპ ნოუს საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებს მოეყარათ თავი.ფეხბურთელიც დანიშნულ დროზე გამოცხადდა და ინჩადისთვის გულის დამამშვიდებელი სიტყვები წარმოსთქვა.რეალის პრეზიდენტობის კანდიდატის,ფლორენტინო პერესის სიტყვებს ყურით მონათრევი უწოდა და და ერთგულების დასამტკიცებლად იქვე ბარსელონას დროშას ეამბორა,რომელზედაც კატალონიელი ერის სიამაყის გერბი იყო გამოსახული.
---"არსად წასვლას არ ვაპირებ.რეალში ჩემი სავარაუდო გადასვლა მონაჭორია და მეტი არაფერი.ეს რომ გავაკეთო ამის შემდეგ როგორღა უნდა შეგხედოთ თვალებში?"
ამ დროს პიჯაკის გულის ჯიბეში რეალთან წინასწარი შეტანხმების ხელშეკრულება და მადრიდის რეისის ავიაბილეთი ედო.კამპ ნოუდან გამოსული ფიგუს გრანდჩეროკი აეროპორტისკენ გაემართა,სრულიად გასაიდუმლოებული მარშრუტით,პორტუგალიელი იმ თვითმფრინავში ჩაჯდა ,რომელმაც იგი რამდენიმე წუთში მადრიდის აეროპორტში ჩაიყვანა.მეტი საზიზღრობა რა უნდა გაეკეთებინა პორტუგალიელ იუდას.კატალონიელებს ცინიკურად უღიმოდა და რეალში ტამაშზე ფიქრობდა.იმ დღეს მეტის გაკეთება აღარ მოესწრო და სამედიცინო შემოწმება მომავალი დღისთვის გადაიდო.
პორტუგალიელის ვიზიტი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ მადრიდელ ჟურნალისტებს,თუმცა მათ აზრათაც არ მოსვლიათ ის,თუ მეორე დილით პორტუგალიელს უკვე რეალის მაისურით იხილავდნენ.მათი ეჭვები პერესის და ფიგუს შეხვედრას უკავშირდებოდა.
24 ივლისს,მადრიდის ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავებული ფიგუ,რეალის ოფისისკენ გაემართა და ნახევარსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ჟურნალისტების წინაშე რეალის თეთრი მაისურით მოფრიალე წარსდგა.ხორხე ვალდანოს უკვე წინასწარ გაეფრთხილებინა ჟურნალისტები,რათა ისინი დილის 11 საათისთვის კლუბის ოფისში გამოცხადებულიყვნენ და მსოფლიოსთვის რეალის ახალი შენაძენის შესახებ ემცნოთ.ნახევარი საათი,როგორც გაირკვა,იმისთვის იყო საჭირო,რომ სამედიცინო შემოწმება გაევლო და კონტრაკტი დაემშვენებინა ხელმოწერით.
ბარსელონა თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.წინასწარ წაგებულ ომში,მძიმე არტილერიის გამოყენებას-უეფაში ჩივილზ აზრი არ ჰ ქონდა.სამეფო გუნდმა ხრიკს მიმართა და კონტრაკტის დარღვევისთვის განკუთვნილი თანხა,56,1 მილიონი დოლარი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშზე ჩარიცხა.საბოლოოდ ეს ფული ბარსელონას საკუთრება უნდა გამხდარიყო.ასეთი ქმედება იმიტომ განხორციელდა,რომ ბარსელონა პირდაპირ არასდროს გაყიდდა ფეხბურთელს რეალში.ასეთ სიტუაციაში კი ყველა ნიუანსი დაცული იყო,ფეხბურთელი კლიბს ყველანაირ ზარალს უნაზღაურებდა და თავისუფალი აგენტი ხდებოდა.
კლუბი ფეხბურთელის წინაშე შემდეგ ვალდებულებებს იღებდა:კონტრაკტის გაფორმების მომენტში პორტუგალიელმა ხელზე მიიღო სამი მილიონი დოლარი.მთელი სეზონის მანძილზე ხელფასის სახით ოთხნახევარ მილიონ დოლარს მიიღებდა.მაისურის ნომერი 10,იმ უბრალო მიზეზის გამო რომ 7 რაულის კუთვნილებაა.ამასთაბ ერთად,ფიგუმ დაარწმინა პერესი,რომ სრული ბედნიერებისთვის სჭირდებოდა დიდი სახლი,7სააბაზანოთი,ამდენივე საძინებელი ოთახით და მინიმუმ 4 ავტომობილი.დრემდე ვერავინ მიხვდა რაში სჭირდებოდა ამდენი სააბაზანო,მაგრამ პრეზიდენტი იძულებული იყო ამგვარ დათმობაზე წასულიყო და პორტუგალიელის შანტაჟი საკმაოდ ძვირი დაუჯდა.
25 ივლისს ყველანაირი შეთანხმების დასრულების შემდეგ,ახლად გამომცხვარი რეალელი სამშობლოში გაფრინდა.ამ დროს კატალონიაში ნამდვილი სტიქია მძვინვარებდა.ბარსელონას გიჟმაჟი ინჩადის მრავალრიცხოვანი არმია იმ სახლის წინ შეიკრიბა,სადაც პორტუგალიელი ცხოვრობდა.ალბათ დიდი ფიქრი არ არის საჭირო იმისთვის,რომ მიხვდეთ,რას აპირებდა ბრბო.წარმოიდგინეთ გულშემატკივართა იმედგაცრუებული სახეები,როდესაც დაცვამ მათ განუცხადა,რომ ფიგუ უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე აღარ ცხოვრობდა ამ სახლში,ის უკვე სხვა პიროვნების საკუთრება იყო.
თავისი არსებობის მანძილზე,პირველად,24 ივლისს გაითიშა ბარელონას ოფიციალური ვერბგვერდი..საიტის ადმინისტრაცია ელეკტრონული წერილების გადამუშავებას ვერ აუდიოდა.პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მოდიოდა უამრავი შეკითხვა.ყველას ერთი რამ აინტერესებდა,მართალი იყო თუ არა ის ინფორმაცია,რომელსაც მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებდნენ?დადებითი პასუხის მიღების შემდეგ უკვე ფიგუ ს ლანძღვა-გინებას აღარ ჰქონდა დასასრული.საიტის ადმინისტრაცია ექსტრემალურ ვიტარებაში მუშაობდა.
კატალონიის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე,ლა რამბლაზე,ათასობით ადამიანი ფიგუს კარიკატურებით შეიკრიბა და პორტუგალიელი იუდას თავს ითხოვდა.კლუბის ყველა ოფიციალურ მარაზიაში დახლებიდან გაქრა შვიდნომრიანი მაისურები.უფრო მეტიც,ფინც უკან დააბრუნებდა მაისურს,კლუბი ან ზარალს უნაზღაურებდა ან სანაცვლოდ ახალ მაისურს აძლევდა.ბარსელონაში სამოქალაქო ომის სურნელი ტრიალებდა.
ერთი ასეთი ეპიზოდიც მოხდა,კატალონიის მოედანზე ინგლისელ ტურისტს,რომელსაც ფიგუს 7ნომრიანი მაისური ეცვა,თავს დაესხნენ.ადამიანი,რომელიც აზრადაც არ იყო,სად გადავიდა ფიგუ,ბარსელონას ექსცენტრიულმა აქტივისტებმა საშინლად სცემეს.ქალაქის ქუჩებში 7ნომრიანი მაისურით სიარული სიცოცხლისთვის სახიფათო გახდა.
კატალონიის პრესა განსაკუტრებულ რეჟიმზე გადერთო.ბარსელონური სპორტული ჟურნალის "სპორტის" სპეც გამოშვება უკვე საღამოსთვის გამოვიდა.პირველ გვერდზე ფიგუს დიდი სურათი იყო გამოსახული და მსხვილი შრიფტით ეწერა:PUTA FIGO(თარგმანისგან თავს შევიკავებთ)
ყველაზე რადიკალურად განწყობილმა დაჯგუფებამ "ცისფერმა სპილომ" კამპ ნოუს მისადგომებთან რიტუალი ჩაატარა და ფიგუს ფიტული დაწვა.ასევე ცეცხლი ეკიდა მაისურებს.
ლუიშ ფიგუს ვებგვერდი მაშინვე დაიხურა და მეორე დილით ახალი სახელწოდებით წარსდგა ინჩადის წინაშე.ადმინისტრაციამ საიტს ანტიფიგუ დაარქვა და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ღვარძლი გადმოენთხია პორტუგალიელ იუდაზე.ბარსელონაში გულშემატკივრები ამით არ დაკმაყოფილებულან.ერთ თვეში მსოფლიო საინტენეტო ქსელში გაჩნდა ახალი თამაში ერთობ საინტერესო სახელწოდებით--მოკალი ფიგუ!
ბარსელონადან რეალში გადასვლა და პირიქით არცთუ ხშირად მომხდარა საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე.ფეხბურთელები,რომელიც ამგვარ ნაბიჯს დგამენ,კარგად იციან რას კარგავენ.როდესაც მათ კონფლიქტის გამო უხდებათ ამ საშინელი გადაწყვეტილების მიღება,მაშინ ინჩადა ოდნავ შერბილებული სიმკაცრით სჯის მათ.მიქეილ ლაუდრუპს პროლემები შეექმნა კრუიფთან და შურისძიების მიზნით გადავიდა რეალში.იგივე,მხოლოდ საწინააღმდეგო მიმართულებით გაიმეორა ლუის ენრიკემ-კაპელოსთან კონფლიქტის გამო.ორივე შემთხვევაში გულშემატკივრებმა ფეხბურთელების ლანძღვით მოიოხეს გული და ისინი წარსულს ჩაბარდნენ.სრულიად სხვა ვითარება იყო პორტუგალიელთან მიმართებაში.ბარსელონა და მთლიანად კატალონია ხელის გულზე ატარებდა თავის კერპს.კლუბის მიმართ წაყენებული ყველა მოთხოვნა უპრობლემოდ კმაყოფილდებოდა.მისი მშვენიერი მეუღლე საკმაოდ ბედნიერად გრძნობდა თავს ბარსელონაში და ამ ქალაქის მშვენიერებით მოხიბლული იყო.კლუბში მომხდარმა კატაკლიზმებმა პორტუგალელის წასვლა გამოიწვია.პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარ ხოსე ლუის ნუნიესს ლუი ვან გაალიც მიყვა.მწვრ თნელისთვის ფიგუ ფავორიტი გახლდათ და მას ყოველთვის ენდობოდა.დღემდე იდუმალებით მოცული რჩება პორტუგალიელის არჩევანი.ის ყველაფერს კლუბს აბრალებს და ამავე დროს ვერ ახერხებს დაასახელოს მიზეზები.დღესავით ნათელია,იმ ადამიანების გულისწყრომა ,რომლებიც თვლიან რომ ფიგუ სამეფო კლუბში მერკანტილური აზროვნების გამო გადავიდა.ასეთი მოსაზრება ყურით მოთრეულია რ გეგონოთ,მათ საკუთარი არგუმენტები გააჩნიატ.
ფიგუზე საუბარი პირველად 1989 წელს დაიწყეს,როდესაც პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა.18 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდება ჯერ კიდევ მაშინ სურდა ბარსელონას,თუმცა ფეხბურთელმა სამშობლოდან აბარგება არ ისურვა და სპორტინგტან მოაწერა ხელშეკრულებას ხელი.ტალანტის ხელში ჩაგდება ბენფიკასაც სურდა სპორტინგს მიმართა,შეთავაზება ყოველგვარი განხილვის გარეშე იქნა უარყოფილი.
1995 წელს ფიგუსთან კონტაქტში შედიან იტალიური კლუბები.ფეხბურთელი სრულ უვიცობას ავლენს და ერტბაშად ორ კლუბთან ,იუვენტუსთან და პარმასთან აწერს კონტრაქტებს ხელს.ამ ამბავს უდიდესი სკანდალი მოჰყვა.პარმამ და იუვემ უეფაში გადაწყვიტეს მტყუან-მართლის გარკვევა.ევროპული ფეხბურთის უმაღლესმა ორგანომ პორტუგალიელის ყველა შეთანხმება ბათილად ცნო და ფიგუს 2 წლით იტალიურ კლუბებთან კონტაკტი აუკრძალა.
ამ დროს ავანსცენაზე გამოჩნდა ბარსელონა.იოჰან კრუიფმა საგანგებო შეხვედრა გამართა კლუბის პრეზიდენტ ხოსე ლუის ნუნიესთან და პორტუგალიელის შეძენა მოსთხოვა.მათ შორის ყოველთვის დაძაბული ურთიერთობები იყო.ამჯერადაც მწვრტნელმა მოკლედ უთხრა პრეზიდენტს: მე მჭირდება ლუიშ ფიგუ.
5 დღის შემდეგ ბარსელონას აგენტებმა ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწიეს.ერთი კვირის შემდეგ პორტუგალიელი უკვე კამპ ნოუზე გადმოიყვანეს.ტრანსფერი 2,5 მილიონ დოლარად განხორციელდა.ამის შემდეგ დაიწყო თავბრუდამხვევი კარიერა.მწვრთნელის დიდი ნდობით და კამპ ნოუს პუბლიკის მხარდაჭერით გატამამებულმა ფეხბურთელმა პრეზიდენტს ხელფასის გაზრდა მოსთხოვა.ნუნიესმა სეზონის ბოლოდე მოცდა სთხოვა.
მართლაც,კრუიფის გუნდიდან გაშვების შემდეგ,პორტუგალიელს კონტრაკტი განუახლეს.ამის შემდეგ ყოველი მომდევნო სეზონის წინ ფეხბურთელს გაზრდილ ხელფასს აძლევდნენ.საბოლოოდ რეალში გადასვლამდე ჯამში 4,3 მილიონი ჰქონდა ჯამაგირის სახით,200 ათასით ნაკლები,ვიდრე რეალში.
ბობი რობსონმაც უპირობო ნდობა გამოუცხადა ფიგუს,უფრო მეტი,ვიდრე სულით ხორცამდე კატლონიელ პეპ გუარდიოლას.ვან გაალის ეპოქაში კი ფიგუ გუნდის კაპიტანი გახდა.სწორედ მაშინ ჩაატარა პორტუგალიელმა კარიერის საუკეთესო სეზონი.
ფიგუ ვერასოდეს გახდება ისეთივე ლიდერი,როგორც ბარსელონაში იყო.ის არასდროს ეყვარებათ ისე,როგორც ბარსელონაში უყვარდათ.კამპ ნოუ მას უფრო აღმერთებდა ვიდრე სანტიაგო ბერნაბეუ.თუ ახსოვდა პორტუგალიელ იუდას ის მილიონობით კატალონიელი ,როდესაც 2000 წლის 23 ივლისს აშკარად ატყუებდა მათ?
ცოტა არ იყოს გასაკვირია იუდას გაოგნებული გამოხედვა,როდესაც მას კამპ ნოუზე უსტვენენ.რას ელოდა იმ ადამიანებისგან,რომელტაც უმოწყალოდ ჩააფურთხა სულში?
ამაში არაფერია გასაკვირი.კატალონიელ ერს ადრეც განუცდია დამარცხებები და ღირსეულად გადაუტანია მარცხი,მაგრამ მთელი არსებობის მანძილზე ასე დამცინავად არავინ მოქცევია მათ.მხოლოდ მათ,ვისაც სიგიჟემდე უყავრდა ფიგუ,შეუძლიათ სულით ხორცამე სძულდეთ პორტუგალიელი იუდა.
* * *
ააიტ შენი დედა კი მოვხანნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნნ
* * *
ესეც ვიდეო მასალაააააააააააააააააააააააააააააა თუ გამომივიდა
* * *
ყველას გაქვთ ნანახი მაგრამ მაინც..მადლობა ძველ მეცხრე არხს რომ გვაყურებინა ეს თამაში..15 -20 წუთი შეჩერებული იყო
[/YOUTUBE]<object width="425" height="344"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/QQQbAsoyyk8&hl=en&fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><embed src="http://www.youtube.com/v/QQQbAsoyyk8&hl=en&fs=1" type="application/x-shockwave-flash" allowfullscreen="true" width="425" height="344"></embed></object>[YOUTUBE]
* * *
ვაა...არ გამომიგიდა..ახლიდან ვცდი...რა გასახსენებელი ეხლა ეს იყო,მარა მაინც
This post has been edited by Reckoner_one on 12 Sep 2008, 07:52