მინდა ფეხბურთელები შევაფასო

ვალდესი - პრინციპში საქმე არ ქონია. გოლის დროს ვერ გადაგვარჩენდა....
ალვეში - უკმაყოფილო ვარ. მესისთან თითქმის არ არის შეთამაშებული. სადღაც გაქრა ის ზაფხულის 3 თამაშის კომბინაციები მარჯვენა ფლანგზე. შეცდომებიც ბევრი დაუშვა. მეორე ტაიმის დასაწყისში რაც გააკეთა, კინაღამ დაგვღუპა...

პიკე - კარგად ითამაშა. მარტო ერთხელ გააკეთა არაზუსტი პასი უკან, მაგრამ არაფერი არ მომხდარა......ხო..."მძიმეა" ძალიან და სისწრაფე აკლია....რამდენიმე პასს ვერ მიუსწრო და აუტზე გაექცა...ანაც დიდი გაჭირვებით ეწეოდა ბურთს...
მარკესი - ნუ გოლი გაიტანა და ესეიგი ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ის გაშვებული გოლიც არ იყო მაგისი ბრალი. თავიდან ააცალეს გაშლილი ფეხით და მაგ დროს ჯარიმა უნდა დაენიშნა მსაჯს, სახიფათო თამაში იყო.
პუიოლი - რავი კარგად კი დარბის, შეცდომებსაც არ უშვებს, მაგრამ თითქოს ძალიან უჭირდა ფლანგზე....ყველა ბურთზე ბრძოლა უწევდა და ხშირად ეუხეშებოდნენ და თვითონაც უხეშობდა...მეგონა რო ტრავმას მიიღებდა...
კეიტა - რავიცი..მაინც ვერ გამიგია ჯერ რას თამაშობს ეგ ფეხბურთელი....ან საყრდენი იყოს, ან მარცხენა ნახევარმცველი...მართალია ტურეზე სწრაფია, მაგრამ იაია უფრო მაღალია და ბრძოლაშიც ფიზიკურად უფრო ხშირად იგებს ბურთს...შეტევაში რო აქტიურობდა მომეწონა....პირველ ტაიმში დაარტყა ბევრჯერ თავით....
ჩავი - ინიესტაც ნახევარმცველი იყო და მთელი ცენტრის ჩაბარება აღარ მოუწია. შეტევებშიც ერთვებოდა...ხან ჩავი ინიესტას პასით და ხან ინი ჩავის პასით....ლამაზი გოლი გაიტანა. ჩავის და ინიესტას მაგარი დუეტი აქვთ და ამ თამაშში საუკეთესოები იყვნენ ჩემი აზრით....
ინიესტა - უნივერსალი! შეუძლია იყოს საყრდენიც, გამთამაშებელიც და გარემარბიც. ეს ბოლოს 2 ფუნქცია შეასრულა გუშინ. და ორივე ხუთიანზე. ამ სეზონში ინიესტას საუკეთესო თამაში იყო...შორეული დარტყმები აქვს დასამუღამებელი...
ანრი - ანრის საუკეთესო თამაშიც გუშინ იყო......ალბათ რაც ბარსაშია, ერთერთი საუკეთესო...როგორც იქნა სახიფათო ფეხბურთელი გახდა...ბურთს რო მიიღებდა რამე სასარგებლოს აკეთებდა....
ეტო'ო - ისევ ისე უჩინარი იყო....დაჟე ანრიმ აჯობა ორივე პოზიციაზე....ცენტრშიც და მარცხნივაც....ნუ გოლი გაიტანა, დიდი მადლობა...
მესი - კარგია რო მარადონას არ უჯერებს

.. გუშინ დავრწმუნდი..პირიქით, უფრო მეტად ინდივიდუალისტი იყო, ვიდრე მანამდე....ნელ-ნელა ითვისებს ლიდერის ფუნქციებს....მაგრამ შეცდომებიც ბევრი ქონდა...ბევრჯერ არაზუსტი პასი გააკეთა ან ბურთი დაკარგა...1 გოლის გატანა უნდოდა და მერე უფრო უკეთესად ითამაშებდა, მაგრამ არ გამოუვიდა..
გვარდიოლა - რასინგთან შედარებით გაუმჯობესება იგრძნობა ტაქტიკაში.....თავიდან "დაასხდნენ", გოლი გაუტანეს და მერე დაწყნარდნენ....ისევ ისე შეტევები რო გაეგრძელებინათ, შეიძლებოდა (დიდი შანსი იყო) დაცვას შეცდომა დაეშვა და სპორტინგს გაეთანაბრებინა და მერე ისევ აირეოდა ყველაფერი....რასინგთან ესე არ უქნიათ....იქ გოლის მერე უფრო აირია თამაში, გუშინ პირიქით - დაწყნარდა და მესი აკეთებდა "აფეთქებებს"...
იაია - ერთხელ დიმაც იტყვის ხოლმე სიმართლეს

ამის შემოსვლის და ნახევარდაცვაში გადანაცვლებების მერე ცოტა აირია სიტუაცია...ტურემაც აურია და კეიტამაც...მერე გოლიც გაგვიტანეს....მემეგონი კეიტა დაჯარიმდა და მაგ დროს...(თუ კუთხური იყო, აღარ მახსოვს...)
პედრიტო - რაც ევალებოდა იმას აკეთებდა....იმ დროს ისე აქტიურად აღარ ვუტევდით....მარჯვენა ფლანგს აქტიურობა არ მოკლებია...პირიქით, მესი უფრო ცენტრისკენ მიიწევდა ხოლმე და პედრო უფრო მარჯვნივ.....დანი ალვეში აღარ ეხმარებოდა ბოლოს და ისეთი ეფექტური აღარ ყოფილა
სილვინიო - ერთადერთი რაც დამამახსოვრდა უკან გააკეთა არაზუსტი პასი....სპორტინგმა ჩაჭრა და შეიძლებოდა გოლი გაეტანათ ბოლო წუთზე...უთამაშებელია და ფორმაში არ არის....კასერესი უნდა დავაყენოთ მარცხენა ფლანგზე! ან ისევ პუიოლი....
ხო მართლა, გუშინ პუიოლის მე-400 თამაში იყო ბარსაში....
This post has been edited by blaugranator on 17 Sep 2008, 12:07