რას ქვია ენძვრის?!
სიტის გამდიდრებას მე მივესალმები და თუ როგორმე იმ 4 საჩემპიონთალიგე საგზურის კანდიდატ ინგლისურ კლუბებს შორის თავისი ქალაქის ერთ საძაგელ კლუბს თავად ჩაანაცვლებს შემდგომში ხომ მთლად უკეთესი იქნება პერსპექტივაში.
რაც შეეხება ფეხბურთის "სიკვდილს" ინგლისური საფეხბურთო ლიგის გაძლიერების გამო და მათი კლუბების დომინირებით ევროტურნირებში, ეს ძალინ სულელური მოსაზრებაა.
ერთს ვიტყვი რომ 1977-დან 1985-მდე რამდენი სეზონია ყველამ იცით თვლა, ჰოდა ისიც გეცოდინებათ რომ ინგლისური კლუბების აბსოლუტური დომინირებით მიმდინარეობდა ევროტურნირები კერძოდ ჩემპიონთა თასი, და ამით ჩაკვდა ევროპაში იმ დროს ფეხბურთი?!
ჩაკვდა სწორედ 1985 წლიდან როდესაც მართლაც დიდი გუნდი მოკვეთეს და მასთან ერთად მთელი პრემიერლიგის კლუბებიც ხურდაში მიაყოლეს თან.
ესე რომ ევროპული ფეხბურთის ჩაკვდომის ნურავის ნუ ეშინია!
მითუმეტეს ინგლისური კლუბების გამდიდრებ გაძლიერების გამო!
მართალია რომანას ერთხელ კარგი ტრანსპორანტი დაახვედრეს ერთხელ იქ სადაც ყველაზე წესიერი ქომაგი იყრის თავს, წარწერით: " ფულით ყველაფერს ვერ იყიდი! "-ო მაგრამ ფინანსები მაინც დიდ როლს თამაშობს არა მარტო ფეხბურთში, დღესაც და მუდამაც ასე იყო.