დავწერ, კაი ხანია აღარ დამიწერია...
აჯობებს მალე დავივიწყოთ ეს ჩავარდნა, ხო კაი კრახი!
ჯერ ფაქტები: 4 ჯერ შეხვდა გივი კერკეტ გუნდს და 4 ჯერ მოიტეხა კისერი. 
ტოტენჰემი, MU, ლივერპული და ახლა რომა. ფაქტია რომ ძლიერ დაცვასთან აშკარად უჭირს გუნდს...პირველ ტაიმში არაფერი საპრეტენზიო არ მაქვს, ნორმალურად ვთამაშობდით და არაკონტექსტური გოლი გავუშვით, საერთოდ მომეჩვენა რომ ჩელსი არ განეწყო სათანადოდ, იფიქრა ამათ პალერმოები და  იუვენტუსები უგებენ და ჩვენ ჩელსი ვართ და რა პონტში უნდა გაგვიჭირდესო. ამას დაემატა ნორმალური პირველი ტაიმი, ვგულისხმობ იმას რომ დამაჯერებლად გამოვიყურებოდით და საგანგაშო არაფერი იყო იმ გოლის მერეც...მაგრამ შეცდა გუნდი.
ჯერჯერობით მშვიდად ყოფნის საბაბი გვაქვს და თან საკმარისიც.
ტოტენჰემი 2 მარცხით იწყებდა, აგვისტოს სენსაცია იყო 100 მილიონის დამხარჯველი გუნდისათვის და ჩვენთან მეტისმეტად მოტივირებულები გამოვიდნენ, ამას დაემატა 1-1 ზე ანელკას არასათანადო გარჯა შეტევაში და პირველი დაკარგული ქულები.
MU 180 წუთამდე გოლს არ იტანდქა ჩვენთან რომ ჩამოვიდა, "აქტივში" ქონდა 0-0 ვილიარეალთან და 1-2 ლივერპულთან, ზემოტივაციით გამოვიდნენ, თან დეკო დავკარგეთ ზედ თამაშის წინ და შედეგად ლოგიკური 1-1...
ხო, კაი, მერე...
ლივერპულმა ძალიან მოინდომა, ნუ აი ძაააალიან რასაც ქვია, ჯერ შარშანდელი 1/2 გაგდება, მერე ამდენი წელი რაფა EPLში გოლს ვერ გვიტანდა სახლში, მერე ეს ყბა დაღებული 86 წაუგებელი თამაში, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა დასრულებულიყო სადმე, ხოდა იქ დასრულდა სადაც განგებამ ინება, ზუსტად იმ გუნდის ძალისხმევით რომელსაც წინა რეკორდი (1978-81) გადავუწერეთ...ვოდ ტაკ!
რომასთან სახლში უმძიმესი თამაში, ახლაც ძალიან გავიჭირდა...მიზეზები ბევრი შეიძლება იყოს მაგრამ მე რამდენიმეს გამოვყოფ IMHO...
არ გვყავს თავდამსხმელიიმენნა არ გვყავს რა, ახლა დაიწყება ანელკაო, ბომბარდირიო და რაღაცაო, ძმურად გადაავლეთ რა თვალი მაგის გოლებს, იმენნა დაღეჭილ გოლებს იტანს რასაც ქვია, კარში შეგორება რომ გინდა და თან უმეტესობა უკვე ისეთ დროს როცა ჩელსის ანგარიშში მიყავს....ბოლო ბოლო გუნდი 27 ს რომ გაიტანს, 8 გოლი ძირითადში სულ რომ დაიწყო ყველა ვარიანტში უნდა გაიტანო, მარტო ხარ ნომინალში. აი მესმის ზაკი, უიგანს რაც გატანილი აქვს ნახევარი მაგან შეყარა...
მოკლედ ანელკა არის დიდი ზარალი, მქკ აქვს - 0. გადააკვდა გივი რა, არ ცვლის ჯიუტად, როცა შეილება კალუმ, მალუდამ ბურთი წინ მიიტანონ, არ უვარგა ამ კაცს პოდიგრიშიც, ლივერპულთან გამოვიდა დი სანტო და ძაან ჯიგრულად იტამაშა, ანელკას რომ შანსი არ ქონია, არგენტინელმა რამდენჯერმე ,მარალი ბურთისათვის მოიგო ბრძოლა. 
ანელკა უფრო კრესპოა ვიდრე დროგბა და კრესპო დიდი ვერაფერი შვილი იყო ჩევნთან, ეს შეხსენონ გივის.
რა მოხდება რომ ანელკა დაიმტვრეს რა, დი სანტოს მიეცემა შანსი.
დროგბა - არ მესმის რა, რამ გამოაMUვა ამხელა კაცი, რომელ გოლზე ველაპარაკო, ბურთს ვერ აჩერებს, ვეღარც იბრვის, იტოგში რაღაც ვეღარ შევიდა ფორმაში, არადა ძალიან გვაკლია დროგაბსნაირი მონსტრი წინ, სანამ ამას ვერ მიხვდება გივი, თუ რამხელა ძალა იყო დროგბა ბოლო წლებში, არაფერი არ გამოვა.
სხვა ფეხბურთელების მიმართ ნაკლები პრეტენზიები მაქვს, 
დეკოს პოხუიზმი არ გამკვირვებია, გამოვთქვი აზრი რომ დიეგოს, ფაბრეგასის ნაირი ახალი სისხლი გვინდა თქო...
გადაერთონ ახლა ბლექბერნზე და უეჭველი 3 ქულა გვინდა ივუდზე. ისე ეს ამხელა ამპლიტუდები არ მომწონს, 4-0 მერე 0-1 ახლაც 5-0 და წავაგეთ. 3 ზე მეტს რომ გაიტანენ ესეიგი შემდეგ თამაშზე ლიმიტი აქვთ შესრულებული თუ როგორ გავიგო?!
მიკელს ახალ 60 000 იანს გაუფორმებენ ამ დღეებში. ძირითადის განუყრელი წევრია მარა მეჩვენება რომ მაკელელეს დროს გრანდებთან გაცილებით შეკრულად ვთამაშობსდით, დაუღვინებელი ბავშვია მიკელი, ვერ უძლებს როლს ბოლომდე...კლოდი სულ სხვა იყო!
მოკლედ რა, ნერვები მომიშალეს, აი რომას წელს ერთი მინიმუმ 10 ჯერ ათრევენ...რა უნდოდა მაგ სოფელების დამარცხებას...ხო კაი დავაბრალოთ დავაბრალოთ დატბორილ გაზონს და მოტივაციას ყველაფერი...ბოლოს ლიგაზე 3 გოლი როდის გავუშვით?ან 2 ბურთით როდის წავაგეთ?ბაიერნი მახსენდება 2-3 2005 ის აპრილში, 2 ბურთიანს რაღაც ვერ ვიხსენებ...  
მიმაგრებული სურათი
