Guivyდიდი სიამოვნებით ფინალში 

კენჭისყრაზეც ვიტყვი ორ სიტყვას
მთლიანობაში აშკარად კმაყოფილები უნდა ვიყოთ
ავცდით 
ბარსელონასMU-
ინტერი დაეჯახნენ და ლიგის ორ (ერთერთი) უმთავრესი ფავორიტიდან (IMHO) 1/4ში რომელიმე არ იქნება
ლივერპული დაეჯახა 
რეალს, გუნდს რომელსაც აზრზე მოიყვანს უდავოდ რამოსი და თან ძაან საეჭვოა რეალმა ზედიზედ 5 ვერ გადალახოს 1/8, მაგრამ დღეს ლივერპულის თამაშს რომ ვუყურე სენსაცია იქნება თუ რეალი ამ მანქანას გაგდებს
ძალიან რთული თამაში ექნება 
არსენალს რომასთან, ძალიან გაუჭირდება ჭუჭყის გატეხვა სახლში ვენგერს, შესაძლოა რომში მოგება დასჭირდეს შარშანდელივით, როგორც მილანთან...
სპორტინგი-ბაიერნი
ვილიარეალი-პანა
ატლეტიკო-პორტოამ სამი წყვილიდან არ აქვს მნიშვნელობა ვინები გავლენ, 1/4 ში 3 აშკარა აუტსაიდერი იქნება IMHO, ეს ძალიან კარგია, ძაააალიან კარგი
იუვეს რაც შეეხება, მგონი ზედმეტად ჩემი წარდგენა არ სჭირდება ბებერ სინიორას
არ დავმალავ რომ არ მინდოდა იუვენტუსთან შეხვედრა, იუვეს გაცილებით მეტი აქვს რესურსი რათა როგორც მინიმუმ ის გაიმეოროს რაც ჭუჭყიანმა რომაელებმა გაგვიკეთეს, მაგრამ იუვე გაცილებით დიდი და თავმოყვარე გუნდია და რომასავით საკუთარ საჯარიმოში არ დაკრუხდება.
ასევე უნდა გაესვას ხაზი იმ გარემოებას რომ მეორე სართულზე ჩელსის არ ექნება უპირატესობა. 
კიელინი, 
ლეგროტალიე, 
მელბერგი, 
სისოკო, 
ამაური, 
ტრეზეგე, 
იაკინტა და სხვები ძალიან სერიოზულად თამაშობენ ზემოთ. თუმცა ჩემი აზრით იუვეს გაუვალი დაცვა ნაღდად არ ყავს, შეიძლება გოლის გატანა, არ ვიცი რა მოხდება ალბათ განმეორებითის თამაშის ფაქტორით, 
სკოლარის მიზეზით და სხვა რაღაც რაღაცეებით 50/50 ზეა ყველაფერი, თუმცა ის როგორც იუვემ 
ბატესთან ითამაშა ასეთი თამაშით ჩელსი უნდა ამარცხებდეს ასეთ გუნდს მაგრამ ძნელია პროგნოზის გაკეთება, მითუმეტეს რომ სკოლარის არაერთხელ მოტეხეს კისერი წელს კერკეტმა გუნდებმა.
გუნდმა აშკარად გადალახა შემოდგომის კრიზისი და აღმავლობის გზაზეა, კარგ ფორმაში არიან 
დელ პიერო და 
ამაური, მალე დაბრუნდება 
ბუფონი და თებერვალში აუცილებლად იქნება 
ტრეზეგე...ბევრს ვაკრიტიკებ ფრანგს მაგრამ მაინც დიდი ძალაა.
ასევე უნდა აღვნიშნო რომ არაა გამორიცხული (  

იმა კოპირაითს ) თებერვლისთვის სერია A ში ინტრიგა მოკვდეს და იუვე მხოლოდ ერთ ტურნირზე იყოს მთელი ძალებით კონცენტრირებული, როდესაც ჩვენ მთელი ბრძოლები თებერვლიდან დაგვეწყება, მაშინ როცა MU აკრიფავს იანვარში გადატანილ თამაშებში ასაღებ ქულებს და ჩვენ კი 31.01.2009 ში რა თქმა უნდა წავაგებთ 
ენფილდზე...
ვნახოთ დავიცადოთ, მალე მოვა თებერვალი, მაგრად არ მინდოდა იუვე მარა რაც იყო იყო, თუ გავარდა ჩელსი არაუშავს, იუვეს არანაკლებად სჭირდება 1/4 თამაში, გაიმარჯვოს უძლიერესმა!
პერიოდულად გავაშუქებ ხოლმე ტურინულ ამბებს, როგორ ვითარდება მოვლენები იუვეს ბანაკში
ხვალ გვაქვს შანსი სატურნირო ცხრილს მოვექცეთ სათავეში, ამისათვის ზედიზედ მეცხრედ უნდა მოვიგოთ გასვლაზე.
უკანასკნელ შეხვედრებს რომ გადავავლოთ თვალი, საუკუნეა ევერტონს არ მოუგია ჩვენთვის და ხვალ რამე არ იკისრონ ბლიად

კარვალიო ფაქტიურად მომჯობინდა და მომდევნო თამაშში უკვე მზად იქნება, 
დი სანტოს 1-2 კვირა დასჭირდება სავარაუდოდ, ხოლო 
ესიენს 1/8 ისთვის ველით, შეიძლება მანამდეც. 
გუშინ 
რეალის თამაშს ვუყურე, არ მესმის რა, 
რობენი როგორ გავყიდეთ, იმენნა ერთერთი უძლიერესი კაცია რა, მერე რა რომ ნახევარ სეზონს თამაშობს, ეგრე ტრავმები ყველას აქვს, იმენნო ყველას...აი რობენის ნაირი კაცი გვაკლდა 
ვესტჰემთან საჯარიმოში ფლანგიდან (კუთხურის მხრიდან) რომ შევარდნილიყო, მცველები ვერ ადიან ბოლომდე ღრმად, განაპირა თამაში სულ ჩაგვიკვდა, მითუმეტეს 
შონიც არ გვყავს, 
ჯო არაა ფლანგელი, 
კალუც როცა გამოუშვა ცენტრში დააყენა გივიმ ნავესებით დატვირთა, როცა ფლანგინდან შევარდნა იყო საჭირო და უაზროდ 2 ქულა დავკარგეთ, რაღაც ლივერპულურად გვემართება ხანდახან...არაუშავს, მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და წელს ბოლომდე ვიბრძოლებთ...  
მიმაგრებული სურათი