ხო ეგ ეპიზოდი მეც მახსოვს. არ მესიამოვნა, ორივე მაგარი კაცია, აბიჟნიკი არცერთი არაა. სინამდვილეში რას გაიგებ რაზე დაეძაბათ მარა მე როგორც მომეჩვენა მაგ ეპიზოდში ჩეხის მითითება ვერ გაიგეს სწორად კედელში. ეხლა სურათის მოქექვა მეზარება მარა ზუსტად მახსოვს ანელკა არ ახტა და მაგას გადაუფრინა თავზე ბურთმა, არადა მიწვდებოდა..ნუ რაც იყო, ჩავლილია!
კარვალიომ და ეშლიმ ითამაშეს უმამესი თამაში.
ვთვლი რომ კარვალიო დღეს EPL ში საუკეთესო მცველია, ვინც გინდა დაუყენე გვერდზე, ტერი ალექსი, რიო თუ ვიდა...
ბოსინგვასაც კაი თამაში ქონდა, მის თითოეულ მოძრაობაზე იგრძნობა რომ ეს არის A კლასი, თუმცა შესაძლოა შეტევებში მასზე დიდი ფანტაზიებით მიდიოდნენ...მაგარი სწრაფია ეგ მამაძაღლი
მიკელს არ ეკუთნიდა ყვითელი, ჯანდაბას ეგეც. ნორმალურად ითამაშა, უსაზღვროდ საჭირო კადრია დღეს გუნდისათვის.
ლამპარდმა ნორმალურად.
დეკოზე ვისაუბრეთ, მთლიანობაში დღესაც საკმაოდ აქტიური იყო, აშკარაა რომ ერთერთი დასაყრდენია გუნდის, საინტერესოა ჩელსის შეტევები როცა დეკო ღრმად შედის უკან და გრძელს სწრაფად გადაწყვეტილ პასს აკეთებს...ცოტა მეტი ყურადღება და ნაკლები პიჟონიზმი. ეპიზოდის "დაიგრივანიე"-ში აქვს მოსამატებელი.
კაი იქნებოდა ბალაკი ყოფილიყო, ჯო კოული რამდენიმე თამაშია უკეთესის სურვილის შთაბეჭდილებას ტოვებს.
მალუდამ კარგად იშრომა, იმ ეპიზოდში აშკარად არ გაუმართლა. კაია, გრძნობს თავს, ყველა გვჭირდება დიდი ბრძოლები გვექნება.
ანელკა - ................................................................................ აგერ კალამი და რაც გინდათ ის დაწერეთ ამ კაცზე!არადა ნაკრებშიც გაიტანა (რას ვერჩი

)
დროგბას ვარცხნილობა მომწონს, შარშან თებერვალში რომ ქონდა ჩაწნული აი ის მართლაც

თამაშს რაც შეეხება ცოტა მძიმედ მოძრაობდა, ვერ იყო ფორმაში მარა ეხლა ვიდიჩს რომ დაინახავს სულ ცოფებს გაყრის და ერთ 2 გოლს ეგ შესვავს...
ზოგადად კმაყოფილი ვარ, შედეგითაც და მეტნაკლებად ხარისხითაც, სანახაობა მაინცდამაინც დიდი არაა, ჩემო რომა მარა ეგ მე სულ მკიდია ხო იცი...
ძალიან (კარგი გაგებით) მძიმედ თამაშობს ჩელსი, ძალიან დახშული აქვს უკანა ზონები, მეტი ყურადღებაა ვიდრე გასულ სეზონებში, შეიზლება ახალი ცოცხის ეფექტია და დროებითია, ვნახოთ. უდედისმკვლელესად ტამაშობს გუნდი ნავესებზე, შესაძლოა სიტი არაა ყველაზე მაღალი გუნდი და შესაფასებლად ეს არ კმარა, მარა აქ მთავარი ისაა რომ ამ კომპონენტში აშკარად გაზრდილია ყურადღება, ეს მე უზომოდ მახარებს, ასევე ძალიან მახარებს ის რომ, ჯერ მხოლოდ პაპას თოფებიდან გვიტანენ, ბენტს ფრენკმა აჩუქა, რობინიოს მსაჯმა, რა თქმა უნდა იყო მომენები ჩვენს კართან მარა გუნდი საკმაოდ, მე ვიტყოდი
სოლიდურად თამაშობს დაცვაში, ბელეტის შემოყვანით გუნდმა გადაკეტა აბსოლუტურად ყველა მისადგომი და ზედმეტი პრესინგის (!!!!!!) გარეშე შესათვაზა სიტის (თუ სიტს, ტრანვა, რავი კიდე) "აბა მოდი რისი მაქნისი ხარ შეჩემა - რეჟიმი"...სიტიმ უაზროდ კრუგები არტყა და ლამპარდი-დეკო-მიკელი-ბელეტის ეშელონი ვერ გაარღვია, შედეგიანად....ძალიან გაუჭირდება MUს ჩელსის დაცვის წინააღმდეგ თამაში, ძალიან.
რობინიოს გოლი მართლაც მძიმე დარტყმა იყო, მაგრამ ყოჩაღ გუნდს, მიუხედავად იმისა რომ სიტი ჩვენი ბულკია, მაინც მაგარი ქამბექი გავაკეთეთ, კარვალიომ რომ შესვა ეგ იყო დონე, აი ასე, არ შევეგუებით უსამართლობას...კლასით გავწყვიტეთ წელში სიტი, არადა ეგ უკვე კაი გუნდია, მანდ ბევრს დაატოვებინებენ 3 ქულას...ზაფხულის ტრანსფერებიდან გამოყოლილი ზედმეტი ფსიქოლოგიური ძაბვა მოიხსნა დღეს, გუნდმა საამსეზონო ძალები მტელი სიგრძე სიგანით იგრძნო, ჩელსიმ საქმით ამტკიცებს საკუთარი ნაბიჯის სისწორეს, (კენიონმა რომ თქვა რობინიო მაგხელა ტანხად არ ღირდაო!), ეხლა ჯერი სატანაზეა და მან დაამტკიცოს ჩელსი მცდარი პოზიცია, იმ დენილსონა ფინტების გარდა რამე გააკეტოს მაგ ჩემპიონატში თორემ სწრაფი უინგერები ოხრად აასხია EPLს და ფინტებსაც ყოველ კვირა უყურებენ...
მადლობა ლივერპულს მანჩოს დამარცხებისათვის!
6 ქულაა სხვაობა MUს თან, ეს არაა სამყაროს დასასრული მარა ძალიან დიდი წინა პირობაა რომ ბოქსინგამდე ლიდერად შევალთ, აი მერე კი ტრადიციული არისტოკრატიული ინერციით გადავაგორებთ დარჩენილ 17-18 ტურს და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ თანაქალაქელ ლუზერებს როგორ უნდა შეინარჩუნო მოპოვებული...მარა ადებაიორი მაინც მაგრად მევსება, არ დამვიწყებია და ველი ხიდზე!

პატივისცემით, ყინულკაცი ესპოოდან.
მიმაგრებული სურათი