რა უნდა ვთქვა - თითქოს ერთ წამში გაირბილა 90 წუთმა... სადღაც 25 წუთიდან უკვე არარ მეპარებოდა ეჭვი,რომ მოვიგებდით!
ძალიან სწორად აწყობილი ტაქტიკა და თავდადება - მეტი არც არაფერი სჭირდება ამ ეტაპზე ინტერს(ნუ,ფორტუნა ყველასთვის საჭიროა,ყველასთვის - თუმცა არ ვთვლი,რომ დღეს ფორტუნა ოდნავ მაინც უფრო იყო ჩვენსკენ,შედარებისთვის) და მორიგი სერიალიც ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება!
არ დავიზარებ და ყველაზე ორიოდე სიტყვას ვიტყვი,ძალიან მოკლედ,რომ მოსაწყენი არ ვიყო

სეზარი - ერთხელ ჰქონდა შანსი და გადაგვარჩინა - მგონი,ესეც სწავლობს ასეთ რამეებს

მაიკონი - ამაზე უკეთესადაც უთამაშია,მაგრამ ძალიან ბევრი ირბინა და დაცვაშიც ნაყოფიერი იყო...
სამუელი - სწორად,ზუსტად და თავდაჯერებულად ირჩევდა ყველა პოზიციას,ამაური დაკეტა! იქ სულ ტყუილად გააფრთხილეს!
მატერაცი - ძალიან მაგარი ეს ##@%&^$#%

- უმაგრესია! საოცარი პადკატები აკეტა,დასწრებაზე 1 შემთხვევის გარდა უშეცდომო იყო - იქაც ბებერმა ალექსამ წამით დაასწრო,აშკარად ბურთზე თამაშობდა,თუმცა გასაფრთხილებელი იყო... როგორც მოტივატორი და ემოციური მუხტის შემომტანი,შეუცვლელია!!!
მაქსველი - ისევე როგორც მაიკონი,უკეტესადაც უთამაშია,პირველ ტაიმში უკეთესი იყო...
კამბიასო - ამ კაცზე დითირამბების მღერით დავიღალე,ეს კი სასიამოვნო დაღლაა!

- მოედნისსრული ბატონ პატრონი და რომ არა სისოკოს ძალიან კარგი თამაში,საერთოდ დაიშლებოდა იუვე!
ძანეტი - ყველგან იყო,ძალიან ბევრი იმუშავა,დრიბლინგებს ერიდებოდა,მაგრამ სამაგიეროდ თავის ფლანგზე არ გააჭაჭანა არავინ!
სტანკოვიჩი - წინ წაწეული ბევრად უკეთესი რომაა,კიდევ ერთხელ გამოჩნდა - ასაკს არ იმჩნევს ჯერ-ჯერობით,რაც ძალიან სასიამოვნოა!
მუნტარი - პატარა შავი ტარაკანა,რაც მეტს მუშაობს,მით მეტს აფუჭებს

,მაგრამ გაიზრდება და ვიეირაზე უკეთესი გახდება!
ადრიანო - რაც შეეძლო აკეტა,ცოტა დამძიმებული მეჩვენა,მაგრამ ეს ალბათ უთამაშებლობის ბრალია! მიხარია,რომ მოტივაციიის ნაკლებობა არ იგრძნობოდა მასში!
ზლატანი - პირველ ტაიმში ერთი ფეერიული ფინტი გააკეთა,ლეგროტალიმ კინაღამ კისერი მოიტეხა! საგოლე პასიც გააკეტა და მოკლედ,კარგი იყო,მაგრამ ის გოლები უნდა გაეტანა - ასე სხვა დროს შეიძლება დავისაჯოთ!
ვიეირას,ბურდისოს და კრუზს ვერ შევაფასებ,ძალიან ცოტა ითამაშეს...
იუვედან ალექსა კარგი იყო,სისოკო საუკეთესო და კიელინი გადასარევი! ნედვედმაც და მარკიონიმაც ბევრი ირბინეს,მაგრამ ძირითადად უშედეგოდ...
და ჟოზე - ზალიან მაგარია და ამას დაამტკიცებს კიდევაც ინტერში! სწორედ ასეთი თამაშის მოგება სჭირდებოდა ახლა ყველაზე მეტად! ფაქტია,რომ აშკარად დაცაგრა რანიერი,ბევრად უკეთესი იყო დღეს ინტერი!