ინტერთან რა შუაშია,მაგრამ ისეთ ამბავს წავაწყდი რომ თქვენი აზრი მაინტერესებს, იმედია აბსურდია ეს ყველაფერი და თუ არაა და დროზეა მისახედი თორემ ჭაობი არ აცდება ფეხბურთს
მიუნხენის პროკურორის კრისტიან შმიდტ-ზომერფელდის განცხადებით, მას არა აქვს არავითარი საფუძველი საიმისოდ, რათა მიუნხენის “ბაიერნისა” და სანკტ პეტერბურგის “ზენიტის” 2008 წლის 1 მაისის უეფას თასის განმეორებითი მატჩის ვითომდაც რუსული მაფიის მიერ ჩაწყობის თაობაზე გამოძიება დაიწყოს.
“ჩვენ არა გვაქვს არავითარი საფუძველი გამოძიების დასაწყებად” – აღნიშნა მან.
ამ ათიოდე დღის წინ ესპანელმა მოსამართლე ბალტასარ გარსონმა მიუნხენის პროკურატურას გაუგზავნა რუსული მაფიის ბოსის გენადი პეტროვის ორი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელთაგან ერთ-ერთშიც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ “ბაიერნთან” “ზენიტის” 4:0 მოგება 50 მილიონ ევროდ იყიდა, ხოლო მეორეში მისი დამხმარე, ლეონიდ ხრისტაფოროვი, თავად მას ეუბნება, რომ იცოდა, ეს მატჩი “ზენიტის” სასარგებლოდ 4:0 რომ დასრულდებოდა.
პეტროვი ერთია იმ ოცთაგან, რომელნიც ესპანეთში ივნისში გარსონის ბრძანებით დააკავეს. ითვლება, რომ ისინი ტამბოვის დაჯგუფებას წარმოადგენენ.
ხსენებული სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაცია ოქტომბრის დასაწყისში ესპანურმა “El Pais”-მა გამოაქვეყნა, ხოლო მეორე ესპანურ გაზეთ “ABC”-ში ამის პარალელურად დაიბეჭდა ცნობა იმის შესახებ, რომ იმავე დაჯგუფებამ 20-დან 40 მილიონ ევრომდე გადაიხადა უეფას თასის ფინალში, რომელშიც “ზენიტმა” “გლაზგო რეინჯერსს” 2:0 მოუგო.
მაგრამ მიუნხენის პროკურორისთვის ეს ყველაფერი “არავითარ საფუძველს” არ წარმოადგენს.