რამდენი ხანია აქ აღარ დამიწერია...

შარშან ლივერპულის მერე ვთქვი,სანამ იმ გუნდს არ ვნახავ,ვისშიც პოტენციალი გამოჩნდება,სათქმელს ჩემთვის დავიტოვებ მეთქი...
ახლა ცხელ გულზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი,უბრალოდ ის მომენტები მინდა გავიხსენო - კამბიასომ,ქუარეჟმამ და იბრამ იმდენჯერ ითამაშეს ქუსლით,რომ ამდენჯერ ვუჩინიჩი და პეროტა ბურთს არც შეხებიან!:fig:
ვიღაც ზემოთ გუნდის შინაგან სიძლიერეზე ლაპარაკობდა... ესაა სწორედ,რაც აქა,დე გვაკლდა - მენტალური სიძლიერე,თავდაჯერებულობა,დასტოინი მოძრაობები,მკვლელის ინსტინქტი და... და რა დარჩა?

მთავარი - მოტრიალდები სათადარიგოთა სკამისკენ და მაუს ოდნავ სევდიანი თვალებით დანახული ცალკე სამყარო და მის უკან პატარა გალაქტიკა

- ინტერის სათადარიგოებით ერთი ისეთი გუნდი გაკეთდება,რომელიც ოთხეულისთვის თუ ვერა,უეფას საგზურისთვის აუცილებლად იბრძოლებდა!

სეზარი შეუდარებელი იყო,რამოდენიმეჯერ მართლა ძალიან რთული ბურთი აიღო,შეიძლება 100% საგოლე მომენტი არ ჰქონიათ,მაგრამ მაინც...
მაიკონი ველურია!
კორდობა არ ბერდება,პირიქით ქაუნთ დაუნი დაეწყო!

კივუმ უშეცდომო იყო...
კაპიტანმა თავისი საქმე მისთვის დამახასიათებელი პატიოსნებით და პროფესიონალიზმით აკეთა!
კამბიასო... ამაზე რა უნდა ვთქვა?
მუნტარი ყველგან იყო,უფრო ხშირად რომას საჯარიმოში

სტანკოვიჩისგან ამდენს უკვე აღარ ველოდი!!!
ობინა თავქუდმოგლეჯილი დარბოდა
ქუარეჟმაზე მიჭირს რამის თქმა - ცუდათ არ უთამაშია,მაგრამ ბევრად მეტი რომ შეუძლია,ყველამ იცის!
და იბრა... ეს თუ გყავს,ე.ი. გრანდი ხარ და რარაცაზე გაქვს პრეტენზია!

დაკური,მანსინი,კრუზი - საშუალოზე უკეთესი...
მაუზე რა ვთქვა? - ის რაც სუულ ცოტა დააკლდა ჩელსიში,აქ აშკარად შესრულებადია! ამ კაცს აქვს იდეები,საკუტარი მსოფლმხედველობა და ფილოსოფია და ჩემის ღრმა რწმენით,ამის განხორციელება ინტერის ფეხბურტელებით უფრო შეუძლია! ის მაინც სამხრეთელია და აქ უფრო გაუგებენ...