ამ თამაშის ჩემი აზრით საკმაოდ ხარისხიანი მიმოხილვა, რომელიც ინტერის ბელარუსიულ საიტზე დევს.
http://interbelarus.com/news/2008-10-20-1204 Рома - Интер 0:4
ხოლო აი ბოლო ინფოები იმავე საიტიდან ინტერზე.
http://interbelarus.com/news/2008-10-20-1205 Обинна: "Спасибо Моуринью"
http://interbelarus.com/news/2008-10-20-1208 Ибрагимович: "Голы в начале таймов выбивали соперника из колеи"
http://interbelarus.com/news/2008-10-20-1209 Станкович: "Соскучился по голам"
http://interbelarus.com/news/2008-10-20-1206 Мансини" "Изумительный "Интер"
http://interbelarus.com/news/2008-10-19-1203 "Интер" официально подтверждает интерес к Ди Мариа
* * *
ინტერის და რომას დაპირისპირებას განსაკუთრებულად დიდი ინტერესით ელოდნენ როგორც რომში ისევე მილანში. რომში რადგან, რომანისტების სოლიდურ ნაწილს ჰქონდა დიდი იმედი რომ სწორედ ასეთ პრინციპულ დაპირისპირებაში, რომა მოახერხებდა თავისი ნამდვილი სახის ჩვენებას, და ეს თამაში გახდებოდა რომას კრიზისიდან გამოსვლის პირველი და უმთავრესი ნაბიჯი, ხოლო მილანში მას ელოდნენ, რადგან ინტერის გულშემატკივრები თავისი გუნდის წაგების შემთხვევაში არ დაინდობდნენ ნერაძურის კრიტიკისაგან, რადგან ეს იქნებოდა უკვე ზედიზედ მეორე მარცხი თავის პრინციპულ მოწინააღმდეგესთან (პირველი როგორც იცით მილანურ დერბიში შედგა).
რომას შემადგენლობაში დიდი ტრავმის შემდეგ დაბრუნდა ფრანჩესკო ტოტი, რომელიც გარუძღვა გუნდს ამ თამაშზე, სხვა მხრივ არც თუ ისე რთული გამოსაცნობი იყო რომას შემადგენლობა. აღსანიშნავია რომ დისკვალიფიცირებული მექსესის ნაცვლად თამაშობდა სიმონე ლორია, რომელსაც ჯერ-ჯერობით სათამაშო პრაქტიკა ძალიან მწირი აქვს. კარებში იყო დონი, სისინიო და რიისე თამაშობდნენ ფლანგურ მცველებს, ხოლო ცენტრში თამაშობდნენ ზემოთ ნახსენები ლორია და ბრაზილიელი ჟუანი, ნახევარდაცვის ცენტრალური ზონა ეჭირად ორ იტალიელს, დე როსის და აკუილანის, ფლანგებზე თამაშობდნენ ტადეი მარჯვნივ და ვუჩინიჩი მარცხნივ, ხოლო შემტევ ცენტრალურ ნახევარმცველს თამაშობდა პეროტა, რომელიც ერთადერთი ფორვარდის უკან მოქმედებდა, ანუ ჩესკო ტოტის უკან. მაშასადამე, სპალეტი 4-5-1 ტაქტიკით თამაშობდა.
ინტერის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი სერიოზული მოელოდნელობა იყო, ვიკტორ ობინამ დაიწყო თამაში პირველი წუთებიდან, და აღსანიშნავია რომ ინტერმა ითამაშა ტაქტიკით 4-3-3 ით და არა 4-2-2 ით რომელიც მაურინიომ გამოიყენა ბოლონიასთან მატჩზე (ნტერის უკანასკნელ მატჩში, რომასთან შეხვედრამდე) კარებში იდგა ტაფარელას რეკორდის მსხვრეველი ჯულიო სეზარი, რომელიც წესით ბრწყინვალე ემოციონალურ განწყობაზე უნდა ყოფილიყო, დაცვის ცენტრს შეადგენდა წყვილი კორდობა-კივუ, რაც არც თუ ისე რთული გამოსაცნობი იყო, რადგან ნომინალური ცენტრ-მცველებიდან განაცხადში ამ ორის გარდა მხოლოდ სამუელი იყო, თუმცა ვალტერმა მხოლოდ ეხლახან მოიშუშა ტრავმა (უცნობია მოიშუშა თუ არა ბოლომდე) და მისი დაყენება ძირითადში რისკის შემცველი იყო, დაცვის ფლანგებზე თამაშობდნენ მაიკონი და ზანეტი, იყო სამეული ცენტრალური ნახევარმცველებისა, კამბიასო როგორც ყოველთვის თამაშობდა მცველების წინ, საყრდენის პოზიციაზე, ხოლო მის გვერდებზე თამაშობდნენ სტანკოვიჩი მარჯვნივ, და მუნტარი მარცხნივ, და შემტევი ფეხბურთელების სამეულს წარმოადგენდნენ ობინა, კუარეჟმა და იბრაჰიმოვიჩი. პირველი ორი ფლანგებზე თამაშობდნენ ხოლო უკანასკნელი ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა.
თამაში დაიწყო თუ არა, ინტერმა ანგარიში გახსნა, კორდობამ გრძელი პასით დიდი სივრცის წინ მარტოდ-მარტო დატოვა იბრაჰიმოვიჩი, რამდენს არ ცდილობდნენ რომანისტები მსაჯისთვის დამტკიცებას რომ შვედი აფსაიდში იყო, მაინც არაფერი გამოუვიდათ, რადგან მკაფიოდ ჩანდა რომ სისინიო დაცვის მარჯვენა ფლაგზე შეყოვნდა და ამით მსაჯს ალამის აწევის საბაბი არ მისცა, ასევე ცოტა გაუგებარი და გაუმართლებელი იყო მეკარე დონის მოქმედება რომელიც შორს გამოვიდა კარიდან, თუმცა მას ეს რომ არ გაეკეთებინა, უთუოდ მცველები დაბრუნდებოდნენ თავის ადგილებზე სანამ ფორვარდი საჯარიმოში შევიდოდა და გადაწყვეტილებას მიიღებდა, ასეა თუ ისე დონი კარიდან გამოვიდა, რის გამოც ზლატანმა იგი ოსტატურად შესრულებული დარტყმით დასაჯა. შემდეგი 20 წუთი რომა ნოგდაუნში იმყოფებოდა, ამ 20 წუთში გატანის რეალური შანსები ჰქონდათ როგორც მაიკონს რომელიც მთელი თამაშის მანძილზე დარბოდა მთელს მარჯვენა ფლაგზე, იმის მიუხედავად რომ ბრაზილიაში მან ორივე მატჩი შეუცვლელად ითამაშა, და უდიდეს პრობლემებს უქმნიდა რომას, ხოლო შემდეგ მუნტარისაც ჰქონდა თავის გამოჩენის შანსი. პირველი ტაიმის მეორე ნახევარში რომა მოვიდა გონს, და შეეძლო კიდეც გოლი გატანა, თუმცა რიგ ეპიზოდებში მას არ გაუმართლა, თუმცა რომამ გოლის გატანა მაინც შესძლო, მაგრამ ეს გოლი იყო გაუქმებული, თვალსაჩინო აფსაიდის გამო. ხოლო ის თუ რა ხდებოდა მეორე ტაიმში, არ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას, ინტერმა 10 წუთის ფარგლებში დალაშქრეს რომას კარი, ჯერ ეს მოახერხა ისევ და ისევ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელმაც მიიღო მუნდატის კარგი პასი, და ზუსტი დარტყმა განახორციელა, რაშიც ჟუანმა ხელი ვერ შეუშალა, შემტეგ სტანკოვიჩმა გაიტანა ძალიან ეფექტური დარტყმით, ხოლო ამ ცირკს წერტილი დაუსვა ნიგერიელმა ობინამ, რომელმაც გოლი თავის მემამულე და ძველი ინეტრისტის სტილში, სალტოებით აღნიშნა (ობა მარტინსი არის აქ მხედველობაში) უნდა ითქვას რომ როცა ანგარიში 0-2 იყო, სისინიოს ჰქონდა გატანის კარგი შანსი, თუმცა ჯერ მისი დარტყმული სეზარმა მოიგერია, ხოლო შემდეგ მას დამატებაზე არ გაუმართლა. როცა ანგარიში 0-4 იყო რასაკვირველია ორივე მხარეს იყო მომენტები, თუმცა ინტერის კარებთან შექმნილ მომენტებს სეზარი 5-იანზე უმკლავდებოდა, და რომას პრესტიჟის გოლის გატანის საშუალებას არ მისცა, ხოლო ინტერ ჰქონდა კარგი შანსი როცა მანსინის ჩაწოდების შემდეგ მაიკონმა თავით დარტყმული ბურთი ძელ მოარტყა ხოლო შემდეგ დამატებაზე იბრამ ვერ ივარგა. ერთი სიტყვით ინტერმა ითამაშა ბრწყინვალედ, და დამსახურებულად გაიმარჯვა კიდეც, ხოლო რომას კრიზისი გრძელდება, და შესაძლოა ასეთმა სამარცხვინო მარცხმა კიდევ უფრო გააღრმაოს ცუდი სიტუაცია გუნდში.