ტავარიშებო!!..დღეს შემოგთავაზებთ...გაზეთ "მთავარი სპორტის"(შემდგომში "ლელოს" რომ შეუერთდა)..2005 წლის 22 ნოემრის სტატიას,რომელიც ილია ნიკოლაიშვილმა დაწერა..შეგახსენებთ,რომ წინა დღეს იყო კლასიკო მადრიდში(0-3 ბარსას სასარგებლოდ)..ბატონმა ილიამ კი ვერ მოახერხა თამაშის ბილეთის შოვნა და ამ თამაშს ვალიადოლიდის ერთ-ერთ ბარში უყურა..ვალიადოლიდი კი კასტილიას ეკუთვნის და შესაბამისად მხარს რეალს უჭერდნენ,თუმცა იქაც აღმოჩნდა ბარსას მხარდამჭერთა არმია..მოკლედ რა და როგორ იყო ამას სტატიაში წაიკითხავთ

-----------------------------------ესპანეთში ფეხბურთი მთელი ცხოვრებაა-----------------------------------------
წარმოუდგენლად ძნელია იმ ყველაფრის აღწერა,რაც 19 ნოემბერს მშვიდი ვალიადოლიდის ორ ბარში ვნახე.რა დავარქვა,საოცრება,ვაკხანალია,თავზეხელაღებულობა...ყველაზე მეტად.ალბათ,ერთი უპრეტენზიო,მაგრამ მკვეთრი სიტყვა გამოდგება---სიგიჟე!!
დიახ,ეს სიგიჟე იყო და სხვა არაფერი.ერთ-ერთ წინა სტატიაში შეგპირდით ,რომ "რეალის" მხარდასაჭერ ბარში მივიდოდი და სუპერკლასიკოზე რეპორტაჟს მოვამზადებდი.თუმცა,შემდეგ დავფიქრდი და ერთმა გარემოებამ ფრიად დამამწუხრა.უდავოა,ჩვენს გაზეტს მხოლოდ "რეალისტები" არ კითხულობენ,"ბარსას" ფანებიც ხომ მრავლად არიან.დარწმუნებით შეიძლება ითქვას,რომ მათ კასტილიური სულისკვეთება და სამეფო კლუბის ინჩასების ისტორიების მოყოლა დიდად არ დააინტერესებდათ.ამიტომ რაღა უნდა მეღონა.ვალიადოლიდი კასტილიისა და ლეონის გულში იმყოფება.აქ აბსოლიტური უმრავლესობა "რეალს" ქომაგობს.გასაგები მიზეზების გამო კატალონიაში ევრ წავიდოდი.საბედნიეროდ,ვალიადოლიდში ბარსელონისტების ბარიც აღმოჩნდა.როგორც კი ეს გავიგე,გადავწყვიტე,პირველი ტაიმი "რეალისტების" გარემოცვაში მენახა,შესვენებაზე კი ტაქსი გამეჩერებინა და აბსოლიტურად საპირისპირო ბანაკში გადამენაცვლა.ასეც მოვიქეცი...
რვის ნახევარზე მეგობრებს დათქმულ ადგილას შევხვდი.ჩემი კამერუნელი ძმაკაცი სამუელი რაოდენს საოცარიც არ უნდა იყოს,რეალის ტავგადაკლული გულშემატკივარია.მას სულ არ აინტერესებს,რომ ეტოოც კამერუნელია და მასაც სამუელი ჰქვია.კიდევ ერთი მეგობარი კატერინა კი ჩეხია,რომელიც ფეხბურთზე დიდად არ გიჟდება.სუპერკლასიკოს სანახავად სერიოზული რეკომენდაციის შემდეგ წამოვიდა.სასიხარულოა,რომ არ მოიწყინა და ბოლოს მადლობაც გადაგვიხადა.აქვე დავამატებ,რომ კატერინა ჩემსავიტ ნეიტრალური ქომაგი იყო.
მაშ ასე,აქაური დროით 19:45 წუთზე კარდენალ სინსეროსის 12 ნომერში მდებარე ბარ "სიცილიის" კარი შევაღეთ.პირველი შთაბეჭდილება სიგარის კვამლმა და მძაფრმა სუნმა მოახდინა.ამათი ლოგიკა ასეთია-სიგარა თუ არ მოწიე,ფეხბურთი რაღა ფეხბურთია.შევედით თუ არა,ბართან ორადორი სკამი მოვნახეთ და "ჰაინეკენი" შევუკვეთეთ.ლუდი მოტანილი არ ჰქონდათ,რომ ჩვენს კამპანიას ბარის მეპატრონე შემოუერთდა:
-გამარჯობა,მე აქაურობის შეფი ვარ,ნაჩო მქვია...
--სასიამოვნოა,სენიორ ნაჩო,-პასუხობს სამუელი..
--არ მინდა შეგაწიხოთ,მაგრამ ამ ბარის მუდმივი კლიენტები არ ხართ და მსურს გაგაფრთხილოთ,რომ ასეთ დღეებში "ბარსელონას" გულშემატკივრებს არ ვმასპინძლობთ,მარტივად გეტყვით,თუ კატალონიას ქომაგობთ,სჯობს,გახვიდეთ.
-არა,მე რეალს ვგულშემატკივრობ.
-ესენი?
-კატერინას ფეხბურთი საერთოდ არ უყვარს,ჩვენ გვიწევს კამპანიას.მე კი ნეიტრალური ვარ,არც "რეალი",არც "ბარსა".
სენიორ ნაჩო აშკარად გაოცდა და პირდაპირ მომიგო:ასეთი რამ საერთოდ არ გამიგია.მაშინ ბარში რატომ მოდიოდით?კარგით,თქვენი ნებაა,მთაბარია,რომ "ბარსელონას" არ უჭერთ მხარს.კარგად მოეწვეთ და ისიამოვნეთ.ვწუხვარ,რომ მესამე სკამი ვეღარ იშოვნეთ.ცოტა ადრე უნდა მოსულიყავით.
ნაჩოს ჩვენც მადლობა მოვახსენეთ და მატჩის საყურებლად მოვემზადეთ.ფეხბურთელების გამოჩენისას ისეთი ხმაური ატყდა,რომ საკუთარი ხმა აღარ მესმოდა.კატალონიელებს ისე უსტვენდნე,როგორც ცხადში,სტადიონზე.თითოეულ მოთამაშეს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით ამკობდნენ.შემდეგ ერთმანეთს დაენიძლავნენ.ყველაზე დიდი "რეალისტი" ის იყო,ვინც სამეფო კლუბის ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებას იწინაწარმეტყველებდა.ერთმა 7-0 მოვიგებთო.იქვე დაამატა,ვიცი რომ ლუდის ყიდვა მომიწევს,მაგრამ არ მენანება,რომ იცოდეთ რამხელა სიამოვნებაა როცა ამბობ რეალი ბარსას 7-0 მოუგებსო...
ამასობაში მატჩიც დაიწყო.ცოტა ხანში იქაურ საზოგადოებას შიში დაეტყო.არ აღიარებდნენ,მაგრამ შესანიშნავად ხვდებოდნენ,რომ ბარსა უკეთ თამაშობდა.მალე ლიონელ მესიმ უსწრაფესი შეტევა წამოიწყო და სამუელ ეტო'ომ ანაგრიში გახსნა.გოლს გამყინავი სიჩუმე მოყვა.ერთ წამში ყველას ხმა ჩაუწყდა.აბსოლიტურად ყველამ უბედური გამომეტყველება მიიღო.32 წუთზე კარი გაიღო(ბარის კარი რარა ტქმა უნდა

რეკონერ) და კინაღამ გული წამივიდა.ბარში ასაკოვანი კაცი შემოვიდა.ნინო მანფრედის იმდენად ჰგავდა,რომ თვალები მოვიფშვნიტე.მანფრედი დიდი ხნის წინ ,რომ არ მომკვდარიყო,ვიფიქრებდი,კოლორიტული იტალიელი მსახიობი ცოცხლად ვნახე-მეთქი.გაირკვა,რომ ის დონ სალვადორი ყოფილა,თუმცა პირველი შთაბეჭდილების პატივსაცემად მოხუცს ნინო მანფრედი შევარქვი.მის შემოსვლას დიდი ოვაციები მოჰყვა.პირველი სენიორ ნაჩო გამოენთო და შეჰყვირა:--სად ხარ,დონ სალვადორ?ნახე რას გვიშვებიან ეს დამპლები.
--ელ გორდო(მსუქანა),დევბერდი.ცოლი არ შემეშვა და მასთან ალერსი დიდხანს გამიგრძელდა.ახალგაზრდობაში ამ საქმეს უფრო მალე ვაგვარებდი.დავაგვიანე და ამიტომ ჩემი ბრალია,რომ გაგვიტანეს.ცოლს ცუდ დღეს დავაყენებ.
დონ სალვადორს არც კი შეუკვეთავს,უმალ ვისკი და უზარმაზარი სიგარა მიართვეს.მოხუცმა გვერდზე მჯდომ ბიჭებს ჩვენზე ჰკითხა,ესენი არ მეცნობიან,ჩვენები არიანო?პასუხი ვერ გავიგონე,თუმცა იქიდან არავის არ გავუყრივართ.პირველი ტაიმის დასრულებას წამები აკლდა.ბარში მთვრალი მამაკაცი შემოვარდა და "ბარსა,ბარსა"-ს სკანდირება დაიწყო.ვიფიქრე,აქ უბედურება დატრიალდება-თქო.როგორც გაირკვა,ეს კაცი სენიორ ნაჩოს ბავშვობის ძმაკაცი ყოფილა.ამიტომ მოსაკლავად ვერ გაიმეტეს,თუმცა ბარიდან კინწისკვრით გააგდეს.ტრადიცია ჰქონიათ,როცა ბარსა აგებს,ნაჩო გარბის კატალონიელთა ბარში და მას აძევებენ იქიდან.(რა დაცენტრილი ხალხია

).მართლა გიჟები არიან..
შესვენებაზე ტაქსი გავაჩერეთ და ზუსტად 5 წუთში სრულიად განსხვავებულ ატმოსფეროში აღმოვჩნდით.როცა ბარში შევედით,ყველა "ბარსას" ჰიმნს მღეროდა და ყირაზე გადადიოდა.თავისუფალი ადგილი,რა თქმა უნდა,არ იყო.კატალონიელთა ერთადერთ ბარში მთელ ინჩადას მოეყარა თავი.იქ ჩვენი მეგობრები კარლოსი და კიარა შეგვხდნენ.კარლოსი ვალენსიელია და ბარსელონას ქომაგობს.ვალენსიაში დაახლოებით იგივე სიტუაციაა,როგორც ბელგიაში.მოსახლეობის ნახევარს ესპანელები შეადგენენ,ნახევარს კი კატალონიელები.არსებობს ე.წ. ვალენსიური დიალექტის ფენომენი.როგორც კარლოსმა ამიხსნა,ის კატალონიურისგან ფაქტობრივად არაფრიტ განსხვავდება,მაგრამ ხელისუფლებამ პოლიტ-კორექტულობის პრინციპებიდან გამომდინარე,მას ვალენსიურუ დიალექტი შეარქვა.კარლოსი უფრო კატალონიელობს,ვიდრე ესპანელობს.ამიტომაც ბარსელონისტების ბარში მისი ნახვა არ გამკვირვებია.კიარა ჩემსავიტ ნეიტრალური იყო.მათ ალჟირული წარმოშობის ფრანგი ალექსი და ესპანელი სუსანა ახლდნენ.ალექსი ნამდვილი პიჟონი იყო,სუსანაზე კი ჩვენში ასე იტყვიან-ოჯახში არ შეიშვებაო.
კარლოსმა,მეგობარი სამუელი(ის კამერუნელი,რეალისტი) რა ტქმა უნდა,არ გასცა,თუმცა სხვებისთვის შეუმჩნევლად ძალიან ბევრი დასცინა.ბარის მეპატრონემ მიკროფონში გამოაცხადა-დღეს თუ მოვიგებთ,სასმელები სუპერმარკეტის ფასებში გაიყიდება და დილამდე უფასო დისკოთეკა გაიმართებაო.ისეთი ყიჟინა ატყდა,კინაღამ დავყრუვდი.60-65 წლის კაცი ტინეიერივით გაჰკიოდა.რონალდინიოს ჯადოქრობამ კატალონიური ბარი ექსტაზში მოიყვანა.3-0-ეს ხომ ბარსას ტრიუმფი და რეალის დასამარება იყო.
საფინალო სასტვენის შემდეგ 5 ევროიანი ჰეინეკენი,მართლაც 1 ევრო გახდა,ჭიქა ვისკიშიც ევროს იღებდნენ.დიდი ღრეობა დაიწყო.წუთი ისე არ ჩაივლიდა ბოთლი ან ჭიქა არ გამტყდარიყო,მაგრამ ამაზე არავინ წუხდა.ბარსელონას გამარჯვებამ ყველაფერი შესაძლებელი და მისაღები გახადა.სამუელს ხასიათი წამხდარი კი ჰქონდა,მაგრამ მეგობრების ძალისმხევით ისიც გამხიარულდა და"ბარსას" დაკრულზე აცეკვდა.აქტიურუ სუსანას შემხედვარე და გადამკიდე,საბოლოოდ დავრწმუნდი ,რომ ეს გოოგ ოჯახში მართლა არ შეიშვება.
ფიესტამ დილის 7 საათამდე გასტანა,იმ დროისთვის ხალხი ნელ-ნელა დაიშალა და ჩვენც ქუჩაში აღმოვჩნდით.განთიადის ქალაქმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.სახლებისკენ მივდიოდით,როცა ალექსმა სპონტანური თამაში წამოიწყო. "კოკა-კოლის" დაჭმუჭნულ ბოთლს ფეხი დაარტყა და დაიძახა:--"მე ზიდანი ვარ".ესტაფეტა კარლოსმა გა დაიბარა,მანაც დაარტყა და შესძახა,თამაშში ხავი ჩაერთო.შემდეგ იტალიელი კიარას ჯერი დადგა-ის ტოტი იყო,სუსანა რაულად მოინათლა.კატერინა კი რა თქმა უნდა პაველ ნედვევი გახლდათ.ბოლოს "ბურთი" მეც მომიგორეს.უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა...თუმცა დავარტყი და ვთქვი--კალაძე!.... "ა სი,სი ხუდაგორ დე მილან"-შეკივლა კიარამ....