ჩემო Mersisaidman წესიერო და ღრმად განათლებულო ადამიანო.
შენც აქ უმრავლესობისდარად მოდას აყოლილივით ნუ საუბრობ გეხვეწები. მარტო ე მაგ გვარების ჩამოთვლა რა ბედენაა, რა გამარიაჟებულნი არიან?!
ჩემო კარგო აკადემიის მუშაობა მისი აღზრDილთა გამარიაჯებაში კი არ უნდა იყოს გამოხატული არამედ მათ მიერ მოხვეჭილ ტიტულებში.
აიაქსსე როდესაც ვსაუბრობთ გასათვალისწინებელია ის დიდი ფაქტორი რომ ამ კლუბმა 4-ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი და ეს ძირითადად თავისი აკადემიის აღზრდილთა ხარჯზე მოახერხა.
ეხლა იმ ფეხბურთელებიდან რომელიმე თუ არ არის დოლჩე გაბანას სახე ეს მათ აკადემიას არ აკნინებს და არც ის თუ ისინი ისე ვერ ჟონგლიორობოენ როგორც მავანნი და მავანნი სხვა სკოლათა წარმომადგენელნი.
ამის ფონზე რომ გადავხედოთ ტიტულოვან კლუბებს და დასკვნები ვაკეთოთ ადვილად მივხვდებით თუ ვისია ყველაზე წარმატებული საფეხბურთო სკოლა.
1- რეალი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია მაგრამ მისი ტიტულები ადან ჰოემდე ლეგიონერთა დამსახურებაა უფროა ვიდრე მისი აკადემიის აღზრდილთა ღვაწლი.
2- მილანი. მათ საფეხბურთო სკოლასაც არა უშავს მაგრამ ამათ ბოლოდროინდელ წარმატებებს განსაკუთრებით რომ სწორედ ლეგიონერები განაპირობებდნენ და არა მალდინები ესეც უდავოა.
3- აიაქსი უკვე მოგახსენე.
4- ბავარია. გერმანული საფეხბურთო სკოლა გამორჩეული რომ იყო დისციპლინით და რეჟიმით ეს დიდი აღმოჩენა არ არის და არც სიახლეა. ამ საფეხბურთო სკოლის აღზრდილებზე რომ არაფერი თქვას კაცმა და სხვა ხარახურა გამარიაჟებული სკოლების აღზრდილთა ჩამოთვლას შეუდგეს ეს ფეხბურთისადმი უპატივცემულობა იქნებოდა. ამ ბოლო დროს მთლიანად გერმანიას ყველა სფეროში თითქმის დაერხა უბრალო მიზეზის გამო რომ აღმოსავლეთ გერმანია "ვეშმეშოკივით"მოიკიდეს და ათრევენ. აი რომ გამოიმუშავებენ იმუნიტეტს მერე მაგათი საქმეც გამოსწორდება.
5- და რაც მთავარია იმაზე რომ არ ვთქო არაფელი ჩემს თავს როგო ვაპატიო.
2005-წელს დროებით თავი დავანებოთ.
იმ წინა 4 ჩემპიონთა თასის მოპოვებაში აქაც აიაქსის დარად თუ არა მთლად მაგრამ დიდწილად აქაც ამ საფებურთო სკოლის დამსახურებაა.

ესე რომ მათი საფეხბურთო სკოლა აიაქსის სკოლასთან ერთად საუკეთესოთა შორისაა უბრალოდ აიაქსი ებრაელთა კლუბია და მარკეტის პრინციპით მოღვაწეობს.(გაყიდეთი

) ეხლა დაუბრუნდეთ 2005-ს. აქ კი იყო ლეგიონერთა რიცხვი გაზრდილი და მწვრთნელიც ლეგიონერი იყო. თუმცა ვინც უნდა რამდენსაც უნდა მეკამათოს რომ არა მისი აკადემიის აღზრდილი, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე იმ მატჩში, ორი იმდენი ლეგიონერიც რომ ყოფილიყო და სამი მწვრთნელიც თუ გინდა, იმ თამაშს სხვები ვერ მოიგებდნენ.
აქედან დასკვნა.
საუკეთესო სკოლათა რიცხვს აუცილებლად განეკუთვნებიან აიაქსი, ლივერპული, ბავარია, მილანი და მერე სხვა ყველა.