tifoso_di_juve
გენადი ბლიზკინი

სანამ შემოგთავაზებთ ჩვენი წამყანი ფეხბურთელის ფრიად საინტერესო ინტერვიუს , მანამდე მოგაწვდით მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს მის შესახებ . ბატონი გენადი დაიბადა 1980 წელს 30 ივლისს ფეხბურთელების ოჯახში( მისი დიდი ბაბუა გენადი უფროსი , გახლდათ ცნობილი ბელორუსი ფორვარდი) სწორედ მან ჩაუნერგა შვილიშვილს ფეხბურთისადმი სიყვარული. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ პატარა გენადი ბავშვობიდან ბალეშიკობდა ისეთ ბუმბერაზ გუნდს როგორიცააა მადრიდის რეალი, (ეს მეტყველებს მის დიდ საფეხბურო კლასზე) გენადი იხსენებს თუ როგორ ოცნებობდა გამხდარიყო ისეთივე დიდი , და წარმატებული ფეხბურთელი როგორიც იყო , ფერენც პუშკაში, დი სეფანო და ა.შ. (ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს). რაც შეეხება გენადის საფეხბურთო კარიერას , 1999-2004 წლებში თამშობდა ბელარუსის ასევე ერთ-ერთ წამყვან კლუბში გომელში სადაც 154 შეხვედრაში 58 გოლი გაიტანა . შემდეგ იგი გადავიდა სოკოლ სარატოვში სადაც მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩაატრა და 2005 წლიდან უკვე იცავს ბატეს ღირსებას , სადაც 82 შეხვედრაში 42 გოლი გაიტანა.
ეხლა კი თავს აღარ შეგაწყენთ და შემოგთავაზებთ მის ინტერვიუს .
როგორ გრძნობთ თავს ლიგაზე თქვენი ბოლო მატჩის შემდეგ ? მე თავს ვგრძნობ დიდებულად , შესანიშნავი მატჩი იყო ნამდვილად და როცა ჯგუფში გყავს ესეთი გუნდი და შენ მასთან ამთავრებ ფრეს ეს ყოველთვის სასიამოვნოა..
ფიქრობთ რომ შეგეძლოთ ამ თამაშის მოგება ?რათქმაუნდა შეგვეძლო და თან საკმაოდ სოლიდური სხვაობით რომ არა იტალიელების იღბლიანობა ჩვენ ამ მატჩს მოვიგბდით , მემგონი ყველამ დაინახა , რომ ჩვენ ჩვენ შეგვწევს ძალა გავუმკლავდეთ ნებისმიერი დონის მეტოქეს ...
თქვენმა მწვრთნელმა განაცხადა , რომ ის ერთადერთ ძლიერ კონკურენტად მიიჩნევს მადირის რეალს , თქვენც ასე თვლით?მე არ შემიძლია არ დავეთანხმო ვიქტორს, ალბად გაეცანით ჩემს ბიოგრაფიას და იცით რომ რეალი ჩემი საყვარელი გუნდია , ოღონდ ეს არაფერ შუაშია ამ შემთხვევაში, მე მას როგორც მეტოქეს ისე აღვიქვავ , ვფიქრობ რომ საკმაოდ რთული თამაში გველოდება წინ , მაგრამ ჩვენ ძალებს არ დავზოგავთ რადგან ეს არაა ისეთი მარტივი და ხელწამოსაკრავი თამში როგორიც იუვესთან ან სხვა ნებისმიერ გუნდთან , ეს ხომ მადრიდის რეალია და ეს ჩვენ ყოველთვის გვახსოვს..
შემდეგი მატჩი გაქვთ 21 ოქტომბერს რუსეთში , როგორ შეაფასებდით თქვენს მეტოქეს?ნუ ზენიტი ის კლუბია არაა რომელზეც მე ბევრს ვილაპარაკებ , ერთს ვიტყვი მხოლოდ , რომ ზენიტი იმყოფება ჯგუფში ბოლო ადგილზე და გპირდებით რომ ეს მდგომარეობა ჩვენთან მატჩის შემდეგ ნამდვილად არ შეიცვლება .
რას იტყვით გუნდის ამჯამინდელ შემადგენლობაზე და თქვენ შანსებზე?რეალურად რომ ვიმსჯელოდ , გუნდი საკმაოდ მოძლიერებული და შეკრულია , იგრძნობა ერთსულოვნება, გვქონდა მცირეოდენი პრობლემები დაცვაში , თუმცა ჩვენ თავდაუზოგავად ვვრაჯიშობთ ამის აღმოსაფხვრელად, რაც შეეხება ნახევარდაცვას , აქ ყველაფერი კარგადაა რაც დავინახეთ კიდეც იუვესთან მატჩში. სწორედ ჩვენმა ორმა შემტევმა ნახევარდამცველმა იგორ სტატევიჩმა და სერგეი კრივეტსმა მოუტანა გუნდს ის ორი შესანიშნავი გოლი. შესაბამისად ნახევარდაცვისა და თავდასხმის ხაზი კარგადაა შეთამაშებული , გვაქვს გააზრებული კომბინაციები, ორიენტირებული ვართ შეტევაზე , გუნდი არის ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული , რაც დარწმუნებული ვარ იქნება ჩვენთვის წარმატების მომტანი... ასერომ ჩენ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ...
პტ. თქვენი Merenguesi
* * *
გასაგებად არ ვთქვით? არ დავინახო ამ თემას ვინმე შეეხოს !!!!!!!!!!!!!! დახურვაზე ხო საუბარიც ზედმეტია , ბატელების განაწყენებას არ გირჩევთ
This post has been edited by Merengues on 3 Oct 2008, 12:09