მე თუ რამე დამეჯერება სანდოობის და იმ ნიუანსის გათვალისწინებით რომ მე როგორც ჩანს ცოტა მეტი მაქვს ნანახი ვდირე თქვენს უმრავლესობას მაშინ ჩემს სიას მეც ჩამოვწერ.
უპირველეს ყოვლისა მე ვარ ქართველი და მერეა ბრაზილიები თუ ხოლანდიები და ა.შ.
მაშ ასე:
1-დინამო(თბილისი)-ლივერპული 3-0
ეს იყო ალბათ არა მარტო ჩემი აზრით, ყველაზე დიდი წამრატება ქართული ფეხბურთის დღემდე ისტორიისა.(თასების თასის მოგებაზე დიდი წარმატება)
2-დინამო(თბილისი)-დინამო(მოსკოვი) 0 - 0 (5-4 პენ.)
ნუ მე ამ მატჩისას იქ მოსკოვში ვიყავი სტადიონზე, ეს ერთი და მეორე ის ფაქტი რომ ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც KGB-მ დაუშვა და თბილისის დინამოს მოსკოვურ გუნდზე თასის ფინალში გაამარჯვებინა. ამასთან მოსკოვის დინამოსთან თბილისელებს ჰქონდათ საშინლად ცუდი სტატისტიკური მაჩვენებელი.
3-დინამო(თბილისი)-კარლ ცეისი. 2-1
4-ლივერპული-მილანი 2005.
ამ თამაშის დარი ფინალის ნახვის შანსი, ადამიანს ოდესმე მხოლოდ ლამაზ სიზმრებში თუღა ექნება.
5-არხენტინა-ინგლისი 2-1 1986.
ამ მატჩზე ბევრი თქმულა და გასაგებია ეს ყველაფერი მაგრამ ის გოლი რაც იქ გავიდა არ გამეორდება სავარაუდოდ აღარასოდეს.
ეს პირველხარისხოვან თამაშთა სიაა რომლის ქვემოთ ამ სიას ბოლო არ უჩანს ჩემდა სასიხარულოდ.