ღვინიანიძეს უგანდელი მეგობრის გაუჩინარება ადარდებს
“მიუნხენ 1860”-ის ქართველი მცველი მათე ღვინიანიძე შეშფოთებულია მისი თანაგუნდელისა და მეგობრის, უგანდელი ნახევარმცველის, სავიო ნსერეკოს გაუჩინარებით, რომელიც ერთი კვირაა გუნდში არ გამოჩენილა.
ინტერნეტ-გამოცემა abendzeitung.de-ს ინფორმაციით, ოთხშაბათ დილით, ვარჯიშზე მისულმა ღვინიანიძემ, ნსერეკოს დაკარგვის თაობაზე თავდაპირველად კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თუმცა, შემდეგ ჟურნალისტებთან გაჩერდა, სინანულით თავი გააქნია და თქვა: “რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვარ, რადგან სავიო ჩემი მეგობარია და ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა”.
ქართველ მცველს არ სჯერა, რომ ნსერეკო შეიძლება მიუნხენში იყოს და კლუბში არ ცხადდებოდეს: “ვინ თქვა რომ სავიო აქ არის? ის რომ მიუნხენში ყოფილიყო აუცილებლად დამიკავშირდებოდა. ვფიქრობ, სავიო საკუთარ სახლშია და ცხადია, არა მიუნხენში”.

ა დედა უტირა,ფეხბურთელი როგორ უნდა დაიკარგოს ?
მაგ ბიჭს მიუნხენის გარდა,ბრეშიაში,ვესტ ჰემში და ფიორენტინასიც აქ ნათამაშევი
დაჟე ვესტ ჰემის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია თუ არ ვცდები..
დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ,რა მოუვიდა ნეტა?