styles_p
სანამ იკ დავდებ აკ მოკლედ

კლას იან ჰუნტელაარი (ჰუნტერი) დაიბადა დრემპტში , ჰოლანდიის ერთ-ერთი რეგიონის სოფელში. ის ცხოვრობდა თავის მშობლებთან დირკ-ჟანთან და მაუდ ჰუნტელაართან და ორ ძმასთან ნიკთან და ჯელისთან ერთად. თავის ძმების მსგავსად, 5 წლის ასაკში ის შევიდა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ v.v. H. en K.-ში , სადაც მან 6 წელი გაატარა.
1994 წელს მან ხელი მოაწერა თავის პირველ ახალგაზრდულ კონტრაქტს 11 წლის ასაკში დე გრააფშაფის კლუბთან.

პირველი ორი წელი იგი თმაშობდა მარცხენა ფრთაზე შემტევ მცველად და ზოგჯერ გოლკიპერადაც კი . მხოლოდ მესამე წელს ითამაშა როგორც , თავდამსხმელმა. 1997-98 წლებში 14 წლის ჰუნტერი იყო პირველი თავდამსხმელი , გრაფშაფის C-გუნდში და 20 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა. შემდეგ სეზონში უკვე იგი გადაიყვანეს B1-გუნდში და 1999-00 სეზონში ჰუნტერი გახდა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 31 გოლით. მისი გოლების გატანის ტალანტი , მალე მოექცა პსვ ეინთჰოვენის ყურადღების ქვეშ და 2000 წელს გახდა ამ გუნდის წევრი.
ჰუნტელაარი არის თავდამსხმელი რომელიც თამაშობს როგორც ცენტრ ფორვარდი, ასვე გამთამაშებელიც. მას აქვს კარგი ტექნიკური მოხერხებულობა და შეუძლია გოლის გატანა როგორც თავით ასევე ორივე ფეხით. სათამაშო სტილით მას ადარებენ მარკო ვან ბასტენს და ფერნანდო მორიენტესს.
2003 წელს ჰუნტერი ეინთჰოვენიდან იჯარით დაბრუნდა De Graafschap , რომლის ფინანსური დირექტორიც იყო მისი ბიძა.. მან მონაწილეობა მიიღო 9 მატჩში , მაგრამ გოლების გატანა ვერ მოახერხა.2003-04 სეზონში იგი კვლავ იჯარით ამჯერად უკვე AGOVV-ში გადაიყვანეს სადაც საკმაოდ წარმატებული სეზონი ჩაატარა . 35 შეხვედრაში 26 გოლის გატანა შეძლო . 2004-05 წლებში იგი 100, 000 ევროდ შეიძინა Heerenveen , სადაც 46 შეხვედრაში 34 გოლი გაიტანა. 2005 წლელს კი მან ხელი მოაწერა 9 მილიონიან კონტრაქტს აიაქსთან . ჰუნტერმა საკმაოდ შედეგიანად დაიწყო თავისი პირველივე მატჩები აიაქსისი რიგებში პირველ 7 შეხვედრაში მან 9 გოლის გატანა მოახერხა, მათ შრის ერთ-ერთი იყო ინტერის მილანის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე.მთლიანობაში კი აიაქსის რიგებში მას 97 შეხვედრაში 79 გოლი აქვს გატანილი.
ტიტულები:
KNVP თასი: 2005/06, 2006/07
ჰოლანდიის სუპერ თასი: 2005/06, 2006/07
ევროპის ჩემპიონი 21 წლამდე:2006
Eredivisie საუკეთესო თავდამსხმელი:2005/06, 2007/08
ევროპის ჩემპიონატის 21 წლადე საუკეთესო თავდამსხმელი:2006
Eredivisie წლის ტალანტი:2006
IFFHS პირველი დივიზიონის საუკეთესო თავდამსხმელი:2006
ევროპის Bronze Boot: 2008
პ.ს. ცოლშვილიზე ვერაფერს გადავაწყდი , არ ყავს ვითომ ?