გილოცავთ ყველას, მშვენიერი მოგება და მშვენიერი თოვლი

ნუ არცერთი წესიერი შეტევა რეჯინასგან, გაივარჯიშა იუვემ...
ფეხბურთელებს რეიტინგი რო მივცეთ..
მანინგერი 6.5 - არ ქონია ბევრი საქმე, მარა როცა საჭირო იყო "კაკ პა უჩებნიკუ"

ლეგროტალიე, გრიგერა, მოლინარო - სამივე 6.5, არაფერს ვიტყვი ბევრს მარტო მოლინაროზე მინდა ვთქვა რომ დაცვით ფუნქციებს კარგად ასრულებს, თავდადებული ბიჭია, მარა ნიჭი არ აქ პასის და შეტევის და რა ქნას მართლა, უბრალოდ იდგეს დაცვაში ჯობია მგონი..
კიელინი 7 - როგორც ყოველთვის კედელი იუვეს დაცვაში + გოლი
სისოკო 7,5 - სუპერ იგროკია რა, თავიდან რო გადმოვიდა იუვეში ემჩნეოდა რო პასის უნარი არ ჰქონდა საერთოდ ეხლა კი იშვიათად ცდება. ისე უფრო და უფრო იკვეთება რო მომავალში უდიდესი ვარსკვლავი დადგება. ტექნიკურად ძალიან დაიხვეწა და ეხლა ვიღებთს ექსტრა კლასის ნახევარმცველს, რომელსაც ბურთის ართმევასთან ერთად ბურთის დაჭერაც და რაღაც დონეზე გამწვავებაზე წასვლაც შეუძლია..
მარკიზიო 6.5 - მომწონს ეს ბიჭი, მონდომებულია და არცერთ მატჩში არ ზოგავს თავს.. დღესაც კარგად ითამაშა..
ნედვედი 6.5 - დაბერდა და ტექნიკური წუნიც გაეზარდა, მგალითად ადრე მაგდენი შორეული დარტყმიდან ერთს მაინც გაუშვებდა კარის მიმართულებით ეხლა კიდე თოვლის შტეფსელს არტყავს ცაზე..

კამორანეზი 7.0 - იუვეს ერთ-ერთი მთავარი კოზირი შეტევაში, ყოველთვის შეუძლია რაიმე ღირებული შექმნას და დღესაც მოწოდების სიმაღლეზე იყო.. კაცია კაცური.. : )
ამაური 7 - ტარანული და ტექნიკური ფეხბურთელის ნაზავი.. ყველა მატჩს ერთნაირად თამაშობს.. მაგრამ ხან იტანს, ხან არა.. დღეს გაიტანა..

მარკიონი 6 - კამორანეზისთან შედარებით შეტევაში ნოლია და დღესაც ვერ იყო მაინცდამაინც კაი, ერთ მომენტში იაკინტასთვის უნდა მიეცა პასი დარტყმის მაგივრად
იაკინტა ?
ჯოვინკო 6.5 - ამ ბავშვში ყველაზე მეტად რაც მომწონს არის უნიკალური უნარი გააკეთეს სიტუაციისთვის შესაბამისი გამოზომილი და ზუსტი პასი.. ბურთი რაღაცნაირად მიწებებული აქვს ფეხზე, სწრაფია & ტექნიკური, დელ პიეროს გარდა იმისა რომ პენალტი აჩუქა, რიგ მომენტებშიც კარგად უწყვილდებოდა..
რანიერი 6.5 - არანაირად არ მოველოდი ჯოვინკოს თუ მარკიზიოს მაგივრად გამოიყვანდა და თავდამსხმელების უკან ათამაშებდა, იმედია მომავალშიც ვიხილავთ მსგავს ფორმაციას..
და ბოლოს ილ კაპიტანოოოოოოოოოოო, 250 ვოლტე დელ პიეროოოო... 8.0 - მთელი მატჩის განმავლობაში უნიკალურ გადაწყვეტილებებს იღებდა, სიბერეშიც არ ამოეწურა კრეატიულობის და ახლის შექმნის უნარი, ყველა შეტევა მისით იწყებოდა, გუნდის ნამდვილი ლიდერია.. ერთი ეგ არის 4-0 ზე *ლეზე ეკიდა უკვე და დადიოდა..

....
პ.ს. სისოკო თოვლში მაგარი პრიკოლი იყო..

***
პირველია უკვე, მთელი 66 გოლით გაუსწრო მეორე ადგილოსან ბონიპერტის..
This post has been edited by Coldplayin' on 30 Nov 2008, 02:02