მაშინ შევას მილანში დაბრუნების აზრი მითხარი
* * *
კალაძეს პროკურატურა დაკითხავს
უკრაინის გენერალური პროკურატურა, 2004 წელს უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მოწამვლასთან დაკავშირებით, რომელიც მაშინ, ქვეყნის პირველი პირის პოსტის დაკავების კანდიდატი იყო, “მილანის” ფეხბურთელებს - ანდრეი შევჩენკოსა და კახა კალაძეს დაკითხავს.
ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტ- გამოცემა podrobnosti იუწყება.
საქმე ისაა, რომ შევჩენკო და კალაძე ბიზნესმენ თამაზ ცინცაბაძის მეგობრები არიან, რომელიც იუშჩენკოს მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით მოწმის რანგში გადის. თავის მხრივ ცინცაბაძე უკრაინის რადას დეპუტატ დავით ჟვანიას ახლობელია, რომელიც იუშჩენკოს საქმეში ეჭვმიტანილია.
ცინცაბაძე იმ ვახშამს ესწრებოდა, რომელზეც სავარაუდოდ იუშჩენკო მოწამლეს.
აღსანიშნავია, რომ გენერალურმა პროკურატურამ უკვე დაკითხა კიევის “დინამოს” კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი ანდრეი გუსინი.
ესენი გიჟები ხომ არ არიან?
მიმაგრებული სურათი