კაი ტო მთლად მასე როგორ გავიმეტო

ბალღია ჯერ
2004 წელს 5 სექტემბერს უკრაინაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი იქური უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ საციუკთან ვახშამზე ყოფილა მიწვეული. ვერსიის თანახმად, სწორედ იმ დღეს მოწამლეს იუშენკო - მაშინ ჯერ კიდე უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი.
ამ დროს, საციუკის აგარაკზე იმყოფებოდა კიდევ ერთი ქართველი ბიზნესმენი დავით ჟვანია, რომელიც ამბობს - ცინცაბაძე გვერდით ოთახში იჯდა და ფეხბურთს უყურებდაო. სხვათა შორის, ცნობილია, რომ გუსინმა გამოძიებას ჩვენება უკვე მისცა, ცინცაბაძემ კი, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ ხსენებულ ფეხბურთელებთან მეგობრობს, თუმცა ვერ ხვდება, რა კავშირი აქვთ საქმესთან გუსინს, შევჩენკოს და კალაძეს.
უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ნიკოლაი გოლომაშმა კი განაცხადა, რომ სამეულის დაკითხვაზე არაფერი სმენია: "რა შუაშია არიან აქ ფეხბურთელები? მე უფრო სერიოზულ ადამიანებზე მომდის ცნობები, მაგალითად, სახალხო დეპუტატებზე" - აცხადებს გოლომაში.
კალაძემ დღეს უარყო გავრცელებული ინფორმაცია.