“მილანს” ბორიელო გამოაკლდა
იტალიის “მილანის” თავდამსხმელ მარკო ბორიელოს, ვარჯიშზე ბარძაყის კუნთი დაეჭიმა და უახლოეს მომავალში გუნდს ვერ დაეხმარება.
ამის შესახებ იტალიური ინტერნეტ-გამოცემა Channel4 –ი იუწყება.
ფეხბურთელს საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაუტარდება, რათა ტრავმის სიმძიმე და მკურნალობის ვადები დაუდგინდეს.
წინასწარი მონაცემებით ბორიელო მოედანზე გასვლას ორიდან ოთხი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.
მიმდინარე სეზონში, 26 წლის ფორვარდმა “მილანში” 7 მატჩი ითამაშა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო.
ნამდვილად არ მწყენია

შემაზიზღა თავი იმდენი მომენტი ვერ გამოიყენა რა