რა ცუდი გრძნობა ყოფილა ინტერთან წაგება, დიდი ხანია არ მიგემია..
ხო, თამაშს რაც შეეხება, თავიდანვე ძალიან არეულად და დაძაბულად დაიწყო თამაში, იგრძნობოდა რომ 2 თანაბარი გუნდის ჯახი იყო და ბრძოლაც პატარა დეტალებისგან შედგებოდა, რომელსაც ხან ერთი გუნდი იგებდა ხან მეორე, შედეგად კონკრეტული ორთაბრძოლებიდან გამარჯვებული გუნდი ეუფლებოდა გარდამავალ უპირატესობას.
ფეხბურთელებიც თანაბარი ძალის იყვნენ, მიუხედავად იმისა რომ ინტერის შემადგენლობა ფურცელზე უფრო ძლიერია. კამბიასო-სისოკო, ადრიანო-კიელინი, იბრა-კიელინი სულ ესეთი 1-1ზე ჯახები იყო და ვინც ჯობნიდა კონკრეტულ სიტუაციაში თამაშიც ისე მიდიოდა, საერთო ჯამში რომ ვთქვათ, ამ ორთაბრძლოებიდან ცალსახა გამარჯვებული არ ყოფილა.. ხან სისოკო უგებდა ბურთს კამბიასოს ხან პირიქით და ესეც უდიდესი ფიზიკური ძალისმევის ხარჯზე ხდებოდა..
არეული თამაში მიდიოდა, ჩემი აზრით, იუვეზე დიდად იმოქმედა ტიაგუს გასვლამ, რამაც გუნდის ისედაც შესუსტებული შეტევის პოტენციალი უფრო შეასუსტა და საერთო ჯამში იუვეს ღირებული არაფერი შეუქმნია, არცერთი გააზრებული კომბინაცია.. შეცვლაზე შემოსულმა მარკიზიომ კი კარგად გაართვა ნაკისრ მობვალეობას თავი, მაგრამ 2 აპორნით თამაში, როდესაც გუნდის შეტევითი პოტენციალი, დაცვიდან ჩართულ მოლინაროთი, დაბერებული და უკვე არაფრის მომცემი ნევედის და შეშინებული და "უკლასო" მარკიონით შემოიფარგლება - არაფრისმომცემია.
ისევდაისევ გამოჩნდა რომ იუვეს ჰაერივით სჭირდება შემტევი ნახევარმცველი, თორემ ბურთი ელემენტარულად თავდამსხმელებამდე არ მიდის, ნედვედი დაბერდა, მიუხედავად იმისა რომ "აბიომ რაბოტი" ისევ დიდი აქ, მაგრამ სხვა მხრივ თამაშს ვერანაირად ვერ ამწვავებს, ვეღარც პადაჩებს აკეთებს ძველებურად და აღარც იუვეს შეტევების ხუდოჟნიკია ამას პლიუს მოლინარო რომელიც ფლანგზე ბებერ ნედვედთან წყვილში საშინელი სანახავია.. არ გამოსდით არაფერი თანაც ინტერისნაირ ძლიერ მეტოქესთან..
მეორე ფლანგზეც არ არის კარგი სიტუაცია, რანიერი სუსტი ფსიქოლოგიის მწვრთნელია და ელემენტარულად ეშინია მარკიონის ართამაში, რომელმაც იუვეს 7 მოგებული მატჩში ძირითადში დაიწყო, გასაგები რომ ძნელია "მომგებიანი" შემადგენლობის ცვლა, მაგრამ ფაქტი ფაქტია.. მარკიონი პატარა მშიშარა ბავშვივით თამაშობს, არც თამაშის გამწვავებით გამოირჩევა, არც მაინცდამაინც დიდ სამუშაოს ასრულებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მართლა შევამჩნიე რომ ბურთს ხშირად ართმევს მეტოქეს.. მაგრამ, ამავდროულად ხშირად კარგავს, ან უშუალოდ თვითონ ან ისეთი გადაწყვეტილებბის ან პასის გამო სადაც ბურთვის დაკარგვა პარტნიორის მიერ გარდაუვალია.. მასთან წყვილში მოთამაშე გრიგერაც ვერ იყო გუშინ ისე, როგორც, სიტყვაზე, ჯენოასთან.. და არაფერი ღირებული არ შეუქმნიათ..
სხვა საკითხია კამორანეზი, რომელიც დღევანდელი იუვეს საკვანძო ფიგურა უნდა იყოს, მითუმეტეს მაშინ როდესაც შეზრუდულია იუვე შემტევი ფეხბურთელებით, მაგრამ ისევ და ისევ შეეშინდა რანიერის მაუროს დაყენება.. ისე არც კამორანეზია მაინცდამაინც დიდი მარგალიტი, ძალიან ხშირად კარგავს ბურთს და ასევე ხშირად "პირიძერჟკას" აკეთებს და ზედმეტს იღებს ხოლმე თავის თავზე, მაგრამ დიდი ტექნიკის ფეხბურთელია და ყოველთვის შეუძლია რაიმე ღირებული შექმნას, მარკიონისგან განსხვავებით, რომელიც ამ მხრივ მაუროსთან შედარებით არაფერს წარმოადგენს, თან კამორანეზისაც შეუძლია საკმაოდ დიდი შავი სამუშაო შეასრულოს მინდორზე..
ცენტრალურ ნახევარდაცვაში სისოკო შეუდარებელია, გუშინ თანაბრად ებრძოდა გამოცდილ და კლასით გაცილებით ზემდგომ კამბიასოს.. და სხვადასხვა ორთაბრძოლებში ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და ბურთს ყოველთვის ართმევს მოწინააღმდეგეს, უარეს შემთხვევაში მუდამ ცოტა აკლია ამის გასაკეთებლად.. მის პოზიციაზე იუვეს ყავს იგივე მარკიზიო და პოულსენი, რომელიც, ჩემი აზრით მხოლოდ მის შემცვლელეად უნდა მოაიაზრებოდნენ და არა მის წყვილად.. იმიტომ არა რომ ცუდი ფეხბურთელები არაინა, უბრალოდ იმიტომ რომ გუნდს არ ადგება 2 აპორნი + ნედვედი + მარკიონი.. და ისევ და ისევ ჩემი აზრით იდეალური ისევ დიეგო იქნება ან თუ ძანეტი გამოკეთდება მალე და ძველებურად ითამაშებს, მისითაც შეიძლება ფონს გასვლა ოღონდ სასწრაფოდ უნდა ნახოს იუვემ შემტევი ნახევარმცველი და ნედვედის ადგილას დაიწყოს ნელ-ნელა ჯოვინკოს ჩასმა, რომელიც გუშინ რომ ყოფილიყო 1-2 კარგ ჩაწოდებას მაინც გაუკეთებდა ამაურის.. ან თავის სისწრაფის და ტეხნიკის ხარჯზე ინტერის მცველებს შეავიწროებდა და ჯარიმას მაინც აუქებდა დელ პიეროს..
თავდასმასთან საერთო ჯამში არ მაქ საყვედურები, რა ამაურის ან დელ პიროს ბრალია რომ ბურთს მოედნის ცენტრში ან ფლანგზე იღებენ.. მაგრამ ამაური მაინც სუსტი იყო გუშინ და მის მაგივრად შემოსული იაკვინტა ვაბშე არ ჩანდა.. დელ პიეროს როლი უმცირესი იყო გუშინ, და ისევ და ისევ იმიტო რო ნახევარდაცვა და ფლანგები იყო 0, თვითონ კაპიტანის თითოეული შეხება უმაღლესი კლასი იყო და შეტევას მაქსიმალურად ამწვავებდა.. სადაც მერე ამაური ვერ იყო სათანადო სიმაღლეზე, ისე კი არაფერი გაუკეთებია რამაც მატჩი შეცვალა..
კიე-ლეგრო შეთამაშებული წყვილია და ვფიქრობ კარგი დონის პარტნიორობას ქმნიან ერთმანეთში, ნუ ერთხელ ლეგრომ კი აჩუქა ბურთი ადრიანოს, მარა სერტო ჯამში ძალიან კარგად ითამაშა, მითუმეტეს კიელინიმ..
ისე გოლი კი დაბნეულობა და კონცენტრაციის მოდუნების ბრალი იყო..
მოკლედ ინტერი აშკარად უკეთესად თამაშობდა გუშინ და დამსახურებულადაც მოიგო.. იუვე კი უსახური იყო და ერთი დელ პიეროს თაურის მეტი ვერაფერი ვერ გააკეთეს... \
აბა იმედია წამოდგება იუვე ფეხზე, მოვიგებთ შემდეგ მატჩებს და ლიგაზეც ჯგუფიდან პირველი ადგილიდან გავალთ..
Forza La Juve!!!
This post has been edited by Coldplayin' on 23 Nov 2008, 14:58