ეხლა,ადრე ხომ დაგპირდით,კლასიკოზე დავწერთქო ძველ სტატიას...მოკლედ..არაფერი პრო-ბარსული ამ სტატტიაში არ არის..უბრალოდ კლასიკოს ეხება..ავტორი გიგა თურმანიძეა..
--------------
მტრობის ასი წელი ---------------------------
--------------ესპანეთი ელ კლასიკოს მოლოდინში----------
გაივლის მრავალი წელი და პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია,კედლის პირას მდგომი,დახვრეტის მომლოდინე,გაიხსენებს იმ შორეულ საღამოს,როდესაც მამამ ის ყინულის სანახავად წაიყვანა,--გაბრიელ გარსია მარკესი "მარტოობის ასი წელი".
როგორ ფიქრობთ,ესპანეთში სამოქალაქო ომი დასრულდა?თქვენ აშკარად ცდებით!პირინეის ნახევარკუნძულზე ყოველ წელს ესპანეთის ორ უდიდეს ქალაქში დაპირისპირების ახალი ინტრიგა იბადება.ბარსელონა და მადრიდი საუკუნოვანი პირველობის დამტკიცებას განაგრძობენ.ბარსელონასა და რეალის დუელი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში პირველ პოზიციაზე დგას.საერთოდ კი,მსოფლიოში სამი ყველაზე გამორჩეული დერბი შეიძლება აღინიშნოს.შოტლანდიური,რეინჯერსი-სელტიკი,რელიგიური შუღლი,არგენტინული,ბოკა-რივერი,ფენობრივი მტრობა და ეთნიკური კატალონიურ-კასტილური მტრობა..
----------------
კატალონია ესპანეთი არ არის ----------------
ამ გუნდების დაპირისპირება ყოველთვის სცდებოდა საფეხბურთო მინდვრებს.ეს ორი გუნდი სრულიად განსხვავებული ერების,ენების და კულტურის სახეები არიან.ესპანეთში ბევრი პროვინციაა,მაგრამ მათ შორის ორი მადრიდს დღემდე გადაუჭრელ თავსატეხს უჩენს.ბასკებისა და კატალონიელების სეპარატისტული საქმიანობა მადრიდელებს მშვიდად დაძინების საშუალებას არ აძლევს.პაის ბასკო(ბასკების ქვეყანა) და კატალონია,დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას განაგრძობენ.კატალონიის დედაქალაქი ესპანეთის დედაქალაქს დაუფარავად უცხადებს ომს.
ბარსელონა ბოჰემური ქალაქია (გრინვუდა და ლოთები ტყუილად კი არ ვფანობთ
) ,მადრიდი ინდუსტრიული ცენტრი.ევროპის ულამაზეს ქალაქში მოღვაწეობდნენ და შედევრებს ქმნიდნენ პაბლო პიკასო..(აგერ,მისი შედევრი.. "ავინიონელი ქალწულები"..ამ შემთხვევაში,ავინიონი ბარსელონას ქუჩაა და სწორედ ამ ქუჩაზე მდებარე ბორდელის მეძევები გამოსახა პაბლომ)
ნამდვილი კატალონიელი სალვადორ დალი(ამის ნამდვილ კატალონიელობაში და გენისობაში ეჭვი შემაქვს მაგრამ მაინც,აგერ მისი ნამუშევარიც;სახელწოდება:"დიდი მასტურბატორი")
ლუის ბუნუელი(ამის ფილმების ლინკებს მოგცემთ მერე თუ გინდათ,
) და პედრო ალმოდოვარი(ამისაც)..თუმცა ამ მშვენების უმთავრეს შემქმნელად და ქალაქის მამად არქიტექტორ ანტონიო გაუდის მოიხსენიებენ.გაუდი მსოფლიო არქიტექტურის შედევრებს ქმნიდა და ამით კატალონიელი ერი დღემდე ამაყობს.ყველაზე დიდ შედევრად გაუდის დაუსრულებელი ქმნილება,"საგრადა ფამილია"(წმ.ოჯახის ტაძარი) ითვლება.
ბარსელონელები გაუდის ბაღითაც იწონებენ თავს.ქვებისგან აშენებული ვერანდები და ხიდები მსოფლიო არქიტექტურის შედევრებად ითვლება.გაუდი საბედისწერო შემთხვევის მსხვერპლი გახდა.ტრამვაის ვაგონთან შეჯახებისას დაიღუპა სახელოვანი არქიტექტორი და ამის შემდეგ ბარსელონას ქუჩებში აკრძალულია ტრანსპორტის ეს საშუალება.ცხედარი კატალონიელებმა ტაძრის კარიბჭესთან დაასაფლავეს და მისი დაუსრულებელი შედევრი ხელუხლებლად დატოვეს.
ამ ქალაქში გიჟმაჟი გენისოები შედევრებს ქმნიდნენ და,შესაბამისად,საფეხბურთო გუნდიც გიჟმაჟი უნდა ჰყოლოდათ, ავანგარდისტული სტილის და შეტევაზე უზომოდ შეყვარებული კოლექტივი.ბარსელონას აურა გუნდს სხვაგვარად თამაშის მორალურ უფლებას არ აძლევს.
ბარსელონას თამაშის მანერა კიდევ უფრო სრულყოფილი და დახვეწილი გახდა მას შემდეგ,რაც გუნდში გამოჩნდა ლადისლაო კუბალა.თუ მადრიდის რეალის სომბოლოდ სანტიაგო ბერნაბეუ ითვლებოდა,კატალონიაში კუბალას ეთაყვანებოდნენ.სწორედ ამ პერიოდში მიაღწია ამ ორ გუნდს შორის არსებულმა შუღლმა აპოგეას.როგორც რეალი,ისე ბარსელონა,იმ ეპოქის გრანდებად ითვლებოდნენ და საშინაო ჩემპიონატში ნამდვილი ომი ჰქონდათ გამოცხადებული.1959 წელს ბარსელონამ პატარა სასწაული მოახდინა და პირდაპირ ცხვირწინ აართცა სამეფო გუნდს ჩემპიონობა.ესპანეთის დედაქალაქში ამ ამბავს დიდი აურზაური მოჰყვა.მომდევნო სეზონში ეს ორი გუნდი ევროპულ ასპარეზზეც გადაეყარა ერთმანეთს.ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში,ესპანეთის მსგავსად მთელი ევროპა გახდა ელ კლასიკოს მომსწრე..
კატალონიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა,ელინიო ერერამ გულშემატკივრებს სამეფო გუნდის განადგურება აღუთქვა,თუმცა დანაპირები ვერ შეასრულა.უფრო მეტიც,მადრიდული მატჩის წინ გუნდის ლიდერებს აუხირდა.ყველასთვის მოულოდნელად,კუბალა და ციბორი მოედანზე არ შეუშვა და 1-3 დამარცხდა.გემნეორებითი მატჩის დროსაც იგივე განმეორდა და კამპ ნოუზე ბარსამ იგივე ანგარიშით მარცხი განიცადა.გულშემატკივრების მოთმინების ფიალა გადაივსო და ბოლომდე გადაჭედილი სტადიონი მწვრთნელის თავს ითხოვდა.კლუბის ხელმძღვანელობამ გათულებების თავიდან აცილების მიზნით ერერა მოედნიდან გააპარა,მაგრამ მის სახლთან მისულებს ათასობით განრისხებული გულშემატკივარი დახვდათ,ამიტომ ელინიო იტალიაში გააპარეს და ასე გადაარჩინეს სიკვდილს.
კატალონიაში ყველაფერს გაპატიებენ,მხოლოდ რეალთან წაგებას-არა. ერერას წასვლის შემდეგ ბარსელონაში თაობათა ცვლის დრო დადგა და ეს პროცესი საშინლად გაიწელა,ამიტომ ამ პერიოდს კატალონიაში იშვიათად იხსენებენ.რეალი მაშინ აშკარად ჯაბნიდა კატალონიელებს.1973 წელს კატალონიის დედაქალაქში ჰოლანდიელი კრუიფი ჩავიდა და ის,რაც მან პირველსავე სეხონში გააკეთა,დღემდე არ დავიწყებიათ ესპანეთში.
პირველი ელ კლასიკო სანტიაგო ბერნაბეუზე უნდა გამართულიყო.მფრინავი ჰოლანდიელი მადრიდში გამგზავრებას არ აპირებდა,რადგან მისი მეუღლე ფეხმძიმედ იყო.ბოლოს მაინც დათანხმდა და მეუღლე ბარსელონაში დატოვა.თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მას ტელეფონით შეატყობინეს,რომ მეუღლე საავადმყოფოში წაიყვანეს სამშობიაროდ.იოჰანმა მაშინს განკარგულება გასცა-დარწმუნებული ვარ,ბიჭი მეყოლება და აუცილებლად ხორდი დაარქვითო.ხორდი კატალონიელი წმინდანის სახელია.არავინ იცის,რას ფიქრობდა თავად კრუიფი,როდესაც მინდორზე გადიოდა,მაგრამ ის კი ყველამ კარგად დაინახა,როგორ გაუტანა სამი გოლი ჰოლანდიელმა რეალს.საერთოდ,ის შეხვედრა აბრსამ სანტიაგო ბერნაბეუზე 5-0 მოიგო,სამი გატანილი გოლით და ვაჟისთვის დარქმეული სახელით დაუმტკიცა კრუიფმა კატალონიელებს სიყვარული. დრო მიდიოდა და კლუბებს შორის შუღლი მეტად ღრმავდებოდა.მადრიდი უფრო მეტ ტიტულებს იგებდა,საშინაო თუ საგარეო ასპარეზზე შთამბეჭდავ გამარჯვებებს აღწევდა.კატალონიელებს საამაყოდ უმნიშვნელო ნიუანსი რჩებოდათ.მათი მტკიცებით,რეალს საკუთარი ხელწერა არ გააჩნდა.სამეფო კლუბი ყოველთვის ინდივიდუალისტების კოლექტივი იყო,მეტი არაფერი,.დაგვეთანხმებით,ბარსას გულშემატკივრთა ეს პოზიცია აბსურდულია და რეალობას მოკლებული.
ესპანეთი კათოლიკური ქვეყანაა და რელიგიის უზომოდ თაყვანისმცემელი.რეალსა და ბარსელონას შორის ნამდვილი ომი გაჩაღდა იმაზე,თუ რომელი მოასწრებდა პავლე იოანე II-ის გულშემატკივართა კლუბში გაწევრიანებას.ამ მხრივ კატალონიელებმა აჯობეს კასტილიელებს,თუმცა დღეს(უკვე აღარ
) რომის პაპი ერთადერთი ადამიანია,რომელიც ამ ორი მოძულე გულშემატკივართა კლუბების წევრია.კატალონიური კლუბის დევიზი მეტად მარტივი და პრაგმატულია:-"უფრო მეტი,ვიდრე უბრალოდ კლუბი.
ამ სიტყვების დასამტკიცებლად კატალონიურმა გრანდმა ამერიკულ საავტომობილო კონცერნ "ფორდთან" ხელშეკრულება გააფორმა და საკუთარი ავტომობილი "ფორდ ბარსა ვიტანგი" გამოუშვა.მსოფლიოში ბარსელონას უფრო ემტი ოფიციალური ფანი ჰყავს ,ვიდრე მადრიდის რეალს.კამპ ნოუს კატაკომბებში პატარა ეკლესიაა აშენებული და საკურთხეველზე ბარსას მაისური ასვენია.,ეს კატალონიელთა ყველაზე წმინდა სალოცავია.ნებისმიერი მატჩის წინ მთელი გუნდი იკრიბება და ერთად შესთხოვს ღმერთს დახმარებას.ამ ეკლესიაში ინახება საიმონ კუპერის წიგნი "ფეხბურთი დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ",რომლის ერთ-ერთ თავს "მისი უდიდებულესობა ბარსელონა" ჰქვია.ამ წიგნში მოთხრობილია ფრანკოს დროინდელი კატალონიის ცხოვრება.ავტორი ერთ-ერთ ქალბატონს ეკითხება,თუ რატომ სძულთ ასე მადრიდის რეალი,რაზეც კატალონიელი ქალბატონი პასუხობს,-ფრანკო ჩვენს მამებს და შვილებს კლავდა,ამავე დროს,მას უყვარდა რეალი.
მართლაც,დიქტატორი აღმერთებდა რეალს და დასანახად ვერ იტანდა ბარსელონას.ეს პროვინცია ფრანკოს მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევდა და ყველაზე დიდხანს ეწინააღმდეგებოდა მის ჯარს.კატალონიელთა დაუმოჩილებლობის კომიტეტს,ბედის ირონიით,ბარსელონას პრეზიდენტი ხემძღვანელობდა.ერთ-ერთი შეტაკების დროს ის დაიღუპა და მისი სახელი წმინდანად იქნა შერაცხული.ბოლოსდაბოლოს,ფრანკომ შეძლო სურვილის ასრულება და კატალონიელებს ავტონომია წაართვა.ასევე აკრძალა კატალონიურად საუბარი.ერთადერთი,რაც ვერ შეძლო გაენადგურებინა,ეს კამპ ნოუ გახლდათ.სწორედ იქ შეეძლოთ ბარსელონელებს მშობლიურ ენაზე საუბარი.პირველად ლოზუნგი:"კატალონია ესპანეთი არ არის" ბარსელონა-რეალის მატჩზე გამოჩნდა.ამის შემდეგ ანალოგიური მოწოდებები ხშირად გამოჩენილა სტადიონზე.
როდესაც კატალონიელს ეკითხებიან,რას ნიშნავს მისთვის ბარსა,შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს და ქედმაღლური ირონიით შეჰყურებს შეკითხვის ავტორს.ამ ქალაქში სისხლში აქვთ გამჯდარი ბარსას სიყვარული და რეალის სიძულვილი.ასევე ამ ერისთვის დამახასიათებელია მუდამ ოპოზიციაში ყოფნა.მათი ახირების ნათელი მაგალითი გახლავთ მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი სტადიონის სახელწოდება.ფეხბურთის მართლაც უმშვენიერეს მექას ყველა ქალაქში ნოუ კამპ-ს ეძახიან.თარგმნის მიხედვით ეს ასე ჟღერს:"ახალი მიწა".კატალონიელბი კი ჯიუტად უარყოფენ ამ მოსაზრებას და ბარსელონას მშობლიურ სარბიელს,სადაც მხოლოდ კატალონიურად საუბრობენ,კამპ ნოუს ეძახიან.ამ ქალაქში ესპანურად არ საუბრობენ.უნივერსიტეტში ლექციებსაც კი კატალონიურად კითხულობენ და ყველანაირად ცდილობენ მოიპოვონ დამოუკიდებლობა.კატალონიური ენის თავისებურება იმაშიც გამოიხატება,რომ ყველაფერი შემოკლებით წარმოითქმის.მაგალითად,ვალენსიას ბარსელონელები ვალეის ეძახიან,სევილიას სევოის და რაც ყველაზე მტავარია,ბარსელონას-ბარსას..ბარსელონა ლატინური ფორმაა,თორემ კატალონიურად ბარსაა სწორი.კატალონიაში სხვა საფეხბურთო კლუბებიც არიან,ჟერონა,ტარაგონა,ლერიდა და ესპანიოლი.ამ უკანასკნელის წარმომავლობა დღემდე იდუმალებით არის მოცული.კატალონიაში ესპანიოლს დღემდე ფრანკოს დროინდელი ჟანდარმების შთამომავლები გულშემატკივრობენ.ისე,ცოტა გასაკვირია,როგორ შეიძლება სეპარატისტულ კატალონიაში არსებობდეს ბარსელონას ესპანეთი.
ოთხმოცდაათიანების დასაწყისში მათი დაპირისპირება კიდევ უფრი გაიზარდა.კატალონიელებმა კრუიფის მეშვეობით სრულ საშინაო და ევროპულ ჰეგემონიას მიაღწიეს.კატალონიელთა მგრძნობიარე გულებს მალამოსავით მოეცხო ის სიტყვები,რომლებიც ხრისტო სტოიჩოვმა წარმოთქვა,-
მთელი ცხოვრების მანძილზე მადრიდის რეალის დაუძინებელი მტერი ვიქნები.თუ ოდესმე შანი მომეცა,ამ გუნდის ისეთივე ჯალათი გავხდები,როგორც ფრანკ იყო კატალონიელი ერისთვის.რეალის ყველა წევრს ისე გამოვასალმებ სიცოცხლეს,რომ ხელიც არ ამიკანკალდება.მე მეზიზღება თეთრი ფერი და მადრიდის რეალი,როდესაც ამ გუნდის სახელი მესმის,მაღებინებსო. ანტიმადრიდისტის და ავი გენიოსის ამ განცხადებამ ესპანეთი შოკში ჩააგდო.ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბულგაერლი სამტამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.სტოიჩკოვი მთელი ბარსელონური კარიერის მანძილზე ცდილობდა სიტყვები საქმით დაემტკიცებინა და საკმაოდ ხშირად ამწარებდა სამეფო გუნდს გოლებით.
1994 წლის 9 იანვარს სტოიჩკოვმა დანაპირები შეასრულა და მადრიდელების განადგურებაში მტავარი როლი ითამაშა.ხუთივე გოლში უშუალოდ მიიღო მონაწილეობა.სამი საგოლე გადაცემა გაუკეთა რომარიოს.თუმცა ერთი წლის მერე მადრიდელებმა სრულფასოვანი რევანში აიღეს და ასევე 5-0 დაამარცხეს კატალონიელები.ესოდენ საყავრელი ანგარიში სამჯერ დაფიქისრდა ამ გუნდების შეხვედრებში.სამივე შემთხვევაში ფიგურირებდა კრუიფის გვარი.
ცალკე საკითხის თემაა ორ მოძულე კლუბს შორის ფეხბურთელების მიმოსვლის საკითხი.უკანასკნელ წლებში სწორედ ფეხბურთელები ძაბავენ სიტუაციებს.ახლო წარსულში დანიელმა ლაუდრუპმა გარისკა და კატალონიიდან კასტილიას მიაშურა.კამპ ნოუზე დაბრუნებულს დანიელს თავბედი აწყევლინეს და პირველი ტაიმის 34-ე წუთზე ლაუდრუპმა შეცვლა ითხოვა..ეს ვიდეო ფიგუს ეხება,მაგრამ არის ლაუდრუპმა როგორ ითხოვა შეცვლა
.
ანალოგიური ფაქტები ადრეც მომხდარა,მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ფეხბურთელები ბუფერული ზონების გავლით გადადიოდნენ ერთიდან მეორე კლუბში.ასეთ სიტუაციებში გულშემატკივართა ზეწოლა ოდნავ შერბილებული გახლდათ.
ლაუდრუპის მსგავსი ზეწოლა განიცადა ლუის ენრიკემ1998 წელის დეკემბერს,სანტიაგო ბერნაბეუს ყიჟინა უფრო ხმამაღალი აღმოჩნა,ამის მიზეზი კი ლუის ენრიკეს გოლი გახლდათ..
აღარაფერ ს ვამბობთ ლუიშ ფიგუს ბარსელონიდან აბარგების თაობაზე.მხოლოდ ერთ სტატისტიკურ მონაცემს გაგაცნობთ.[B]გამოკვლევებით დაადგინეს,რომ ფიგუს კამპ ნოუზე გამოჩენის დროს სტადიონზე დაფიქსირებული სტვება 1.5-ით აღემატებოდა ბოინგი 747-ის აფრენის დროს გამოცემული ხმაურის მაჩვენებელს.ასეთი ყიჟინა დაახლოვებით 20-25 წამი კიდევ რომ გაგრძელებულიყო,ადვილი შესაძლებელი გახლდათ ყველანი დაყრუებულიყვნენ.[B]
კატალონიელთა ინჩადა ყოფილ პრეზიდენტს ვერ იმას პატიობს,რომ მან დაუძინებელი კლუბის პრეზიდენტი კამპ ნოუზე შემოუშვა.ყველას კარგად ახსოვს,როგორ საუბრობდნენ რეალის პრეზიდენტებთან ნნუნიესი და მუნიოსი.ორთავეს ერთხელაც არ შეუბიჯებიათ სანტიაგო ბერნაბეუზე ფეხი.ისინი არასოდეს მალავდნენ რომ მადრიდელთა დაუძინებელი მტრები იყვნენ.თუ ნამდვილი კატალონიელი ხარ უნდა გძულდეს რეალი და თეთრი ფერი.
დანამდვილებით შეიიძლება ითქვას,რომ 13 დეკემბერს(ნუ მაშინ 6 დეკემბერს იყო) აუცილებლად იქნება კამ ნოუზე გამოჭიმული პლაკატი წარწერით: