ედგარ დავიდს არგენტინაში გადაუწყვეტია კარიერის დასრულება ( რამ მოაფიქრა ნეტა ?

) . " ბოკა"," რივერი" ," ინდეპენდიეტე" და "ნიუელს ოლდ ბოიზი" იწვევენ .
მარადონა განაგრძობს ევროპაში მოგზაურობას
ამჯერად ის იტალიაშია , კერძოდ მილანში . მოინახულა ინტერის ბაზა, მორატი , მაურინიო და ფეხბურთელები
სურათები -
http://www.corrieredellosport.it/Fotogalle...oi+dell%27Interაი ინტერვიუ ქართულად
მარადონას მილანური ვიზიტი ორიოდ დღის წინ, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიეგო მარადონა მილანში გახლდათ ჩასული, სადაც თავის ძველ ნაცნობს, მასიმო მორატის ოფისში ეწვია, შემდეგ "ინტერის" საწვრთნელი ბაზა მოინახულა და ჟოზე მაურინიოსთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ ნერიაძურის ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუც მისცა.
- დონ დიეგო, ჟოზე მაურინიოსთან შეხვედრამ როგორ ჩაიარა?
- შესანიშნავად. მე და მაუმ უამრავ საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ.
- როგორც არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მაურინიოსთან რაიმე სახის კონსულტაციის გავლას ხომ არ აპირებთ?
- პორტუგალიელთან ფეხბურთზე საუბარი უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს, ვინაიდან ალბათ, ბევრი დამეთანხმება, რომ ჟოზე თანამედროვეობის საუკეთესო მწვრთნელია, რომელსაც ამ ეტაპზე ბადალი არ ჰყავს.
- ისე, მილანში თქვენი ვიზიტი მაინც რას უნდა მივაწეროთ?
- ბოლო დროს სად აღარ გახლდით ჩასული და გადავწყვიტე, ლომბარდიის დედაქალაქიც მომენახულებინა. თანაც, მასიმო მორატისა და ჟოზე მაურინიოს სახით აქ ხომ ძალიან ახლო მეგობრები მელოდნენ.
- ნერიაძურის პირველ პირთან რა ურთიერთობა გაკავშირებთ?
- მორატი ჩემი პრეზიდენტია, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როდესაც იტალიაში ვიმყოფები (იცინის). თუ სერიოზულად გაინტერესებთ გეტყვით, რომ ჩემთვის მასიმო აპენინებზე ყველაზე გავლენიანი და პატივსაცემი პიროვნებაა.
- თქვენ რომ შანსი გქონოდათ, მორატის "ინტერში" ითამაშებდით?
- აუცილებლად! ჩემთვის საყვარელი იტალიური გუნდი დღემდე "ნაპოლია", მაგრამ ახლა რომ ფეხბურთელი ვიყო, დონ მასიმოს კი მის გუნდში ასპარეზობა შემოეთავაზებინა, დაუფიქრებლად დავთანხმდებოდი, რამეთუ მორატი საკუთარ კლუბზე მზრუნველი პრეზიდენტია, მისი "ინტერი" კი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. ან, მაურინიოს ხელმძღვანელობით თამაშზე უარს როგორ ვიტყოდი?!
- ისე, იმ ექვსი არგენტინელის შესახებ რას იტყვით, რომლებიც ნერიაძურის ღირსებას იცავენ?
- ექვსივე უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, რომელთაც ეროვნულ გუნდში თამაშის გამოცდილებაც აქვთ და "ინტერისთვისაც" მნიშვნელოვან მოთამაშეებად ითვლებიან.
- ჯენოას წინააღმდეგ მათ და ზოგადად, გუნდის თამაშს რა შეფასებას მისცემდით?
- ჯერ "ინტერის" ასპარეზობაზე მოგახსენებთ და გეტყვით, რომ მაღალი დონის იტალიური ფეხბურთის მომსწრენი გავხდით, რომელშიც გამარჯვება უძლიერესს დარჩა. ნერიაძურიმ მართლაც ძალიან კარგად ითამაშა, რაც შეეხება ჩემს ბიჭებს, მოხარული ვარ, რომ ოთხმა მათგანმა თავიდან ბოლომდე იასპარეზა, კამბიასო კი შეცვლაზე შევიდა და გატანილი გოლითაც გამოირჩა. მოკლედ, ყველაფრით კმაყოფილი გახლავართ.
- იტალიიდან თქვენი აბარგების შემდეგ აქ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ აპენინურ გუნდებში არგენტინელების რიცხვი ისევ საკმაოდ დიდია. ამ ფაქტს რით ახსნით?
- ხშირია შემთხვევები, როდესაც არგენტინაში ხელმოკლედ მაცხოვრებელი ოჯახები იტალიაში სახლდებიან, იქაური ახალგაზრდები კი ძალაუნებურად, თქვენს ჩემპიონატში იწყებენ საფეხბურთო კარიერას. თუმცა, ჩემს მაგალითზე ვიტყვი, რომ ყველაზე მეტად სწორედ აქაურ ჩემპიონატში მიზიდავდა თამაში და არც ისაა გამორიცხული, მარადონას მსგავსად სხვა არგენტინელებიც ასე ფიქრობდნენ (იცინის).
- თქვენ, როგორც ვეტერან ფეხბურთელსა და არგენტინის ნაკრების თავკაცს, მოთამაშის რანგში ყოფნა გირჩევნიათ, თუ ისევ დღევანდელ მდგომარეობას აირჩევდით?
- ახალგაზრდობის წლები, რა თქმა უნდა, დაუვიწყარია, თუმცა არც ისეა, რომ ჩემი ამჟამინდელი ყოფით ვიყო უკმაყოფილო. ეროვნულ ნაკრებში მუშაობა და არგენტინული ფეხბურთის წარმატებაში საკუთარი წვლილის შეტანა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რასაც ალბათ, ვერაფერზე გავცვლი.
- უკვე მრავალი წელია, "ვერცხლისქვეყნელები" მეორე მარადონას ელით. როგორ ფიქრობთ, ეგ ადამიანი ლეო მესი ხომ არაა?
- შესაძლოა. პირადად მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მესიმ ჩემზე დიდ წარმატებას მიაღწიოს და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწეროს. თანაც, საამისოდ მას ყველა წინაპირობა აქვს.
- დაბოლოს, სამომავლოდ "ინტერს" რას უსურვებდით?
- ვისურვებდი, რომ მასიმო მორატის გაწეული უდიდესი სამსახური ნერიაძურიში ბოლომდე დაეფასებინოთ, "ინტერის" გულშემატკივრებს კი მალე თავიანთი გუნდის მიერ უმაღლესი საფეხბურთო მწვერვალების დაპყრობა ეზეიმოთ.
http://www.opentext.org.ge/09/11x11/008/008-2.htm This post has been edited by BEQA 11 on 15 Jan 2009, 21:52
მიმაგრებული სურათი