მოგესალმებით ყველას

.
ახალი ვარ ფორუმზე და თუ შეიძლება ჩემ აზრსაც დავწერ
შევეცადე მაქსიმალურად ობიექტური ვყოფილიყავი
დავიწყოთ :
1. წლის ფეხბურთელი - მგონი ამაზე დავაც არ ღირს, ორი აზრი არ არსებობს , რომ ეს ალესანდრო დელ პიეროა . სერია ა-ს ბომბარდირი + იტალიის საუკეთესო სპორტსმენი და ლიგაზე სამი ჯადო გოლი . მეტი რაღაა საჭირო რო საუკეთესოდ დავასახელოთ ?!
ამასთანავე თუ შევადარებთ მის უშუალო კონკურენტებს ( რონალდო, ტორესი , მესი ) , დავინახავთ რაოდენ დიდი განსხვავებაა მათ შორის , თან არაფერი ღირებული არ მოუგიათ მათ განვლილ სეზონში ( ლაპარაკი მაქვს ტორესზე , მესიზე და რონალდოზე )
მოკლედ პირველ კითხვაზე პასუხი არის დელ პიერო !
ნუ ეხლა შესაბამისად გადავედით მეორე კითხვაზე ( მაგაზეც ხო პასუხია გასაცემი

) ?!
2. წლის მწვრთნელი - ნუ აქ ცოტა არ იყოს და გამიძნელდა საუკეთესოს დასახელება

. სიმართლე გითხრათ ამ პრიზისთვის ორი ადამიანი ბრძოლობს , გვარდიოლა და რანიერი .
ნუ , ჩემი აზრით ამ პრიზს რანიერი იმსახურებს , იქიდან გამომდინარე , რომ წლის საუკეთესო ფეხბურთელი მის გუნდში თამაშობს ანუ აქედან დასკვნა : რანიერი არ იქნებოდა , არ იქნებოდა დელ პიერო , მარტივია

თან სერია ა-ში მე-3 ადგილი და ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი , ბრწყინვალე შედეგია .
გვარდიოლას დიდი პატივისცემის მიუხედავად ბევრი უკლია იგივე რანიერამდე .
მოკლედ ბევრი , რო აღარ გავაგრძელო მეორე კითხვის პასუხია : Don Claudio !
3. წლის გუნდი - მივადექით ერთობ სადაო საკითხს ანუ "წლის გუნდი " . ამ პრიზის მოსაპოვებლად იბრძვის სამი კლუბი , ესენია : მანჩესტერი , ბარსელონა და იუვენტუსი .
დავიწყოთ თავიდან .
მანჩესტერი - მანჩესტერი არის ერთი ინგლისური კლუბი , რომელსაც აქ ეგრედწოდებულ "სოფლის გუნდად" მოიხსენიებენ მავანნი , რაშიც არ შეიძლება არ დავეთანხმო მათ . მის ისტორიას თუ გაეცნობით , ნახავთ , რომ ის არის ყოვლად უტრადიციო გუნდი , ამერიკელების ფულით ცოცხლობს ეს გუნდი , ეს ხომ ფაქტია არა , ეს ხომ ფაქტია ?!
ხოდა ჩემო მკითხველნო , ეს მცირე გადახვევა ,იმიტომ გავაკეთე,რომ მეთქვა ის რო მანჩესტერი ვერანაირად ვერ იქნება ამ ნომინაციის გამარჯვებული . მეტიც , ამ სამ გუნდს შორის მე მას მესამე ანუ ბოლო ადგილზე დავაყენებდი
ბარსელონა - ბარსელონა როგორც ასეთი არის ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ერთ-ერთი გუნდი , რომელიც ესპანეთში ყოველთვის მეორე გუნდი იყო რეალის მერე . მათი ბოლო გამონათება იყო 2006 წელი , როცა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს , თუმცა ფინალში არსენალი სჯობდა ნაღდად . აქედან დასკვნა , ერთ სეზონიანი გუნდები ვერ იქნებიან ისეთი გუნდების წინ ,როგორიც არის ტურინის იუვენტუსი
იუვენტუსი - იუვენტუსი არასოდეს იყო ისეთი გუნდი , როგორიც ეს ზემოთჩამოთვლილი გუნდებია . 2006 წელს მის ჩაძირვას ეცადნენ ( კალჩოპოლის სკანდალი ) , თუმცა იუვე რის იუვეა , არ დათრგუნდა შექმნილმა სიტუაციამ და ბოლომდე იბრძოლა და დღესაც ვხედავთ რამდენს მიაღწია . ჩემპიონთა ლიგაში ბრწყინვალე გამოსვლა და სერია ა-ში 2-ე ადგილი , რომლის ადგილას ინტერი უნდა იყოს აუცილებლად, რამეთუ მასიმო მორატი არის მაფიოზი და ინტერი მისი ფულით არის გაქაჩული . ვოტ !
თან გაიხსენეთ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი (

) . შესაბამისად იუვე , რომ არა არ იქნებოდა არც დელ პიერო და არც რანიერი .
მოკლედ ბევრი , რომ არ გავაგრძელო მესამე კითხვის პასუხია : იუვენტუსი !
3. მანჩესტერი
2. ბარსელონა
1. იუვენტუსი
4. წლის აღმოჩენა (ფეხბურთელი) - სიმართლე გითხრათ ამაზე მთელი წელი ვფიქრობდი და ძლივს მივედი საბოლოო დასკვნამდე . ამ ნომინაციაზე მე წარვადგინე სისოკო ( იუვეში თამაშობს მგონი ) და ამაური
სისოკო - ერთი შეხედვით ეს უწყინარი ფეხბურთელი გადაიქცა მეტოქის რისხვად . ის არ ერიდება ორთაბრძოლებში შესვლას , აქვს კაი დარტყმა , კაი პასი , აქედან გამომდინარე ის საუკეთესო ჩამშლელი მგონია პირადად მე .
ამაური - The Great ! ამით ყველაფერია ნათქვამი . ჩემი აზრით მსოფლიოს საუკეთესო თავდასხმელთა სამეული ესე გამოიყურება : 1. დელ პიერო , 2. ამაური , 3. იბრაჰიმოვიჩი
იქიდან გამომდინარე , რომ თავდასხმელები უფრო პოპულარულები არიან ვიდრე ჩამშლელები , მეოთხე კითხვაზე ჩემი პასუხია : ამაური !
5. წლის აღმოჩენა ( გუნდი) - ამ ნომონაციაზე ორი გუნდი მყავს წარდგენილი , ესენია : მანჩესტერი და იუვენტუსი
იქიდან გამომდინარე რაც მანჩესტერზე მოგახსენეთ ( ოდნავ ზევით ) ჩემი აზრით ეს პრიზი მანჩესტერს ეკუთვნის , იმიტომ რო მანჩესტერ ახასიათებს ეს პატარ-პატარა გამონათებები იუვესგან განსხვავებით , რომელიც სულ ანთია და კაშკაშებს ვითარცა ცაში ვარსკვლავი
კითხვები აღარ იცდის და ამ ნომინაციის გამარჯვებულია - მანჩესტერ იუნაიტედი !
6. წლის იმედგაცრუება ( ფეხბურთელი ) - რაღა დაგიმალოთ და ამაზე ფიქრი თავიდან არ მცილდება . ჩემებურ სამეულს ვიტყვი : დრენტე , მადურო და ემანუელსონი
ჰოლანდიის ბალეშიკებს თუ დავუჯერებთ მათ სასწაული ფეხბურთი უნდა ეთამაშათ და ყველანი თავიანთ პოზიციებზე საუკეთესონი უნდა ყოფილიყვნენ , მაგრამ ვერა და ვერ გაიქაჩნენ .
3. ემანუელსონი
2. მადურო
1. დრენტე
7. წლის იმედგაცრუება ( კლუბი ) - ვალენსია
8. წლის მეკარე - ჩემი აზრით ამ პოზიციაზე გასულ სეზონში საუკეთესოები იყვნენ ვან დერ საარი და მანინგერი .
ვანდერსაარი მაინც ყველამ ვიცით რა ძლიერი მეკარეც იყო ამიტომ განსაკუთრებული არ უჩვენებია განვლის სეზონში .
აი მანინგერმა კიდევ ღირსეულად შეხვალა მსოფლიკოს #1 მეკარე ჯიჯი ბუფონი , მარტო ამიტომ იმსახურებს ხალხის პატივისცემას .
ამ კითხვაზეც გაცემულია პასუხი და ეს არის მანინგერი !
9. წლის მცველი - აქაც ისევე როგორც მერვე ნომინაციაში იბრძვიან მანჩესტერის და იუვენტუსის ფეხბურთელები , ესენია ჯორჯო კიელინი და რიო ფერდინანდი .
ჩემი აზრით ესენი ერთი დონის მცველები არიან , თუმცა იმის გათვალისწინებით ,რომ ფერდინანდმა გასულ წელს ლიგა მოიგო შეიძლება მისთვის უპირატესობის მინიჭება , თუმცა არა ! აბა როგორია შეცვალო მსოფლიოს საუკეთესო ფაბიო კანავარო ?! სათქმელად ადვილია მარა შესასრულებლად ძნელი რაც კიელინიმ გააკეთა კიდევაც და ამიტომ იმსახურებს ჩემ სიმპათიებს . მოკლედ 9-ე კითხვაზე პასუხია - ჯორჯო კიელინი !
10. წლის ნახევარმცველი- აქ ორი ვარიანტია ან არშავინი ან სისოკო , მაგრამ რადგან იუვეში თამაში უფრო ძნელია ვიდრე ზენიტში , ამიტომ უპირატესობას ვანიჭებ მომოს ! თან სისოკო მეორე კაცია დელ პიეროს მერე იუვეში
მოკლედ მეათე კითხვაზეც გაცემულია პასუხი და ეს არის სისოკო !
11. წლის ფორვარდი - წლის ფორვარდი არის წლის ფეხბურთელი ,რომელსაც ყველაფერი ძალუძლს მოედანზე , მისი ერთი პასი მირჩევნია ყველაფერს , მაშ ასე გიყვარდეთ და გეშინოდეთ :
Alessandro Del Piero