მილანი მანიუსაც სჯობს: ბექჰემი აჟიტირებულია კვირას, "რომას" წინააღმდეგ მატჩში დებიუტი ჰქონდა "მილანის" ახალწვეულს, დევიდ ბექჰემს. ნამატჩევს მას ინგლისელი ჟურნალისტი დაუკავშირდა და შეხვედრისგან მიღებული შთაბეჭდილებები გაიზიარა.
- დევიდ, რა გრძნობაა "მილანის" ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობა?
- ენით აღუწერელი. მოედანზე რომ გავედი, ლამის მუხლები ჩამეკეცა. ეს მაშინ, როდესაც ისეთ გრანდებში მაქვს ნათამაშევი, როგორებიც "მანჩესტერ იუნაიტედი" და "რეალია". ერთი სიტყვით, გენიალური შეგრძნება იყო.
- აქამდე შენი საოცნებო გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო. აზრი ხომ არ შეგიცვლია?
- თქვენ წარმოიდგინეთ, კი. "მანიუ" დიადი გუნდია, მაგრამ "მილანი", მგონი, კიდევ უფრო უკეთესი. აქ ურთიერთობები წინა პლანზეა წამოწეული და თუ ინგლისში მთავარი შედეგია, იტალიაში ყურადღება სხვა რამეებს ენიჭება.
- იტალიის ჩემპიონატში ადაპტირება ხომ არ გაგიჭირდა?
- ვფიქრობ, არა. მართალია, ყველა ამბობს, რომ სერია A ყველაზე რთული ჩემპიონატია, მაგრამ ეს ადამიანზეა დამოკიდებული. სადაც მივსულვარ, თავი ყველგან გამომიჩენია და იმედი მაქვს, არც "მილანში" შევრცხვები.
- ალბათ, როსონერისთან გრძელვადიან კონტრაქტზეც არ იტყოდი უარს...
- ნამდვილად ასეა. თუმცა, ამერიკელებთან კონტრაქტი მაკავშირებს და მის დარღვევას არ ვაპირებ. "მილანში" მხოლოდ იმ შემთხვევაში დავრჩები, თუ "გალაქსისა" და როსონერის ხელმძღვანელები შეთანხმებას მიაღწევენ.
- რა გითხრა მატჩის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ?
- დებიუტანტის კვალობაზე ძალიან კარგად იასპარეზო.
- პატოზე რაღას იტყვი? გყავთ ასეთი ტალანტები ინგლისში?
- არა! გენიალური ფეხბურთელია. თანაც, ჯერ მხოლოდ 19 წლისაა. ხომ ნახეთ როგორი გოლი გაუტანა "რომას" მეკარეს? ასეთი რამის გაკეთება კი, მხოლოდ გენიალურ ფეხბურთლებს შეუძლიათ.
- შეძლებ ძირითადში ადგილის მყარად დამკვიდრებას?
- არ ვიცი, ეს მხოლოდ ანჩელოტიზეა დამოკიდებული. ჩემის მხრივ ყველაფერს გავაკეთებ, რათა მილანელ ულტრასებს თავი მოვაწონო.
http://www.opentext.org.ge/09/11x11/006/006-18.htm იცოდით ეს ?>
Total Cumulative Posts 11111 . Posts per day 11.1
You registered on 27 Mar 2007, 20:22
Last Post: 27 Mar 2010, 20:22