მცირე ტრამვა აწუხებსო.ტრეზე კი უდინეზესთან განაცხადშია
21 ტური სერია ა
უდინე სტადიო ფრიული
უდინეზე-იუვენტუსი
პასკუალე მარინოს შეგირდები აშაკარად განიცდიან მწვავე კრიზის . უდინეზე უკვე ბოლო 6 შეხვედრაა ვერა და ვერ აღწევს წარმატებას . გუნდი მხოლოდ და მხოლოდ 7 ქულით არის მოშორებული გასავარდნ ზონას . და ყველაფერთან ერთად მათ ხვალე იუვენტუსი ესტუმრება რომელსაც ჰაერივით ესაჭიროება გამარჯვება .
კვირას უდინეზემ პალერმოსთან დათმო შეხვედრა 3-2 . მართალია ისინი დაწინაურდნენ თუმცა საქმის მიყვანა არათუ გამარჯვებამდე არამედ ყაიმამდეც ვერ მივიდნენ . არც თუ ისე ადრე იყო შედეგიანი ფრე უდინეში ლაციოსთან 3-3 . აშკარაა რომ გუნდს სერიოზული პრობლემები სწორედ დაცვის ხაზში აქვთ . ბოლო 6 შეხვედრაში მარინოს შეგირდებმა მხოლოდ 4 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში კი არც მეტი არც ნაკლები 17 მიიღეს . უდინეზეს სერია ა-ში ერთ ერთი ყველაზე ცუდი უკანა ხაზი გააჩნია . კლუბის იმედები რომ ევროსარბიელზე შეძლებდნენ მომავალ სეზონში ასპარეზობას ჰაერში აორთქლდა .
კლუბის საუკეთესო ბომბარდირად ითვლება ანტონიო დი ნატალე რომელმაც 10 გოლის გატანა შესძლო. მისმა პარტნიორმა წინა ხაზში ფაბიო კვალიარელამ 6-ჯერ შესძლო მეტოქე კარის აღება . ნახევარმცველმა გაეტანო დე აგოსტინომ და ფორვარდმა პეპემ სამ სამ-ჯერ შეძლეს იგივეს გაკეთება . უდინეზეს მოუწევს სერიოზულად მომზადება ამ მატჩისათვის . შემდეგ გუნდს ელის სტუმრად ნაპოლისთან შეხვედრა , მერე კი ბოლონიასთან სახლში .
ერთადერთი სანუგეშო ფაქტი უდინეზესთვის არის ის რომ გუნდი სახლში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა ფიორენტინასთან . შაბათს კი იუვემ შეძლო ფლორენციელების დამარცხება გაჭირვებით თუმცა საკუთარი სუსტი მხარეები მეტოქისათვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა . ხვალ საღამოს ჩვენ გავარკვევთ თუ რომელმა გუნდმა შეძლო საკუთარი შეცდომების გამოსწორება .
ტურინის იუვენტუსი სულ 24 საათი იყო სერია ა-ს სატურნირო ცხრილის სათავეში , დაამარცხა რა ფიორენტინა მინიმალური ანგარიშით 1-0 . მატჩი ძალიან რთული გამოდგა . მეორე დღეს გაზეთებში ბევრი იყო ინფორმაცია თითქოს ბიანკონერის ისევ და ისევ ეხმარებიან მსაჯები , რადგან გოლი რომელიც ალბერტო ჯილარდინომ გავიდა სრული წესების დაცვით მოხვდა . მსაჯის შეცდომამ კი ფიორენტინას 1 ქულა დაუკარგა . ორივე გუნდს ქონდა მატჩში კარის აღების რეალური შანსები .
კვირას სებასტიან ჯიოვინკოს 22 წელი შეუსრულდა .ფეხბურთელს ძალიან დიდი შანსი აქვს ხვალე იუვეს ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდეს . ახალგაზრდა ფეხბურთელმა მატჩის 75 წუთზე იუვეს კაპიტანი ალექს დელ პიერო შეცვალა , უნდა ითქვას სებამ ბოლო ხანებში აშკარად მოუმატა რაც რანიერისაც არ გამოპარვია . დელ პიერო კი მეტად უკმაყოფილო იყო ამ შეცვლით , მან ქურთუკი შეცვლისთანავე გვერდით მოისროლა . აღსანიშნავია რომ პინტურიჩიო ღოველთვის უტანდა უდინეზეს გოლს , თუმცა ამ შეხვედრაში იგი მიკრო ტრავმის გამო ვერ მოხვდა განაცხადში .
იუვენტუსი ისევე დამაჯერებლად ვერ ასპარეზობს სტუმრად როგორც შინ . 5 გამარჯვება , 3 ფრე და ორი მარცხი . უდინეზე კი შინ მეტად შთამბეჭდავად გამოიყურება , თითქმის ყველა შეხვედრაში გუნდი გოლს იტანს . იუვეს მცველებმა მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ითამაშონ . ტურინელებმა არ უნდა დაუშვან შეცდომები . ბრძოლა სკუდეტოსათვის უკვე დაიწყო , ინტერს კი ძალიან ძნელი გასვლითი შეხვედრა ელის კატანიასთან . ნერიაძურისთან ჩამორჩენამ შეიძლება 6 ქულას მიაღწიოს და არ დაგვავიწყდეს რომ უკან მილანია .
გუნდების უკანასკნელი მატჩები :
უდინეზე
25 იანვარი პალერმო 3-2 უდინეზე
18 იანვარი კალიარი 2-0 უდინეზე
11 იანვარი უდინეზე 1-1 სამპდორია
21 დეკემბერი მილანი 5-1 უდინეზე
14 დეკემბერი უდინეზე 3-3 ლაციო
იუვენტუსი
24 იანვარი იუვენტუსი 1-0 ფიორენტინა
18 იანვარი ლაციო 1-0 ფიორენტინა
11 იანვარი იუვენტუსი 1-0 სიენა
21 დეკემბერი ატალანტა 1-3 იუვენტუსი
14 დეკემბერი იუვენტუსი 4-2 მილანი
გუნდების სატურნირო მონაცემები
უდინეზე
ადგილი 14
თამაში -20
გამარჯვება - 6
ფრე -5
მარცხი - 9
ბურთები - 28 - 32
ქულა - 23
ბომბარდირი - დი ნატალე ( 9 ბურთი , 2 პენალტით )
იუვენტუსი
ადგილი - 2
თამაშები - 20
გამარჯვება - 13
ფრე - 4
მარცხი - 3
ბურთები 33-14
ქულა - 43
ბომბარდირი - ამაური ( 11 ბურთი )
პასკუალე მარინოს არ ყავს ტრავმირებული ფეხბურთელები , მხოლოდ და მხოლოდ ერთი დისკვალიფიცირებული ეს არის ლუკოვიჩი რომელსაც 1 მატჩიანი დასვენება აქვს იტალიური საფეხბურთო მამებისაგან გამოწერილი .
რაც შეეხება რანიერის კლუბს აქ საქმე უკვე კარგა ხანია მძიმედ არის , თუმცა როგორც ჩანს ტრავმების ეპიდემია ნელ ნელა მიიწევს ლოგიკური დასასრულისაკენ . მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ძებინა , კნეჟევიჩი , ტიაგო , კამორანეზი და სალიჰამიჯიჩი და ამ სიას ეხლა დელ პიერო და ძანეტიც მიემატნენ . ამ რო უკანასკნელს ოფიციალური ინფორმაციით მცირე მიკრო ტრავმები აწუხებთ და შემდეგი თამაშისათვის სრულ მზადყოფნაში იქნებიან . თუმცა არის სასიხარულო ინფორმაცია , ვინჩენცო იაკინტა და რაც მთავარია დავიდ ტრეზეგე სრულად გამოჯანმრთელდნენ და არაა გამორიცხული ფრანგი გოლეადორი გამოჩნდეს კიდევაც ხვალე მოედანზე .
" ვისზე ღირს დაკვირვება "
უდინეზედან რათქმაუნდა ეს იქნება ანტონიო დი ნატალე , რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და 11 გოლის გატანაც შეძლო . ბუფონს და იუვეს მცველებს ზედმეტად ყურადღებით მოუწევთ მასთან თამაში თუ არ სურთ რომ ანტონიომ გაზარდოს საკუთარი განატილი გოლების რიცხვი .
იუვეს მხირდან კი კლაუდიო მარკიზიო . ახალგაზრდა ნახვერმაცველი მშვენივრად ასპარეზობს ბოლო პერიოდში . სწორედ ამ უკანაკნსელმა შეძლო ფიორენტინას კარში გოლის გატანა შაბათს დელ პიეროს დიდებული პასის შემდეგ . მარკიზიოს ბრწყინვალე ტექნიკა და მოედნის ხედვა აქვს . ნებისმიერი მისი შესვლა საჯარიმო მოედანში იქნება მეტად სახიფათო მეტოქისათვის .
სავარაუდო შემადგენლობები :
უდინეზე : ჰანდანოვიჩი , ისლა , საპატა , კოდა , დომიცი , ინლერი , დე აგოსტინო , ობოდო , პეპე , დი ნატალე , კვალიარელა
იუვენტუსი : ბუფონი , გრიგერა , ლეგროტალიე , კიელინი , მოლინარო , მარკიონი , სისოკო , მარკიზიო , ნედვედი , ჯიოვინკო , ამაური .
©
forzajuve.clan.su