ნუმანსიასთან შეხვედრის წინ, გუშინ, პრესასთან ტრადიციული შეხვედრისას ემერიმ განაცხადა:
ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ აუცილებელია თვითდაჯერებულობის დაბრუნება, გამარჯვება კი ამ შეხვედრაში საუკეთესო რეცეპტი იქნება.
დადებითი მხარე იქნება ის, რომ ვიმგზავრებთ ავტობუსით(!!!) და გვექნება დრო ამ მიმართულებით ფიქრისა.
ნუმანსია ცხრილის ბოლოშია, მაგრამ შეხვედრა მძიმე იქნება, მაქსიმალური პასუხისმგებლობა გვაიძულებს 3 ქულა მოვიპოვოთ.
სილვა 100-დან 90% არ იქნება, ასევე, რენანი და მორიენტესი დაგვაკლდებიან. ველოდებით სამედიცინო დასკვნას, და მას შემდეგ გადაწყდება მიგელის მონაწილეობის საკითხი. კარლეტი დღეს შემოგვიერთდა ბრაზილიიდან, 1 კვირა არ უვარჯიშია და ალბათ არ ითამაშებს.
მე ვცხოვრობ რეალობით და არ მიყვარს პატიების ძებნა. ჩვენი განწყობა მაღალია და მჯერა რომ ტურნირის ბოლოს ვიქნებით პირველ ოთხეულში, საჭიროა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ავიმაღლოთ ღირსება.
--------------------------------------------------------------------------
ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ ნუმანსიასთან ურთიერთშეხვედრებში 7 მატჩიდან 6 მოგება და 1 ფრე გვაქვს.
ვითომ ხვალ ვერ მოვიგებთ, არა, უნდა დამთავრდეს უიღბლობა და 3 ქულა წამოვიღოთ ნუმანსიიდან!!!
* * *
დღეს გაირკვა შემადგენლობა:
Porteros: César y Guaita.
Defensas: Curro Torres, Maduro, Marchena, Alexis, Albiol, Moretti y Del Horno.
Centrocampistas: Albelda, Fernandes, Vicente, Baraja, Edu, Pablo y Joaquín.
Delanteros: Míchel y Mata.
მიმაგრებული სურათი