BeBe_MU
Play Off Is Coming at MSG ☀

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5884
წევრი No.: 61363
რეგისტრ.: 16-May 08
|
#12633860 · 17 Feb 2009, 13:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კაი სტატიააა:
გახსოვთ გასული წლის 8 იანვარი? ლეიბორისტულმა პარტიამ ახალ ზელანდიაში კრახი განიცადა, გენსეკ ოონ ოანი და გი მუნი აფრიკელ ლიდერებს შეხვდნენ რათა კონგოს საკითხი გაერკვიათ, ქარიშხალი "პალომა" კაიმანის კუნძულებს მიუახლოვდა, სამირ ნასრიმ კი "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში ორი გოლი გაიტანა. მას შემდეგ ედვინ ვან დერ სარმა ბრიტანეთის ახალი რეკორდი დაამყარა, არ გაუშვა რა ჩემპიონატში უკვე 1212 წუთის მანძილზე და მსოფლიო "მშრალი სერიების" აღმრიცხველ სიაში მე-11 ადგილზე გადაინაცვლა.
ეს სერია, რომელიც 13 "მშრალი" მატჩისგან შედგება რვა 1:0 მოგებულ და ორ ნულოვანი ფრით დამთავრებულ შეხვედრას აერთიანებს, რაც საკმაოდ მოულოდნელ გარდატეხად შეიძლება ჩაითვალოს იმ გუნდის თამაშში, რომელიც შეტევითი ფეხბურთის ტრადიციებით ამაყობს, მაგრამ დიდი შეცდომაა იმის თქმაც, რომ "წითელმა ეშმაკებმა" სათამაშო სტილი კარდინალურად შეცვალეს. პრემიერლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედი" მესამე ადგილზეა გატანილი გოლების მიხედვით, შედეგი საშუალოა, 1.71 გოლი საშუალოდ ერთ შეხვედრაში. ამ მაჩვენებლით ისინი "ჩელსის" (1.76) და "მანჩესტერ სიტის" (1.75) ჩამორჩებიან, თუმცა უკან იტოვებენ "ლივერპულსა" და "ასტონ ვილას". ასე რომ თუ გუნდის შეტევით პოტენციალს დაქვეითებულს ვუწოდებთ, რა უნდა დავარქვათ დაცვის თამაშს, რომელიც საშულაოდ 0.42 გოლს უშვებს მატჩში და პრემიერლიგის ყველა დანარჩენ ლიდერს მნიშვნელოვნად უსწრებს? "ჩელსის", "ლივერპულის" და "ფულჰემის" ანალოგიური მაჩვენებლები ასე გამოიყურება, 0.6, 0.68 და 0.83.
გასულ, საჩემპიონო სეზონში "მანიუ" საშუალოდ 0.58 ბურთს უშვებდა და "ჩელსისთან" იყოფდა ლიდერობას ამ შედეგის მიხედვით, ორი წლის წინ კი, რომელიც ასევე ფერგიუსონის ფეხბურთელების ტრიუმფით აღინიშნა ეს მაჩვენებელი 0.71-ს შეადგენდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს რიცხვები იმას ნიშნავს, რომ "წითელი ეშმაკები" წელსაც ჩემპიონობისკენ მიიწევენ, მაგრამ ისმის კითხვა, რა რესურსებით ახერხებენ ისინი უკეთ დაიცვან თავი წინა სეზონებთან შედარებით?
აშკარა ფაქტორები: კალენდარი და ძლიერი შემადგენლობა კალენდრის მიხედვით "მანჩესტერმა" პირველი 9 გასვლითი შეხვედრა იმ გუნდების წინააღმდეგ ჩაატარა, რომლებმაც გასული სეზონის შედეგების მიხედვით პირველ ათეულში დაიკავეს ადგილი, ბუნებრივია, რომ აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით აქცენტის დაცვაზე გადატანა აუცილებელი იყო, მოსაზრება კი, რომ სეზონის დარჩენილი ნაწილი, მეორე ნახევარი, უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო, აზრს მოკლებული ნამდვილად არ გახლდათ. სეზონის კალენდარში გათვალისწინებული იყო მონაკოს სუპერთასიც და მგზავრობა იაპონიაში, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში, რამაც ზოგიერთი ფეხბურთელის დასვენება, ფორმაში გვიან შესვლა და სხვა მსგავსი ცვლილებები შეიტანა გუნდის ჩვეულებრივ ცხოვრებაში. რუნის და რონალდოს ტრავმებმა ახალი ფორვარდის, დიმიტარ ბერბატოვის მოსვლა დააჩქარეს და შეტევის ხაზშიც მცირე შეუთამაშებლობამ იჩინა თავი, ეს ბუნებრივიც იყო... მიუხედავად ამისა რონალდომ მიმდინარე სეზონში 20 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობაში, რუნიმ - 16, თითქოს გოლებიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ის ფაქტი უნდა დავივიწყოთ, რომ გასულ წელს გამართულ პირველ 12 შეხვედრაში "მანიუმ" სულ 10 გოლი გაიტანა, დროა საჭირო, რომ წინა ხაზზე დიმიტარ ბერბატოვის სახით მიღებულ შევსებას იდეალური გამოყენება მოეძებნოს და თითოეული კომბინაცია სრულყოფილებამდე იყოს დაყვანილი. საბოლოო ჯამში, ზემოთ მოყვანილი რამდენიმე საპატიო მიზეზის გამო "იუნაიტედი" დაცვაში თამაშზე იყო კონცენტრირებული.
ტაქტიკა აქ რა თქმა უნდა უდიდეს როლს თამაშობს, მაგრამ ვალერი ლობანოვსკიც კი, დიდი უკრაინელი მწვრთნელი, რომელიც მუდამ უდიდეს ყურადღებას უთმობდა დაცვაში თამაშს, თვლიდა, რომ თუ მცველებს ერთ ხაზზე თამაში შეუძლიათ, ყველაზე ცუდი სათამაშო ტაქტიკითაც კი შეიძლება გამარჯვების მოპოვება. ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდის სახით კი "მანჩესტერს" ევროპაში საუკეთესო ცენტრალური მცველების დუეტი ჰყავს, შეიძლება საერთოდ საუკეთესო დუეტიც კი, ყველა რგოლის მოთამაშეებს შორის.
2006 წელს, როცა სერ ალექს ფერგიუსონმა გუნდში ნემანია ვიდიჩი მოიწვია სერბს უცნაური რამ უწოდა "მცველი, რომელსაც დაცვაში თამაში შეუძლია". მისმა მოსვლამ განაპირობა რიო ფერდინანდის თამაშში დღეს არსებული დამაჯერებლობის შეტანაც, რიო აღარ კარგავს კონცენტრაციას, რაც ადრე საკმაოდ ხშირად ხდებოდა ხოლმე, ისინი ყველა მატჩში ცენტრალური მცველების, ფეხბურთელების და საერთოდ, ორი ადამიანის შეთანხმებული მოქმედების ბრწყინვალე მაგალითს გვთავაზობენ. "ვიდიჩის გვერდით თამაშისას მე თვალდახუჭულმაც ვიცი სად იქნება ის რამდენიმე წამის შემდეგ", - ამბობს ფერდინანდი. საუბარი შეიძლება რიოს შემცვლელზეც, ახალგაზრდა ჯონი ევანსზეც, რომელმაც რამდენიმე მატჩში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ცნობილი არიგო საკი მთელი ცხოვრება ამბობდა, რომ კარგი ფეხბურთელი ძალიან ხშირად ვერ ხდება კარგი მოთამაშე, და რომ ცალკე აღებული ტექნიკური მახასიათებლები არაფერს ნიშნავს, თუ ფეხბურთელს გუნდის ნაწილად გახდომა არ შეუძლია. "მანჩესტერის" წლევანდელი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი აქაც უნდა ვეძიოთ, გუნდი არა რამდენიმე, თუნდაც თერთმეტი, არამედ 22 ფეხბურთელისგან შედგება და ფერგიუსონმა ეს საუცხოოდ აუხსნა თითოეულ მათგანს.
მეტი პასი და ბურთის უკეთესი კონტროლი სტატისტიკის მიხედვით გასულ სეზონში "მანჩესტერი" საშუალოდ 458.5 გადაცემას აკეთებდა შეხვედრაში, აქედან ზუსტი 80.5% იყო, რაც შარშანვე ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლად, დააკვირდით მიმდინარე სეზონის რიცხვებს, 518.5 გადაცემა მატჩში და სიზუსტის პროცენტო - 83.54, ბოლო 13 შეხვედრაში კი გადაცემების რაოდენობამ საშუალოდ 540.5 შეადგინა თითქმის 85%-იანი სიზუსტით. ბურთის ფლობის საშუალო პროცენტი ამ 13 შეხვედრაში 58%-დან 62%-მდე გაიზარდა.
ზუსტად იმის გამო, რომ გუნდმა ბურთის უკეთესად კონტროლი დაიწყო, იკლო ერთ ფეხბურთელზე მოსულმა ორთაბრძოლების რაოდენობამ და ის 26-დან 20-მდე შემცირდა, კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი, უკანასკნელ 13 მატჩში "იუნაიტედის" კარის მიმართულებით სულ 22-ჯერ დაარტყეს (როგორც იცით ყველა შემთხვევაში უშედეგოდ), მაშინ როცა ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე მყოფმა გუნდმა, "ევერტონმა" მეტოქეებს ზუსტად 40-ჯერ მისცა ამის გაკეთების საშუალება.
თუმცა, ბურთის ფლობა ეს თვითმიზანი ნამდვილად არ გახლავთ, ეს მხოლოდ ერთ-ერთი იმ ინსტრუმენტთაგანია, რომელიც საერთო წარმატებისთვის გამოიყენება. (ის, რომ ბურთის ფლობა მთავარი არაა, "ბოლტონის" მაგალითზე ყველაზე უკეთ ჩანს, სემ ელერდაისის დროს, სტუმრად გამართული შეხვედრებიდან ისინი იგებდნენ მხოლოდ იმ მატჩებს, რომლებშიც მეტოქე უფრო მეტ გადაცემას აკეთებდა). "იუნაიტედის" თითქმის ყველა მოწინააღმდეგე ამ საკრალულ 13 მატჩში მიეჩვია, რომ "იუნაიტედი" თმობდა ინიციატივას, თითქოს იტყუებდა მეტოქეს და აძლევდა მას ბურთის კონტროლის საშუალებას, ეს უდავოდ ფერგიუსონის ტაქტიკური და შესანიშნავად განხორციელებული ჩანაფიქრია.
დიმიტარ ბერბატოვი კიდევ ერთი თვალსაჩინო სხვაობა მიმდინარე და წინა სეზონის "იუნაიტედს" შორის დიმიტარ ბერბატოვი გახლავთ, ბულგარელი თავდამსხმელი ტევესზე უფრო ხშირადაც კი მზადაა ჩამოვიდეს უკან, ცენტრში, და შეტევის დაწყებაში მიიღოს მონაწილეობა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხაზებს შორის მანძილი მცირდება და სათამაშო სქემაც 4-2-3-1 კიდევ უფრო სახიფათო ხდება. არც გასულ სეზონში იყვნენ რუნი, რონალდო და ტევესი მთლიანად შეტევაზე კონცენტრირებულნი, მაგრამ საერთო შედეგებმა ყველა კითხვაზე გაგვცა პასუხი. ბერბატოვი უფრო უნივერსალია ვიდრე თავდასხმის ხაზში მოთამაშე სხვა ყველა მოთამაშე "იუნაიტედში", ფერგიუსონმა უკვე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ბულგარელი სიამოვნებას იღებს მაშინაც, როცა იგი უშუალოდ თავდამსხმელის მოვალეობას ასრულებს და მაშინაც, როცა მისი საქმე საგოლე გადაცემის გაკეთება, თუნდაც თამაშის წაყვანაა. ეს ფაქტი განსაკუთრებით სასარგებლო ხდება მაშინ, როცა მეტოქე გუნდი უტევს და "მანჩესტერს" ზეწოლის გაძლება უწევს, ფიზიკური მონაცემები საშუალებას აძლევენ ბულგარელს უფრო ხშირად მიიღოს ბურთი კარისკენ ზურგით მდგომმა, ვიდრე ამას რუნი და ტევესი აკეთებენ, ეს კი რა თქმა უნდა ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი გახლავთ, რამაც ბურთის საერთო გუნდური ფლობის გაუმჯობესება გამოიწვია. შეტევითი პოტენციალის ბოლომდე არ გამოყენების ფონზე ტრანსფორმირდა და შესამჩნევად მაღალ დონეზე იქნა აყვანილი დაცვის თამაში, განსაკუთრებით კი ეს ორ პოზიციაში გამოიკვეთა, საყრდენი ნახევარმცველი და დაცვის მარჯვენა ფლანგი. ფერგიუსონი საკმაოდ იშვიათად იყენებს ერთიდაიგივე ცენტრალურ ნახევარმცელს რამდენიმე თამაშში, მაგრამ ამ სეზონში სხვებზე ხშირად ფლეტჩერს და ქერიქს ენდობა, ნაცნობი ვარიანტია "ჩამშლელი-გამთამაშებელი", მაგრამ ფლეტჩერის ვარიანტი რომ ბევრად უფრო დაცვითია, ვიდრე ანდერსონისა და ჰარგრეივსისა, რომლებიც წინა სეზონში თამაშობდნენ რეგულარულად, ეს აშკარაა. რაც შეეხება დაცვის მარჯვენა ფლანგს, ნომინალურად ამ პოზიციაზე სამი მოთამაშე აცხადებს პრეტენზიას. ვეს ბრაუნი, გარი ნევილი და რაფაელი. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ძალიან პერსპექტიულია და რიგ ეპიზოდებში უბრალოდ ბრწყინვალედ გამოიყურება, მაინც გამოუცდელია და საკმაოდ ხშირად კარგავს პოზიციას, თუმცა "ევერტონთან" და "არსენალთან" გასვლით მატჩებში იგივე შეგვიძლია გარი ნევილზეც ვთქვათ, ოღონდ უკვე ასაკზე გავამახვილოთ ყურადღება. ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ პარკმა უფრო ხშირად დაიწყო მარჯვენა ნახევარმცველად თამაში (უკვე 12 მატჩი სასტარტოში, წინა წელს 8 მთელ სეზონში), რამაც ფერგიუსონს შემადგენლობის დამატებითი ვარირების საშუალება მისცა, რონალდოს კი საწინააღმდეგო ფლანგზე მეტი თავისუფალი ადგილი გაუნთავისუფლა.
და ბოლოს... თუ "იუნაიტედს" სისუსტე გააჩნია, ასეთად ალბათ მაინც ფლანგები უნდა მივიჩნიოთ, ფერდინანდი და ვიდიჩი ცენტრში ფაქტიურად გაუვალ კედელს ქმნიან, მარჯვენა ფლანგის პრობლემებზე უკვე ვისაუბრეთ, იგივეს თქმა მარცხენაზეც შეიძლება, მითუმეტეს რონალდოს დაცვაში თამაშისადმი დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, ასე რომ მცველმა ძალიან უნდა გარისკოს, წავიდეს შეტევაში და მთელი ფლანგი პორტუგალიელს დაუტოვოს. გასული სეზონის ბოლოს ჟოზე მაურინიომ ძალიან საინტერესოდ ისაუბრა მეთოდებზე, რომლებიც "წითელ ეშმაკებს" უნდა დაუპირისპირო, მისი აზრით ფერდინანდს ძალიან ადვილად შეიძლება აიძუო დაკარგოს პოზიცია, შესაძლოა "ინტერიც" თამაშის მსგავს მოდელს შესთავაზებს "მანჩესტერს" ერთი კვირის შემდეგ, მაგრამ გვეჩვენება, რომ მანჩესტერელთა წლევანდელ თავდასხმას უფრო თავისუფლად შეუძლია მეტოქის დასჯა მსგავსი "თავხედობისთვის", მითუმეტეს, რომ მას ჯერ კიდევ არ გამოუყენებია სრული პოტენციალი. რა თქმა უნდა, ეს შემადგენლობა, ისევე როგორც არცერთი შემადგენლობა მსოფლიოში დაუმარცხებელი არ გახლავთ, მაგრამ საერთო ჯამში ყველა "მანჩესტერულ" თაობაზე უკეთეს და გამართულ ფეხბურთს აჩვენებს, ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს, ინგლისის მასშტაბით ეს მესამე წელია მტკიცდება, ევროპის კიდევ ერთხელ, ამ სეზონში დაპყრობის მცდელობაც გრძელდება და ჯერ ყველაფერი წინ არის. აქვე დავამატებთ ერთ საინტერესო სტატისტიკას, თუ გასულ სეზონში კარისკენ გაგზავნილი ბურთების 15% იყო ზუსტი, წელს ეს მაჩვენებლი 12%-მდე დაეცა, ამან კი საშუალოდ გატანილი გოლების 2.11-დან 1.71-მდე შემცირება გამოიწვია, ფერგიუსონმა ამას თავადვე მოუძებნა ახსნა და ჩვენც მის სიტყვებს შემოგთავაზებთ, "ჩემს გუნდს გააქვს იმდენი, რამდენიც მოსაგებადაა საჭირო, კარგი ფეხბურთი და წარმატება ბევრად უფრო მეტია ვიდრე გოლების ფეიერვერკი, დააკვირდით ჩვენს თამაშს და მიხდებით ამას"...
|