BeBe_MU
Play Off Is Coming at MSG ☀

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5884
წევრი No.: 61363
რეგისტრ.: 16-May 08
|
#12722012 · 24 Feb 2009, 13:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ინტერი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" "სან სირო" სამშაბათი, 24 თებერვალი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველი შეხვედრა მსაჯი: ლუის მედინა კანტალეხო (ესპანელი) მატჩის დასაწყისი: 23:45
შემადგენლობების სიტუაციები: ინტერი: ცეზარი, ორლანდონი, ტოლდო, სანტონი, ძანეტი, მაიკონი, კორდობა, ბურდისო, რივასი, კივუ, მაქსველი, სტანკოვიჩი, ფიგუ, კამბიასო, მუნტარი, ბალოტელი, ადრიანო, კრუსი, იბრაგიმოვიჩი ვერ ითამაშებენ: სამუელი, მატერაცი, კრესპო
მანჩესტერ იუნაიტედი: ვან დერ საარი, კუშაკი, ფოსტერი, ფერდინანდი, ევრა, ოში, ევანსი, ფაბიო, ეკერსლი, გიგზი, პარკი, კერიკი, ნანი, სკოულზი, პოსებონი, გიბსონი, ფლეტჩერი, რონალდუ, რუნი, ბერბატოვი, ტევესი, უელბეკი ვერ ითამაშებენ: ვიდიჩი, ნევილი, ბრაუნი, რაფაელი, ანდერსონი
წინასამატჩო ფაქტები: "ინტერი" და "მანჩესტერი" ორჯერ შეხვდნენ ამ მატჩამდე ჩემპიონთა ლიგაზე.
10 წლის წინ, გუნდები შეხვდნენ 1/4 ფინალში, მანჩესტერმა ორი მატჩის ჯამით 3-1 მოიგო. მანჩესტერიდან - გარი ნევილი, პოლ სქოულზი, რაიან გიგზი, ხოლო ინტერიდან - ხავიარი ძანეტი, ეს ის ფეხბურთელები არიან რომელბამ ორივე მატჩში მიიღეს მონაწილეობა.
"ინტერმა" 13-ჯერ მიიღო თავისთან ინგლისური კლუბები, აქედან 6 გამარჯვება მოიპოვა, 4 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო 3 მატჩი მასპინძლებმა წაგებით დაასრულეს. ინტერს არ მოუგია ბოლო 4 თამაშია ინგლისურ კლუბებთან.
"წითელი ეშმაკები" სტუმრად იტალიელებს ეწვივნენ 15-ჯერ, აქედან გამარჯვება 3-ჯერ მოიპოვეს, 2-ჯერ ფრედ დაასრულეს, ხოლო დანარჩენი 10 წააგეს.
მიქაელ სილვესტრი, ლორან ბლანი და ხუან სებასტიან ვერონი თამაშობდნენ ჩემპიონთა ლიგაში როგორც "ინტერის", ასევე "მანჩესტერის" მაისურით. პოლ ინსი ასევე ორივე კლუბში გამოდიოდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში თამაში ვერ შეძლო. ის "მანჩესტერიდან" "ინტერში" 1995 წელს გადავიდა
გუნდების ფორმა ინტერი (მილანი) ჩემპიონთა ლიგის პლეი=ოფში თამაშობენ უკვე მე-7ჯერ. მათი ყველაზე დიდი მიღწევა იყო 2002-2003 წლის სეზონში, როდესაც მათ ნახევარფინალში გასვლა შეძლეს. ინტერმა მოიგო ევროპის თასი 1964 და 1965 წლებში, ხოლო უეფას თასის მოგება სამჯერ აქვთ აღნიშნული. ჩემპიონთა ლიგაში წააგეს ბოლო ორი შეხვედრა და არ მოუგიათ მესამეშიც. გაუშვეს 299 გოლი ყველა ევროპული ტურნირის მასშტაბით.
მანჩესტერ იუნაიტედი თამაშობენ პლეი-ოფში უკვე მე-12ჯერ. ერთით ნაკლებჯერ, ვიდრე ეს რეკორდულ "მადრიდის რეალს" ააქვს. ამ მომენტისათვის ჩემპიონთა ლიგის თასი მათ ხელშია, ასევე ეს ტურნირი მოიგეს 1999 წელში. ევროპის თასი მოიგეს მათ 1968 წელს, ხოლო თასების თასი 1991 წელს.
ორჯერ გამოვარდნენ 1/8 ფინალიდან, 2004 წელს პორტუსთან (რომელსაც ინტერის ეხლანდელი მწვრთნელი მეთაურობდა), და ერთი წლით ადრე მილანთან.
ევროპული ტურნირებიდან იტალიელებმა მანჩესტერი 6-ჯერ გამოაგდეს, აქედან 4-ჯერ მილანმა და 2-ჯერ იუვენტუსმა.
ეს თამაში გახდება მანჩესტერისთვის მე-200, ჩემპიონთა თასის და ჩემპიონთა ლიგის მაშტაბით. მიუნხენის "ბაიერნმა" და მილანის "მილანმა" უკვე გადაკვეთეს ეს ბარიერი. მანჩესტერს შეუძლია ჩაიწეროს ასევე თავისი 50-ე ფრე ამ ტურნირში.
დაასრულეს ბოლო სამი შეხვედრა ფრედ ჩემპიონთა ლიგაში, მაგრამ არ აგებენ უკვე 19 მატჩია, რაც აიაქსთან და ბაიერნთან ერთად სარეკორდო მაჩვენებელია.
აღსანიშნავი ფაქტები ინტერის ნახევარმცველი - დეიან სტანკოვიჩს შეუძლია სერბის რეკორდი მოხსნას, რომელმაც 1-ით მეტი მატჩი ჩაატარა სტანკოვიჩზე ჩემპიონთა ლიგაში. სტანკოვიჩის ანგარიშზე 61 მატჩია, ხოლო პრედრაგ ჯორჯევიჩის ანგარიშზე 61 მატჩი
სტანკოვიჩის პარტნიორები - მაიკონი და ძანეტი არიან ერთადერთი ფეხბურთელები ორივე გუნდის გათვალისწინებით, რომლებმაც ამ სეზონში ყველა მატჩი ჩაატარეს.
მანჩესტერის ბომბარდირდ, და გასული წლის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირს - კრიშტიანუ რონალდუს ჯერ არ გაუტანია ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გოლი.
რაიან გიგზი (108), პოლ სქოულზი (104), დევიდ ბექჰემი (104) - სამი ბრიტანელი ფეხბურთელია, რომლებმაც 100 თამაშიან ბარიერს გადალახეს ჩემპიონთა ლიგაში.
მანჩესტერის მცველი - ნემანია ვიდიჩი ტოვებს თამაშს დისკვალიფიკაციის გამო, რომელიც მან მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო დეკემბერში.
საინტერესო ფაქტები: ჟოზე მაურინიომ ფერგიუსონის წინააღმდეგ ჩაატარა 12 მატჩი, აქედან მხოლოდ ერთხელ წააგო, 6 მოგება და 5 ფრე აქვს ამ მწვრთნელს.
|