აუ რა ძირძველი სტატია ამოგიგდია

შირეაზე ნახე სტატია რო არის ? და სხვათაშორის რანიერიც საკმაოდ საინტერესო რამე გვიწერია და დავაგდებ აქაც -
ერთი კარგი ფაქტი კიდე - რანიერის იუვენტუსის კლასის გუნდში აქამდე არ უმუშავია
* * *
მე ეს სტატია დავწერე თებერვლის პირველ რიცხვებში როდესაც კლუბი მწვავე კრიზისში იყო და ყველა ერთი მეორეს მიყოლებით მწვრთნელისაკენ იშვერდა ხელს , რომ თურმე ყველაფერში კლაუდიო რანიერი იყო დამნაშავე . მე მაშინ ჩემი აზრი გამოვხატე მის მიმართ და კლუბში განვითარებული სიტუაციის მიმართ . ჩემი აზრით კარგი იქნება თუ ყველა გაეცნობა ამ სტატიას მაშინ როცა კარს ჩელსისთან შეხვედრა მოგვადგა , ვნახოთ ის თუ რა იყო მაქამდე და საედან მოვდივართ .
შეგახსენებთ რომ ეს სტატია არის დაწერილი იმ პერიოდში როცა ჩვენ სამ შეხვედრაში 1 ქულის აღება შევძელით ამიტომ სტატიის დაწყებამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ დროის ცვალებადობის გამო .
ტურინის იუვენტუს ეს დღეებია ნამდვილად არ უდგას კარგი დრო ,გუნდმა ბოლო ორი შეხვედრა დათმო რითაც ინტერს სერიოზულად გასწრების საშულება მისცა . ყველაზე სავალალოდ კი ტურინელთა დაცვითი ხაზი გამოიყურება რომელმაც ბოლო სამ შეხვედრაში 6 გოლი გაუშვა , და ბოლო შეხვედრაში საერთოდ 3 გოლი ,აქამდე იუვეს 3 გოლი ჯერ მიმდინარე სეზონში არ გაუშვია . რათქმაუნდა ფართო მასებს არ გაუჭირდათ დამნაშავის პოვნა ეს არის კლაუდიო რანიერი . ადამიანი რომელსაც წაგების დროს აფურთხებენ , ხოლო მოგებების შემდეგ ჩუმდებიან . მოდით განვიხილოთ მისი პერიოდი იუვეში .
როდესაც სერია ა-ში დაბრუნდა იუვე და დააბრუნა იგი დეშამა , აზრადაც არავის მოსვლია რომ კლუბის ხემლძღვანელობა ფრანგ სპეციალისტს კლუბს დაატოვებინებდა . შოკი დიდი იყო თუმცა შემდეგ გახდა ცნობილი ფაქტები ამ მიზეზისა . დეშამს სურდა იუვე ფრანგულ კოლონიად გადაეკეთებინა სადაც დელ პიეროს ადგილი და ასევე კიელინის ადგილი არ იქნებოდა . სწორედ დიდიე დეშამის თხოვნით იყიდა ალესიო სეკომ სერხიო ალმირონი , ჟორჟე ანდრადე და ტიაგო მენდეში . როდესაც რანიერი გუნდში მოვიდა მას უკვე იმის დრო აღარ რჩებოდა სელექცია ეწარმოებინა , ამიტომ დაყაბულდა იმაზე რაც იყო მოცემულ სიტუაციაში . არადა შემადგენლობა მართლაც იმაზე გაცილებით სუსტად გამოიყურებოდა რაც ეხლა არის . სეზონის პირველსავე დღეებში გუნდს უვადოთ გამოეთიშა ჟორჟე ანდრადე . ფეხბურთელი რომელიც რანიერის თვალსაზრისით კედელს შექმნიდა იუვეს ცენტრალურ დაცვის ზონაში კიელინისთან ერთად . თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი რომ თავიდან ჯორჯო განიხილებოდა იუვეს მარცხენა ფლანგის მცევლად . ანდრადესთან ერთად უვადოთ აკლდება გუნდს ჯონათან ძებინა და გრიგერაც რამოდენიმე ხნით . კლუბში ახლად ჩარიცხულია მოლინარო რომელიც არავინ არ იცის როგორ წარმოაჩენს თავს . გუნდში დაბრუნდა ლეგროტალიე და მადლობა რანიერის რომელმაც ვეტო დაადო მის წასვლას ფენერბახჩეში . ნიკოლამ მშვენივრად გამოიყენა ეს შანსი და ჯორჯო კიელინისთან ერთად შექმნა მრისხანე დუეტი ცენტრალურ ზონაში . ეს რანიერის პირველი ფუნდამენტი იყო რომელიც იუვენტუსში მოსვლის შემდეგ შექმნა . ცალკე სალაპარაკო თემაა მოლინარო . ძალიან ბევრი აკრიტიკებდა მას , სტადიონიდან 1000 შეურაწყოფას აყენებდნენ , მაგრამ რანიერის მისი ძალზედ ჯეროდა და ყველა იმედი მთავარ მწვრთბელს კრისტიანომ გაუმართლა . მოლინარო სასტარტო შემადგენლობის შეუცვლელი ფიგურაა . ეს კიდევ ერთი აღმოჩენა სწორედ რანიერის სიჯიუტემ წარმოაჩინა .
საერთოდ კლაუდიო კი არის იტალიელი მაგრამ როგორც უცხოურ პრესაში აღნიშნავენ ეს ადამიანი ნამდვილი ინგლისელი ჯელტმენია . ადამიანი რომელიც წაგების დროს არ იწყებს არანაირი წუწუნს პრესკონფერენციაზე და არ აბრალებს სხვადასხვა პრობლემებს პირველ რიგში საკუთარ მარცხს . ყველამ კარგად ვიცით რა ეპიდემია ჭირს იუვეს ტრავმების მხრივ უკვე 2 წელია . შარშანდელ სეზონში რანიერი ყოველ მეორე შეხვედრაში ცვლიდა შემადგენლობას და შეთამაშებლობას ფაქტიურად მეოდანზევე თხოვდა ფეხბურთელებს . მიუხედავად ამისა გუნდმა არცერთ გრადთან არ წააგო და მილანის ინტერი სან სიროზევე დაამარცხა . კი იყო დაკარგული ქულები საშუალო გუნდებთან მაგრამ იმ წელსვე პირველ ადგილზე იუვე ვერ ავიდოდა ეს არარეალური იყო , გადახედეთ შემადგენლობას და შემდეგ ინტერის შემადგენლობას ერთ პოზიციაზე 3 ფეხბურთელი ყავდათ , იუვეს კი ტრავმები როტაციის და დასვენების საშუალებას საერთოდ არ აძლევდა . მიმდინარე სეზონში ტრავმებმა კი არ იკლო პირიქით კრიტიკულ ზღვარს მიაღწია . სეზონის პირველ ნახევარში გუნდს წამყვანი 13 ფეხბურთელი არ ყავდა !!! ეს სახუმარო ციფრი არ არის როდესაც შენ არ გეყოლება სამი ოთხი თვე ბუფონი , კამორანეზი , ტრეზეგე , პოულსენი , სალიჰამიჯიჩი , ძებინა , ძანეტი , მარკიზიოც რომელსაც საკმაოდ დიდი დრო გაუცდა ასევე , იაკინტა . და პერიოდულად გუნდს მიკრო ტრავმების გამო აკლდებოდა ნედვედი , დელ პიერო და სხვადასხვა ფეხბურთელები . არ გასულა შეხვედრა რომლის დასრულების შემდეგ იუვეს რომელიმე ფეხბურთელს არ მიეღო ტრავმა . მარცხი რომელიც მილანის ინტერთან ასევე რანიერის დაბრალდა თუ გახსოვთ პირველსავე წუთებზე ტრავმას იღებს ტიაგო მენდეში რომელიც მთავარი მწვრთნელის იმედი როგორც იქნა მოიპოვა , ითამაშა რიგ მატჩებში საკმაოდ კარგად და თითქოს რანიერიმ მას ჩააბარა მოედნის ცენტრში სისოკოსთან ერთად ეკონტროლებინა ბურთი , უცბად გაყავთ საკაცით 5 წუთზე სან სიროდან . ამით იშლება სათამაშო სქემა და მის ნაცვლად შემოსული ახლად ტრავმამოშუშებული მარკიზიო ვერ აჩვენებს სათანადო თამაშს . ცნეტრი იკარგება , ბურთი ვერ აღწევს წინა ხაზამდე და მიდის პირდაპირი მნიშვნელობით ბრძოლა რომელიც ინტერის გამარჯვებით სრულდება სრულიად უაზრო გოლით . თუმცა გოლი გოლია . ფანები შოკში არიან , თუმცა მალე ნახეს ადამიანი ვისი ბრალიც იყო წაგება ეს რანიერია ! პრესკონფერენციაზე ნამდვილი ჯელტმენივით რანიერიმ აღიარა მარცხი და ერთი სიტყვა იძულებულ შეცვლებზე არ უთქვამს . მან მიულოცა მაურინიოს რამოდენიმე კითხვას უპასუხა და დატოვა აუდიტორია . და ეს გრძლდება ორი წელია უკვე . ამის არ დანახვა და არ დაფასება ძალიან ძნელია სუფთა ადამიანური კუთხიდან . როცა შენ ვერ ათამაშებ ერთ შემადგენლობას 4 თამაში ზედიზედ ლაპარაკი რამე კომბინაციურ და ლამაზ ფეხბურთს უკვე ზედმეტია . ლიპი რომ ლიპია ის ვერაფერს იზამდა აქ . საერთო ბევრი აჟიოტაჟი იყო ლიპისთან დაკავშირებით , ზოგი მასში მესიას ხედავს . კარგით ცოტათი ამ საკითხსაც შევეხები და ერთ ორ სიტყვას გეტყვით . ლიპი როდესაც იუვეში მოვიდა ამ გუნდს უამრავი ექსტრა კლასის მოთამაშე ირიცხებოდა , იყო ფინანსები და იყვნენ უმაღლესი კლასის პროფესიონალები რომელთაც უკვე არაერთი ჯილდო ქონდათ აღებული . ლიპიმ კი მათ ჩემპიონთა თასი მიუმატა , თუმცა გაჭირვებით . პენალტების სერიაში შეძლო იუვემ აიაქსის დამარცხება . შემდეგ იყო ტრიუმფალური სვლა ფინალში 1996 -ში , თუმცა ლიპის აქ დორტმუნდის ბორუსია შეხვდა გადაულახავ ბარიერად . შემდეგ წელს იუვე კიდევ ფინალშია , სადაც მას მადრიდის რეალი უნდა შეხვდეს . ლიპი აქაც ვერ იგებს გადამწყვეტ შეხვედრას . 2003 წელი მანჩესტერი სუპერ იტალიური ფინალი ჩემპიონთა ლიგაზე მილანი - იუვენტუს . ლიპი აქაც მარცხება . სამი ფინალი დათმო მარჩელო ლიპიმ ტურინის იუვენტუსთან ერთად . ეს ყველაფერი შევახსენე იმ ადამიანს რომელიც რატომღაც ამბობს რომ რანიერი მარტო იმიტოა ცუდი მწვრთნელი რომ ვალენსია ორჯერ გაიყვანა ფინალში და წააგო . პირველი ეს იყო ექტორ რაულ კუპერი და არა რანიერი . კუპერი რომელმაც ვალენსიასაგან შექმნა ის რაც არის ეხლა . კუპერი რომელმაც შექმნა ინტერისაგან ის რასაც ჩვენ ვხედავთ ეხლა . კუპერმა ჩამოაყალიბა მექანიზმი რომელიც მუშაობდა ნერიაძურიში . შეიძება არა გამარჯვებით დაამთავრა თუმცა ახლოს კი იყო , რომ არა რომის ლაციოსთან ბოლო ტურის შეხვედრა . რანიერი სწორედ ასეთი მწვრთნელია . მას უყვარს როცა აშენებს გუნდს , ჩელსი მან შექმნა და აქცია გუნდად და არა მაურინიმ . იუვენტუს სწორედ ესეთი ადამიანი ჭირდება ეხლა რომელიც აშეენებს დანგრეულს . რომელიც აღმოაჩენს ახალ ტალანტებს . დიახ გეთანხმებით რომ რანიერი არ არის გამარჯვებული პიროვნება . იტალიელ სპეციალისტს თვითონაც კარგად ესმის ეს და ჩემი აზრით ამის გამოსწორება სწორედ იუვეს შეუძლია . იუვენტუსი მისი შანსია . და ჩემის აზრით ყველაფერს იზამს იმისათვის რომ გუნდი მიიყვანოს გამარჯვებამდე .
რაც შეეხება კლუბში მწვრთნელების ხშირ ცვლილებებს , ამას დადებითი შედეგი იუვეს ისტორიაში არასოდეს მოუტანია . იუვემ ბოლოს მწვრთნელი სეზონის მიმდინარეობისას 1969 წელს შეცვალა და გუნდმა ჩემპიონატში 13 ადგილი დაიკავა . არადა მანამდე 5 მიდიოდა . იყო ერთი ძალიან კარგი სეზონი 1983 წელს . მაშინ იუვეს მთავარი მწვრთნელი იყო ჯოვანი ტრაპატონი . სეზონის პირველი ნახევარი იუვემ დაამთავრა 12 ადგილზე მოგებული ქონდა მხოლოდ და მხოლოდ 3 შეხვედრა !!! . ხელმძღვანელობამ მიუხედავად ასეთი კატასტროფული შედეგებისა ნდობა გამოუცხადა იუვეს მესაჭეს და მისი ეს ნდობა გამართლდა . იუვემ მეორე ნახევარში 1-ფრე ითამაშა მხოლოდ და დანარჩენი ყველა შეხვედრა მოიგო და სკუდეტოს დაეუფლა .
ამიტომ ჯობია რანიერის აცადონ ის საქმე რაც მან დაიწყო და ძალიან კარგი იქნება თუ ასეთი უხვი ტრავმიანობა გუნდში არ იქნება . ასეთ სიტუაციაში ნებისმიერი მწვრთნელიც რომ მოიყვანონ საქმეს ვერ უშველის . სელექციას რაც შეეხება , გასულ სეზონში იუვეს არ ქონდა ფინანსურად საქმე კარგად . ამიტომ გუნდი ვერ გააკეთებდა ხმაურიან ტრანსფერებს . რანიერიმ იყიდა ისეთი ფეხბურთელები რომლებიც საჭირო მომენტში კლუბისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყვნენ . ძალიან საინტერესო იქნება სეზონის ფინიში და უკვე შემდეგ რას გააკეთებს კლუბის ხელმძღვანელობა შემადგენლობის გასაძლიერებლად . ეხლა რანიერი უკვე მოითხოვს დარწმუნებული ვარ შესაფერის კანდიდატურებს . წლევანდელ სეზონში კი გუნდი კი იბრძოლებს თუმცა ძალიან გაუჭირდება . თუმცა ზუსტად ასეთ დროს იჩენს იუვეს ხასიათი სახეს, როდესაც კლუბს არნახულად უჭირს ის ისევ ფეხზე დგება და იბრძვის ბოლომდე . ფორზა იუვე !!!
პ.ს. ეს ჩემი სუბიექტური აზრია მიმდინარე პროცესებთან . თქვენ შეიძლება განსხვავებულად ფიქრობთ , მე კი ამ აზრზე ვარ .
www.forzajuve.ge
This post has been edited by Chielini_21 on 2 Mar 2009, 19:35