სუვილი ერთია და რეალობა ის თუ რა მოხდება კი მეორე.
ერთი კი ნაღდია რომ ლივერპულს თავისი ისტორიის და არსებობის მანძილზე ერთერთი უმძიმესი კვირა ელის. ხუმრობა როდია სულ რაღაც ოთხი დღის ინტერვალით მსოფლიოს ორ უსაძაგლეს კლუბებს დაუპირისპირდე. აი თუ ამ კვირის მანძილზე ლივერპული გამარჯვებულიც გამოვა მე ვიტყვი რომ სიკეთემ იმარჯვა ამ კონკრეტულს საკითხში რასაც ფეხბურთი ქვია მეთქი.
ეს სურვილს რაც შეეხება.
ეს იგივეა როგორც შავი და თეთრი და ა.შ.
რა თქმა უნდა აქ ფავორიტი არ არსებობს.
მაკვირვებ თუმცა უნდა ავღნიშნო არც ისეთი ცუდი გემოვნება გქონია.

რაც შეეხება მის დამოკიდებულებას რეალის მიმართ ამას თქვენის ნებართვით შევეცდები ვრცლად ავხსნა.
წინასიტყვაობა: კოლორიტი თავად როგორც ასეთი პირობითი მცნებაა და ყველა უბანს ჰყავს ან ჰყავდა თავისი რჩეული პატივსაცემი წარმომაგენლები.
იყო ასეთი ბატონი ვასოც იქ სადაც მე ვცხოვრობ და საყურადღებო ისაა რომ იქ საზოგადოება ცხოვრობს ან ოჯახური ხელმოცარულობისდა გამო ან მოწოდებით.ჰოდა ეს პატივცემული ბატონი ვასო სწორედ იმ კატეგორიის წარმომადგენელი იყო ვინაც რომ მოწოდებით ცხოვრობენ. ცხოვრება ამ საწყალს ავტოავარიამ მოუსწრაფა.
წევს მოკლედ ავარიის შემდგომ სავადმყოფოში და მიაკითხა იქ მას მძღოლის დედამ და შეჰკადრა:"ბატონო ვასო ეგება არ იჩივლოთ, ჩემი შვილი პატიოსანი ბიჭია და ოჯახის პატრონიაო"
აი აქ კი ამ კოლორიტმა მიუგო ბრძნულად ისე როგორც პატიოსან ადამიანს ეკადრება:" ქალბატონო რა დაგიშავეთ შეურაცყოფას რად მაყენებთ?
რას ქვია ჩივილი?! ეგ როგორ იფიქრეთ და რატომ მაყენებთ შეურაცყოფასო?!
ისე ერთი კია, ქალბატონო, პატიოსანი კაცი მილიციაში კი არ შევიდოდა არამედ ელერძეში ერთი ორს მაინც გაქლიბავდაო!"
(ის მძღოლი მილიციის თანამშრომელი იყო)
აბსოლუტურად იგივე ითქმის ფეხბურთზეც მათ შორის.
ჰო ეს რატომ მოვყევი ეხლა ზოგჯერ იციან ხოლმე ზოგადი ფრაზა მოსაზრებების გაჟღერება თუნდაც ამა თუ იმ სპორცმენების მიმართაც რომ აი ზიდანი მაგარია და რამე რუმე.
მე მათ აი ბატონი ვასოს ისტორიული ფრაზით ვპასუხობ:
მაგარი რეალსა და მანჩესტერში კი არ მიდის არამედ ერთი ორი სასიკეთო საქმე გააკეთოს უნდა ისე როგორც ეს თავის დროზე დიეგომ და სხვა მართლაც დიდმა მოთამაშეებმა აკეთეს და აკეთებენ ამ წუთასაც.
ტორესი მისი პატიოსანი პაპის აღზრდილია რომელმაც მას პატიოსნება და საზოგადოების სიყვარული ბავშვობიდანვე ჩამოუყალიბა. ასწავლა ის თუ სადაა სიკეთე და სად ის .....
ხშირად აქაც ამ ფორუმშიც ურევენ სხვადასვხა შეხედულებებს და მოსაზრებებს ერთმანეთში. გაიგებ რომ ის ლამაზიაო.
მათ გასაგონად ვიტყვი რომ ეს შეფასება ამ პატიოსანი კაცის მიმართ შეუთავსებელია და ვიტყვი რომ ლამაზებს ხვრიტავენ ან უკვე ნახვრეტებში უთავსებენ იმას, ხო საყურეებს და ისინი ერთ "კატიოლში" იხარშებიან, მათ კი მე ბაჯოიდებად მოვიხსენიებ.
ტორესი მათი კატეგორიიდან ნაღდად არ არის.
რაც შეეხება თავად მის მოსაზრებას რეალის მიმართ ჰა რა იყო აქ დასამალი რა არის რომ:"“I don’t see myself playing for Real Madrid!"
ყველაზე დიდი ინტრიგა აქ ანგარიში კი არ არის არამედ ის თუ რაც მე ყველაზე მეტად მაინტერესებს.
მაისურს გაცვლის თამაშის შემდგომ?
რომ აჩუქო სანაგვეში ეგრევე უნდა ისროლოს და აი ესაა საკითხავი და არა თუ მკითხაობა იმისა რა ანგარიში იქნება და ა.შ.