ვაჰ პორტუგალიის ნაკრების მეკარე ედუარდო უყიდიათ, მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა მუნდიალზე. კარგი ტრანსფერია,
ტონიც დაიმატეს, ვნახოთ რატომღაც მგონია კარგ სეზონს ჩაატარებს
ამ გუნდის ყველაზე სუსტი წერტილი ნახევრდაცვაა და კევინ პრინს ბოატენგის დამატებას აპირებენო, ეგ თუ მართლა გამოვიდა სერიოზული შევსება იქნება, მაგრამ ლაციოში მინდა ეგ ბიჭი

კიდევ აღსანიშნავია უნგრეთის ნაკრების თავდამსხმელი რუდოლფი, ბრაზილიელი ცენტრალური მცველი დიეგო ანჯელო, რომელიც საშაულო დონის მცველი უნდა იყოს წესით და ბერძენი 19 წლის გამთამაშებელი ტაჩცედისი თავისი პოზიციისთვის ცოტა ზედმეტად მაღალია, მაგრამ ტალანტიაო. პაპასტოპულოსმა გაამართლა თავის დროზე და ვნახოთ ეს რას იზამს.
ჯერ სულ ეს არის იმედია კიდევ გაძლიერდებიან.
ისე მაგრად მევასება გასპერინი, კალჩოში ყველაზე ხშირად ცვლის სქემებს 3-4-3, 3-5-2, 4-3-3 მოკლედ გიჟია ტიპი

ამ ლავირების და როტაციის გამო ზუსტი სქემის დაწერა გამიჭირდება, ამიტომ უბრალოდ ცამოვთვლი რგოლების მიხედვით
კარში: ედუარდო, სკარპი
დაცვა: პაპასტოპულოსი, ბოკეტი, მორეტი, დაინელი, ტომოვიჩი დიეგო ანჯელო
ფლანგები: მესტო, კრიშიტო, იანკოვიჩი, ვან დე ბორე
ცენტრი: საპატერი. როსი, მილანეტო, ხარჯა, ბოატენგი? (ძალიანნ სუსტი რგოლია აუცილებლად უნდა დაიმატონ ბოატენგი თუ არა სხვა ვინმე მაინც)
თავდასხმა: ტონი, პალასიო, პალადინო, სკული, აკვაფრესკა, რუდოფი
ჩემი აზრით სტაბილურად სადღაც შუაში იტრიალებენ, სამწუხაროდ გუნდი ვერ პროგრესირებს მოტა-მილიტოს წასვლის შემდეგ
This post has been edited by Levani_8_9 on 8 Jul 2010, 22:00