მაღალია აგერი და კუთხურებზე უნდოდა

სტანდარტულებიდან როის ფულჰემი ბევრ იტანდა.
მედს კითხე თუ არ გჯერავს
თან დარტყმაც კარგი აქვს.
__________________________________
მე მაინც მგონია რო როი ზუსტად სალივერპულო მწვრთვნელია.
იმედი მაქვს არავის ილუზია არ ქონოდა რო თუნდაც ამ გუნდით ლივერი ჩემპიონი გახდება.
სუსტი გუნდია და რა ვქნათ.
თუმცა გამოცდილი ფეხბურთელები არიან და ჰოჯსონს ასეთებთან მუშაობა შეუძლია. შეუძლია და იცის.
პოზიციები რო გაიმაგროს PLში ლივერს შეუძლია.
თუ ამას მოახერხებს მაშინ დარმწუნებული ვარ ვინმე აუცილებლად იყიდის კლუბს და ყოველ სეზონში 30 მილიონი
მაინც ექნება ტრანსფერებზე დასახარჯი.
ყველაზე მთავარი არის რო თვითონ როიმ არ დაყვინოს და არ ჩაიფუშოს. გ ა ქ ა ჩ ო ს გრანდში.
თორე აი დღევანდელმა თამაშმა ბევრი რამ აჩვენა პოზიტიური ლივერპულის თამაშში ამ მინუსების ფონზე.
< გუნდი არ არის ფიზიკურად კარგ ფორმაში ჯერ.
< გუნდმა პირველად ითამაშა უძლიერესი შემადგენლობით.
< წამყვანი ფეხბურთელები არ არის ფორმაში ჯერ.
ამ ყველაფრის ფონზე ლივერპულის სქემამ საკმაოდ კარგად გაამართლა.
სუსტად გამოიყურებოდა კარაგერი როგორც ყოველთვის და აუცილებელია მისი სკამზე დაჯენა უახლოესი 2 თამაში.
2 თამაში იმიტომ რომ სუსტებს ეთამაშებით და აუცილებელია ამ შანსის გამოყენება და აგერი შკრტელის დუეტის
შეთამაშება.
კარაგერი ჩემი აზრით მარჯნიდან უნდა გამოიყენებოდეს ისიც მაშინ როცა გუნდის ოპენენტს მარჯვენა ფლანგიდან სახიფათო ვინგერი ეყოლება რო უფრო ეფექტური იყოს დაცვა ვიდრე შეტევა.
მანჩოსთან თამაშიი დადებითი იყო ის რო პიროვნული ქარიზმის მქონე ფეხბურთელებმა, ლიდერებმა საკუთარი თავი
თითქმის მაქსიმალურად გამოავლინეს. ჯერარდმა ყველაფერი სწორად გააკეთა და ტორესი უბრალოდ ჯერ ფორმაში
არ არის.
ეს ნიშნავს რო როის გუნდში დიდი ადგილი ექნება კლასზე თამაშს. ანუ შესრულებას. მთავარია ლიდერებმა ითამაშონ
კარგად და სტაბილურად და შედეგი მოვა. 4ულში შეხვალთ.
მე არამგონია რო ლივერმა სიტის ვერ აჯობოს.
სხვა გუნდი კი ვერ მოხვდება მე4ზე. მორჩა. ამ წელს ვგულისხმობ.
ტორესი
ჯერარდი
ჯო კოული
კუიტი
იოვანოვიჩი
მერეილეში
საკმაოდ კარგი შემადგენლობაა.
არ დაგავიწყდეთ რო როიმ მერე შემადგენობითაც კი კარგი შედეგები აჩვენა აქამდე.
მანჩესტერთან წაგება ეს უფრო როის პიროვნულ დემონებს უნდა დააბრალოთ ვიდრე იმას რო
გუნდს ენძრევა.
არა. გუნდმა 2 გოლი გაიტანა როცა აგებდა 2-0-ს. ეს ძალიან ბევრია.
მანჩესტერს ვერ აჯობებს ლივერპული კიდე დიდი ხანი მაგრამ კარგ გუნდად ნამდვილად დადგება ამ სეზონში.
ჯო კოული და ტორესი მეყოლება უახლოესი 2 შეხვედრა იაჰუში
და
FPL-ში ალბათ ტორესსაც ვიყიდი.
This post has been edited by Le Roi on 19 Sep 2010, 21:24