ხო მარა ვილიარეალთან პირველი ხო გასვლა გვაქ და გასვლაზე რო ნიჩია ვეთამაშოთ კაი შედეგი იქნება ამიტო სიტისთან არ დაზოგავნე მგონი თავს თან ფაბრემაც თქვა რო 8 დან 8 ვე უნდა მოვიგოთო

ხოდა ფაბრეზე გამახსენდა ეგ მაგრად უბერავს ხან ერთს იძახის ხან მეორეს მგონი წასვლა უნდა და პირდაპირ თქმა ერიდება
"ლონდონის არსენალის" კაპიტანმა სესკ ფაბრეგასმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული იგი "მადრიდის რეალში" ან "ბარსელონაში" გადავიდეს. შეგახსენებთ, რომ სესკი "ბარსელონას" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და სწორედ ამიტომ, "ასულგრანას" ფაბრეგასის გადაბირების უფრო მეტი შანსი აქვს, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თუკი ამ ზაფხულს "რეალის" პრეზიდენტო ფლორენიტნო პერესი გახდება, მაშინ დონ ფლორენტინოს წესით არ უნდა გაუჭირდეს ესპანელი ნახევარმცველის ყიდვა.
ახლა კი გთავაზობთ იმ სიტყვებს, რომელიც ფაბრეგასმა განაცხადა:" მე სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ ბევრ წინადადებას შემომთავაზებენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით დავთანხმდები თუ არა რომელიმეს მაინც. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემით დაინტერესებულია ისეთი დიადი გუნდები როგორბიც "ბარსა" და "რეალია". მე მსურს ტიტუების მოგება, მაგრამ "არსენალში" ჯერ-ჯერობით ვერ ვიგებ ტროფეებს. რამოდენიმე გუნდისგან თუ მექნება კარგი წინადადება და ეს გუნდებიც იქნებიან ტიტულებისთვის მებრძოლი გუნდები, მაშინ მე მათ შემოთავაზებებს სერიოზულად განვიხილავ. მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ჩემთვის არსენ ვენგერის სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს."