თავად კითხვის ფორმა ჩემთვის პირადად არასწორად არის დასმული და შევეცდები ავხსნა რატომაც.
მე პირადად როგორც ქართველი, უბრალო ადამიანი პირველ რიგში დინამოს (იმ ნაღდი დინამოს) ქომაგი ვარ და ზოგადად ფეხბურთის რა თქმა უნდა.აქედან გამომდინარე ამა თუ იმ ქვეყნებში ესა თუ ის კლუბები თავისი ისტორიული წარმომავლობითა და მრწამსით იწვევენ გარკვეულ სიმპათიებს ჩემში და მე მათ მიმართ მაქვს და მქონდა სიმპათიები და ამის შემდგომ არის ის რაზეც საერთოდ არ ღირს ახნა განმარტებების კეთება ჭეშმარიტი ფეხბურთის ქომაგისთვის.სხვათა შორის ხშირად წააწყდები გამოკითხვას რომლის პასუხიც თავშივე ყველასათვის ნათელი უნდა იყოს და მას აღარც კი უნდა სჭირდებოდეს არანაირი გამოკითხვა. მაპატიეთ გადახვევისთვის და აი მაგალითისთვის მოვიყვან ახლახანს აგორებულ გახმაურებულ გამოკითხვას "ყველაზე დიდი ქართველი"-ს შესახებ.
ამას საერთოდ რად სჭირდებოდა გამოკითხვა მე არ მესმის რადგანაც ამ კითხვაზე პასუხი ერმა კარგა ხნის წინ გასცა და აბსოლუტურად ჭეშმარიტი.დიახ იმ უამრავ დიდ ქართველთა შორის რომლებიც თავისთვად მოიცავს უამრავ დიდ და ბუმბერაზ მეფეებსა და უბრალო გლეხუჭა ეროვნულ თავდადებულ გმირებს მხოლოდ ერთს დიახ არგუნა ერმა მამის სახელი! ამის შემდგომ თუ ეს საკითხი გადასეხედი ეჩვენება ამ პროექტის ავტორებს კი ჩაატარონ მსგავსი გამოკითხვა მაგრამ მე მათი არ მესმის და არც ვპასუხობ მსგავს კითხვებსა და გამოკითხვებს.
ესევა ფეხბურთშიც. არსებობს უამრავი დიახ უამრავი დიდი(ტიტულებითა და ისტორიებით) თუ პატარუკა ლამაზი და კარგი კლუბები და მიუხედავად ტიტულებისა და რეგალიებისა მხოლოდ ერთს დიახ ერთს აქვს უფლება ატაროს "ფეხბურთის მამა"-ს სახელი!(მიხვდით ალბათ ვისზეა და რომელ კლუბზეა საუბარი.

)
ესე რომ ეს არ განიხილება და ამ გუნდის შემდგომ რა თქმა უნდა არსებობენ კლუბები რომლებიც იწვევენ სიმპათიებს ჩემში ამა თუ იმ ქვეყანაში.
ჩემთვის პირადად ასე :
ესპანეთი-ატლეტიკო(მადრიდი)
იტალია-ნაპოლი(ნეაპოლი)
არგენტინა-ბოკა(ბუენოსაირესი)
გერმანია-ბაიერნი(მიუნხენი)
შოტლანდია-სელტიკი(გლაზგო)