ბლანის ინტერვიუ --------------- www.forzajuve.ge ------------------

მილანთან ჩატარებულმა შეხვედრამ გადაწყვიტა რანიერის ბედი ?
" ჩვენ ჯერ კიდევ სამი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი და ერთი მატჩი არ წყვიტავს რაიმეს . "
ეს დასამშვიდობებელი სიტყვაა რანიერისათვის ?
" დამიჯერეთ ძალიან გთხოვთ რომ მთავარი მწვრთნელის ბედი გაირკვევა სეზონის ბოლოს . ეს განხილვა იქნება 360 გრადუსით და აბსოლიტურად ყველას შეეხება მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც ."
თავიდან თქვენ ამბობდით რომ რანიერი ხელშეუხებელი იქნებოდა რა შედეგებითაც არ უნდა დაესრულებინა იუვენტუს ჩემპიონატი , ეხლა კი იძახით რომ მოდით დაველოდოთ ჩემპიონატის დასრულებასო , რა შეიცვალა ?
" საქმე იმაშია რომ ვიყავით მეორე ადგილზე , ეხლა ვართ მესამეზე და გამოვარდით ასევე იტალიის თასის გათამაშებიდან . ეს კი ნამდვილად რომ არარის ცოტა . ჩვენ ყველამ შევამჩნიეთ რომ კლუბი განიცდიდა პრობლემებს და მარტივი ენით რომ ვთქვათ ფეხბურთის თამაშს დაანება თავი . საგრძნობლად გაფუჭდა თამაშის ხარისხი . "
შეიცვალა თუ არა თქვენი ურთიერთობა რანიერისთან ?
" არანაირად . ჩვენ ერთად ვმუშაობთ უბრალოდ ჟურნალისტები ყველაფერ ამას ვერ ხედავენ . "
დიეგო ?
" ჩვენ ყოველთვის ვიყავით მისი ტრანსფერი მომხრენი . ველით რომ ოფიციალურად ხელი კონტრაქტს ძალიან მალე მოეწერება . "
რანიერისთან იყო თუ არა შეთანხმებული დიეგოს ტრანსფერი ?
" ორი აზრი არაა რომ კონკრეტულად ეს საკითხით და სხვა სატრანსფერო გეგმებიც კლუბის მწვრთნელთან ერთად თანხმდება " .
დიეგო ერთადერთი ხმაურიანი ტრანსფერი იქნება ?
" ასეთი ლაპარაკით თქვენ შეურაწყოფას აყენებთ კანავაროს . მემგონი ზოგ ზოგიერთებს დაავიწყდათ რომ ის იტალიის ნაკრების კაპიტანია და ასევე მადრიდის რეალის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი . "
სამი წლის უკან მან დატოვა იუვენტუსი ...
" ჩვენ არ გაგვაჩნდა ალტერნატივა , ის აუცილებლად უნდა გაგვეყიდა . მისი და ემერსონის გაყიდვით კლუბმა საკმაო თანხა დააგროვა , რამაც საშუალება მოგვცა წავსულიყავით წინ . ეხლა კი ჩვენ ის უფასოდ გვერგება და ყველაფერთან ერთად დასთანხმდა ხელფასის შემცირებას . "
თუმცა ქომაგები ნამდვილად არ არიან ეიფორიაში ...
" მე კი ვნახე ბევრი რომლებიც მიესალმებიან მის დაბრუნებას . "
თუმცა ის უკვე 36 წლის არის ..
" ის გადასცემს საკუთარ გამოცდილებს ახალგაზრდებს " .
ხოლო შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობაში ?
" რატომაც არა ? კლუბის კარები ყოველთვის ღია არის ფეხბურთელებისათვის რომლებსაც სურთ საკუთარი წვლილი შეიტანონ გუნდის განვითარებაში . "
ერთი წლის შემდეგ დელ პიეროს კონტრაქტი უმთავრდება და მასაც იგივე ბედი ეწევა ?
" ჩვენ ამას განვიხილავთ როცა ამის დრო მოვა . "
თქვენთან საუბრის შემდეგ ბუფონმა განაცხადა რომ რჩება გუნდში .
" ზოგიერთი ფეხბურთელებისათვის აუცილებელია გამარჯვება იუვეს მაისურით . "
თქვენ ამჟამად გიკავიათ ორი თანამდებობა გუნდში , ხართ გენერალური დირექტორიც და ამასთანავე კლუბის მართველობის წარმომადგენელიც . რაღაც ბევრი ხომ არაა ერთი ადამიანისათვის ?
" სიმართლე გითხრათ ჩვენი სამუშაო არ ითვალისწინებს ამგვარ გაერთიანებას . მეორეს მხრივ ჩვენ ხომ არ ვართ ერთი ადამიანის გუნდი , არამედ ვართ ორგანიზაცია რომელიც ბირჟაზე არის და სადაც მუშაობენ საკმაოდ ნიჭიერი ახალგაზრდები . თვითონ მეც ხშირად ვუშვებ შეცდომებს , თუმცა მალევე ვსწავლობ მათზე . "
ჯერ კიდევ დარწმუნებული ხართ რომ კრიტიკა თქვენი მისამართით მეტისმეტია ?
" როდესაც სხვა კლუბებს გააჩნიათ ანალოგიური პრობლემები , მაშინ მე ვერ ვხედავ ჟურნალისტების მხრიდან ასეთ ზეწოლას . აშკარაა რომ ჩვენმა მეორე ადგილმა საკმაოდ დიდი ამბიციები გამოიწვია , თუმცა ვთვლი რომ ფეხბურთელების მისამართითი არ შეიძლება ასეთი მწვავე კრიტიკა , მაგალითად ბუფონის მიმართ . "
პროკურატურა ითხოვს რომ ჯირაულდო დაპატიმრებულ იქნას ხუთი წლით ..
"კომენტარის გარეშე"
თქვენზე არ მოქმედებს რომ " ტრიადას " გამგავენებენ ?
" იუვენტუს 111 წლიანი ისტორია აქვს და არა 15 წლიანი . ასე რომ ჩვენ ვცდილობთ იდეაში მოვიყვანოთ საკუთარი გეგმა რაც ითვალისწინებს კლუბის უმაღლეს მწვერვალებზე დაბრუნებას . "
მაგალითად როგორც სტადიონი ხომ ?
" 15 მაისს ჩვენ გადავცემთ გეგმას იმ სამშენებლო ფირმას რომელიც გაიმარჯვებს კონკურსში . ეს სიმართლეს კიდევ არ შეესაბამება რომ მე მარტო სტადიონის მშენებლობით ვარ დაკავებული , ჩემზე სპორტული საქმეების პასუხიმგებლობაც დევს . "
თუმცა ამ სტადიონში დევს თქვენი გული
" სტადიონი ეს ჩვენი მომავალია . ჩვენ ავიღეთ ყველაფერი საუკეთესო ინგლისური და გერმანული გამოცდილებიდან . მაგალითად ჩვენ სათადარიგოთა სკამზე განვალაგებთ ტრიბუნებზე , როგორც ეს ინგლისშია რათა უფრო ახლოს იყოს მოედანი ქომაგებთან . "