სისულელეა დიეგო მომავალ სეზონს იუვენტუსის რიგებში დაიწყებს , კიკერმა დაადასტურა გუშინ ცნობა ამ ფაქტზე
და გუშინ დირექტორების შეხვედრა შესდგა სადაც ასევე დაადასტურეს ეს ფაქტი , კიდევ ერთი მისი აგენტის განცხადებით კონტრაქტზე ხელი უკვე მოწერილია და წლიურად ფეხბურთელი 4 მილიონს მიიღებს და საერთო ჯამში 5 წელი დაჰყოფს იტალიაში

ფორზაიუვე.გე
დიეგოს აგენტმა განაცხადა რომ ბრაზილიელმა უკვე მოაწერა იუვენტუსთან კონტრაქტს ხელი . ბოლო ხანს არაერთი ინფორმაცია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებული . თუმცა ოფიციალურად ეს არასოდეს დადასტურებულა . მაგრამ როგორც ჩანს ფეხბურთელის ერთ ერთი საფეხბურთო აგენტი და წარმომადგენელი დარწმუნებულია რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა .
” დიეგომ უკვე გააფორმა ხელშეკრულება იუვენტუსთან . ორივე კლუბი შეთანხმდნენ ყველანაირ დეტალზე ” - აცხადებს აგენტი ჯაკომო პერალიტო ინტერვიუში ჟურნალ Kicker - თან . ” ჯერ ჯერობით სატრანსფერო ფანჯარა არ გახსნილა და 31 მაისამდე ბიანკონერი ოფიციალურად არაფერს არ გაახმაურებს . “
პარალიტოს მტკიცებით მოლაპარაკება ჯერ კიდევ ოთხშაბათს დასრულდა როდესაც ბრემენული კლუბის ხელმძღვანელობას ალესიო სეკო და ჟან კლოდ ბლანი შეხვდნენ .
ჟურნალის მტკიცებით ბიანკონერის ეს სიამოვნება 24 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ , ხოლო ფეხბურთელი ხუთ წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ყოველ წლიურად 4 მილიონი ფუნტით გაისქელებს ჯიბეს .
Channel4
პლიუს ამასთან გუშინვე იუვეს პრეზიდენტმა დაადასტურა რომ დიეგოსთან ხელშეკრულება გაფორმებულია .
მაგრამ ეს კაცი მარტო იუვენტუს არ უშველის არანაირად და მემგონი არც აპირებენ მეტი არავის ყიდვას