ჩირო ფერარა --- ჩვენი მომავალი წარმატების საიდუმლო ახალგაზრდებშია --------- ForzaJuve.Ge

იუვენტუს აქვს მიზანი : გააძლიეროს ახალგაზრდული სექტორი . ბიანკონერიმ დაასწრო საკუთარ კონკურეტებს და პირველმა გახსნა საბავშო სკოლები Juventus Academy ჯერ კიდევ 2004-05 წლებში . Juventus Academy- ის დღეისათვის 49 სკოლა ფუნქციონირებს , ხოლო 9 მათთაგანი უშუალოდ ლომბარდიის ტერიტორიაზეა გახსნილი . საკუთარი ამბიციების დასტურად იუვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ცნობილ საბავშო საფეხბურთო სკოლა Aldini-სთან , რომელიც ისტორიულად ასოცირდება მილანთან . მასში ემზადებიან 6-12 წლამდე ბავშვები , ხოლო მოლაპარაკებების შედეგად ყველაზე გამორჩეული პატარა სპორტსმენები ვინოვოში გაემგზავრებიან .
იუვენტუსის ახალგაზრდა სექტორის მთავარი ფიგურა ჩირო ფერარა რომელიც დარწმუნებულია წარმატებაში : Juventus National Academy -ის პროექტი არის ფუნდამენტი იუვენტუსის სამომავლო წარმატებისა . საბავშვო სკოლა ეს არის ნებისმიერი გუნდისათვის მეტად მნიშვნელოვანი დასაყრდენი . თან ყველაფერთან ერთად ასეთ დროს როდესაც ეკონომიური კრიზისი მძვინვარებს . საკუთარი ფეხბურთელების აღზრდა ეკონომიურად უფრო მომგებიანია და ამაზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს .
რისთვის არის შექმნილი Juventus National Academy?
ჩვენ გადაწვყვიტეთ დავყრდონობოდით ახალგაზრდა ბიჭებს , რამაც მშვენიერი შედეგები მოგვიტანა და არამარტო . საქმე მარტო თასებს არ ეხება . ჩვენ გვინდა ბიჭებს ცხოვრებისეული ფასეულობები დავანახოთ , გვსურს რომ გაიზარდონ ნამდვილ მამაკაცებად . ჩვენი საფეხბურთო სკოლები გათვლილია 6-12 წლამდე ბავშვებზე და დაკავშირებულია სამოყვარულო კლუბებთან ფაქტიურად მთელი იტალიის მაშტაბით . ჯერ ჯერობით არსებობს 49 სკოლა და ჩვენ ვაპირებთ ამ რიცხვის გაზრდა და რაც მთავარია უცხოურ ბაზარზე გასვლას .
თითქოს ახალგაზრდული სექტორის გაფართოებისავით არა ?
ჩვენ ვმუშაობთ ყველა ჩვენს მეგობარ კლუბის მწვრთნელებთან ერთად . მიზანი - ვცდილობთ ავღზარდოთ ფეხბურთელები რომლებიც ითაშებენ ძირითად გუნდში ან უბრალოდ უმაღლეს დონეზე . გვინდა მოთამაშეების თამაშის ხარისხის გამოსწორება , რომლებსაც უშვებს იუვენტუსი . ამიტომ აკადემია საშუალებას გვაძლევს საქმეში ბევრი ახალგაზრდა გვანახოს , ეს იმაზე უკეთესია ვიდრე სკაუტების ინსტიტუტი .
ყველაზე მეტი აკადემია მდებარეობს ლომბარდიაში და რატომ ?
არის იტალიაში რამდენიმე ისტორიული ტერიტორია სადაც ყველაზე მეტი წარჩინებული ფეხბურთელი აღმოჩენილა , ასე რომ ეს ლოგიკურია რომ ჩვენ ლომბარდიაში ვაფართოებთ ქსელს , სადაც საკმაოდ დიდი საფეხბურთო კულტურა მდებარეობს . ჩვენ საკმაოდ ბევრს ვდებთ ამ საქმეში და იმედია შედეგები შესაბამისი იქნება .
თქვენ აპირებთ მილანის და ინტერის კონკურენციის დამარცხებას ?
ყველა გუნდი თავისებურად განკარგავს საკუთარ საბავშვო სექტორს . მილანი და ინტერი ასევე აქტიურად არიან ამ საქმეში ჩართულნი .
ჩირო როგორ ეგუებით ორ როლს ცხოვრებაში - როგორც ახალგაზრდული სექტორის მთავარ ფიგურას და ასევე როგორც მამას ?
ბრწყინვალედ . რაც შეეხება აკადემიას ჩვენ მარტო ტექნიკურ ასპექტზე არ ვაკეთებდ ორიენტაციას , ჩვენ ადამიანურ ფაქტორებზე ვაკეთებთ კონცენტრაციას . დამოკიდებულება მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის ყველაზე მთავარია . ოჯახები ჩვენ მარტო იმიტომ კი არ გვაბარებენ ბავშვებს რომ მათ ფეხბურთის თამაში ვასწავლოთ , არამედ იმიტომ რომ დავეხმაროთ მათ სწორ აღზრდაში და განვითარებაში . ჩემი პირადი მაგალითიდან ვურჩევ ყველა მშობელს რომ ჩაწერონ საკუთარი შვილები იუვეს სკოლაში და ასევე იმ ღონისძიებებში რასაც დავგეგმავთ . ჩემი უფროსი ვაჟი უკვე იყო ამ აკადემიაში რამდენიმე წელი , ხოლო უმცროსი ეხლაც ვარჯიშობს ერთ ერთ ამ საფეხბურთო სკოლაში და მე ჩემი თვალით ვხედავ თუ რაოდენ დიდი პროფესიონალები მუშაობენ მასთან ერთად .