ჯენოა - იუვენტუსი ( წინასამატჩოდ ) ------------------------------- Forzajuve.Ge

31 ტური სერია ა
შაბათი 11 აპრილი 22:30 თბილისის დროით
სტადიო ლუიჯი ფერარი ( 36 536 ) გენუა
ბიანკონერიმ ფაქტიურად დაასრულა ბრძოლა ჩემპიონობისათვის , მხოლოდ მცირედი იმედი დარჩა სანუკვარ ჯილდომდე . კლაუდიო რანიერის შეგირდებმა მიმდინარე სეზონში საკმაო ქულები დაკარგეს რის გამოც ინტერი ერთ პიროვნულად ლიდერობს ჩემპიონატს . ბოლო ტურში კლუბმა ვერ შესძლო დაემარცხებინა კიევო - მატჩი 3-3 დასრულდა . ასეთმა შედეგმა კი ნერიაძურის საშუალება მისცა ქულათა სხვაობა უკვე 9 გაეხადა . შანსები მართლაც მიზერულია და დიდი რამე არც ინტერი იუვენტუსის ურთიერთ შეხვედრაზეა დამოკიდებული .
მაშინ როდესაც კონკურენტებმა დაიწყეს მძალვრად მოქმედება , ბიანკონერიმ აქ შეიძლება ითქვას მუხრუჭი ჩართო და ნამდვილად უადგილო დროს . ჩემპიონატის ფინიში ძალზედ რთული იქნება , ხოლო მილანი სულ რაღაც 5 ქულაში არის უკვე მეორე ადგილოსანთან , ამიტომ იუვეს ფრთხილად მოუწევს ასპარეზობა რომ ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე მოხვდეს .
მეტოქე ასევე შეეცდება ამ ტურნირში მოხვედრას . სავარაუდოდ პირველ წრეს დაფიქსირებული ანგარიში ამ ორ კლუბს შორის არ განმეორდება იმიტომ რომ გენუაში ასპარეზობა ნამდვილად რომ ძნელია . მიუხედავად ამისა შარშან ბიანკონერიმ დამაჯერებლად იმარჯვა 2-0 . მაშინდელ შეხვედრაში საკუთარი პირველი გოლი იუვეს შემადგენლობაში გაიტანა ზნედეკ გრიგერამ , ხოლო შემდეგ თავი დავიდ ტრეზეგემ გამოიჩინა . თუმცა არცერთი ეს ფეხბურთელი არ მიიღებს მონაწილეობას შაბათის შეხვედრაში , ჩეხი ტრავმირებულია , ხოლო ფრანგს სიცხე აქვს . წინა ხაზში ითამაშებს ვინჩენცო იაკინტა რომელიც ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება . თავდასხმელმა სამი გოლი გაიტანა ბოლო ორ ტურში.
ფრე ამ შეხვედრაში წაგების ტოლფასი იქნება მთავარმა მწვრთნელმა მეტად სერიოზული საუბარი გაუმართა საკუთარ შეგირდებს ერთ ერთ ვარჯიშზე ამ კვირას ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე . ბიჭებს ისევ მოუწევთ საკუთარი მებრძოლური ხასიათის გამოვლინება , რაც მათ ნამდვილად რომ შეუძლიათ .
ჯენოას ბოლო შეხვედრები
5 აპრილი რეჯინა 0-1 ჯენოა
22 მარტი ჯენოა 2-0 უდინეზე
14 მარტი კალაირი 1-0 ჯენოა
7 მარტი ჯენოა 0-1 ინტერი
1 მარტი ჯენოა 0-0 სიენა
იუვენტუსის ბოლო შეხვედრები
5 აპრილი იუვენტუსი 3-3 კიევო
21 მარტი რომა 1-4 იუვენტუსი
14 მარტი იუვენტუსი 4-1 ბოლონია
7 მარტი ტორინო 0-1 იუვენტუსი
28 თებერვალი იუვენტუსი 1-0 ნაპოლი
სატურნირო მონაცემები
ჯენოა
ადგილი - 4
თამაში - 30
გამარჯვება - 15
ფრე - 9
მარცხი - 6
ბურთები - 40-27
ქულა - 54
ბომბარდირი - დიეგო მილიტო ( 9 ბურთი )
იუვენტუსი
ადგილი - 2
თამაში - 30
გამარჯვება - 19
ფრე - 6
მარცხი - 5
ბურთები - 54 - 26
ქულა - 63
ბომბარდირი - ამაური ( 12 ბურთი )
ინფორმაციები მეტოქეთა ბანაკებიდან
ჯენოა
ჯენოელები მომზადებულნი ხვდებიან ამ შეხვედრას თუ მათ მთავარ მწვრთნელს დავუჯერებთ . ტიაგო მოტა შესძლებს მონაწილეობის მიღებას შეხვედრაში , მან უკვე მოიშუშა ის მცირე ტრავმა რაც წინა შეხვედრაში მიიღო . მზად არის ასევე სათამაშოდ ივან იურიჩი . მზად არის სათამაშოდ იუვეს ყოფილი ფორვარდი რაფაელე პალადინოც . მატეო პარო და დიეგო მილიტო ტრავმირებულები არიან . ფორვარდმა ვერ შესძლო ტრავმის მოშუშება რომელიც ვენესულეთან წინააღმდეგ მიიღო არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობის დროს .
იუვენტუსი
ცუდი ინფორმაციები ვრცელდება იუვეს ლაზარეთიდან : ჰასან სალიჰამიჯიჩი ერთი თვით ჩამოშორდა ფეხბურთს . კრისტიანო ძანეტი და ნიკოლა ლეგროტალიე კი გამოჯანმრთელდნენ . მომო სისოკო , ალბინ ეკდალი , დავიდ ტრეზეგე , ამაური , ალექს მანინგერი და ზნედეკ გრიგერა კლუბის ლაზარეთში იმყოფებიან .
ვისზე ღირს თვალყურის დევნება
ჯენოა
რაფაელე პალადინო
ყურადღება მიაქციეთ იუვეს ყოფილ ფორვარდს რაფაელე პალადინოს . მისი ზუსტი პასები , ტექნიკა და მოედნის ბრწყინვალე ხედვა შეიძლება მისი გუნდის წარმატების მთავარ გარანტად იქცეს შაბათ საღამოს . მას ძალზედ ზუსტი და ძლიერი დარტყმა აქვს , ამიტომ ბუფონს ყურადღებით მოუწევს თამაში .
იუვენტუსი
ვინჩენცო იაკინტა
ვინჩენცო იაკინტამ ამ ბოლო დროს ბრწყინვალე ფორმა აკრიფა . მან დუბლი შექმნა რომაელთა კარში , გაუტანა ირლანდიის ნაკრებს იტალიელთა რიგებში , ბოლო ტურში კი მის გოლს შეეძლო იუვესთვის გამარჯვება მოეტანა კიევოსთან შეხვედრაში . ამ მომენტისათვის ერთ ერთი ყველაზე სახიფათო ფიგურა იუვეს შემადგენლობაში რომელიც ყველა ბურთზე თავდაუზოგავად იბრძვის .
სავარაუდო შემადგენლობა
ჯენოა
4-3-3
რუბინიო
ბიავა - ფერარი - კრიშიტო - როსი
ტიაგო მოტა - იურიჩი - ბოკეტი
სკული - პალადინო - ოლივეირა
იუვენტუსი
4-4-2
ბუფონი
ძებინა - ლეგროტალიე - კიელინი - მოლინარო
კამორანეზი - მარკიზიო - ნედვედი - ჯიოვინკო
დელ პიერო - იაკინტა
ამ მატჩის პირდაპირ ეთერში ყურება შეგეძლებათ ჩვენ საიტზე
შეგახსენებთ შეხვედრა თბილსის დროით 22:30 დაიწყება
ყველას გელით ჩვენს საიტზე - ვუქომაგოთ იუვენტუს ყველამ ერთად
Forza La Grande Bianconeri !!!
This post has been edited by Chielini_21 on 10 Apr 2009, 23:27